Home ახალი ამბები საქართველო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ვის უდგახართ კრიჭაში?

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ვის უდგახართ კრიჭაში?

9 მაისის ექო (ან სტალინური მეთოდები, ან...)

617

9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, ჩატარდა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78- წლისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელსაც მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდებოდა. ყველას აინტერესებდა, გაჭიანურებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, გამარჯვების აღლუმის  მაღალი ტრიბუნიდან რას ეტყოდა საკუთარ ხალხს და გარე სამყაროს რუსეთის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვლადიმერ პუტინი. მან სიტყვა ასე დაიწყო: “Поздравляю вас с Днём Победы! С праздником – в честь наших отцов, дедов и прадедов, которые прославили и обессмертили свои имена, отстояв Отечество. Ценой неизмеримого мужества и огромных жертв спасли человечество от нацизма“.

ამ ტრადიციული დასაწყისის შემდეგ პუტინი პირდაპირ საქმეზე გადავიდა, ანუ დასავლეთის მოქმედებების შეფასებას შეუდგა: “Сегодня цивилизация вновь находится на решающем, переломном рубеже. Против нашей Родины вновь развязана настоящая война”.

სწორია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რას დაუპირისპირებს ამას რუსეთი?  სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, დასასრული არ უჩანს. რუსი ხალხი ნერვიულობს, პუტინის მიმართ შეკითხვები გაჩნდა. ამ შეკითხვებზე პასუხები ჯერ არ არის გაცემული. პუტინს ეს კარგად ესმის. შეეცადა კიდეც პასუხის გაცემას: “Мы дали отпор международному терроризму, защитим и жителей Донбасса, обеспечим свою безопасность”. სულ ეს იყო ის, რაც პუტინმა ხალხში გაჩენილი შეკითხვების პასუხად თქვა. პუტინმა ან ჩათვალა, რომ ეს საკმარისი იყო, ან მეტი არაფერი ჰქონდა სათქმელი. მე კი ვფიქრობ, რომ ეს პასუხი არათუ საკმარისი არ იყო, საერთოდ არ იყო პასუხი იმ შეკითხვებზე, რუსეთის მოსახლეობაში რომ გაჩნდა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდანაც ყოველდღიურად ჟონავს:

*  რა არის ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი?

*  ძალაში რჩება ის ჩანაფიქრი, რომელიც ოპერაციის დაწყებამდე გაცხადდა  – დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია თუ შეიცვალა რამე?

* დაახლოებით მაინც რა ვადებშია გათვალისწინებული მისი დასრულება?

ამ შეკითხვებისთვის პუტინს არ უპასუხია. გაცხადებულ მიზნებთან დაკავშირებით თუ არაფერი შეცვლილა, ასეთ შემთხვევაში სხვა შეკითხვები ჩნდება:

* რა დემილიტარიზაციაზეა  საუბარი,  თუკი მთელი დასავლეთი ფაშისტური უკრაინის გამალებულ შეიარაღებაზეა გადასული?

* ნუთუ შეუძლებელია,  დასავლეთის ამ დანაშაულებრივი ქმედების მთლიანად შეჩერება თუ არა, ქმედითი კონტრზომების გატარება?

* უკრაინის დანაშაულებრივი რეჟიმის დანაშაულებრივი შეიარაღება ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდება, დენაციფიკაცია როგორ განხორციელდება?

* რომელ დენაციფიკაციაზეა საუბარი, როდესაც რუსეთში ზედიზედ ხდება  ტერაქტები და დივერსიები, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენცია ხელუხლებლად დგას, კრემლზე კი უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიაქვთ?

პუტინს არც ამ შეკითხვებზე გაუცია პასუხი. იგი სხვა საკითხზე გადავიდა: “Для нас, для России нет недружественных, враждебных народов ни на Западе, ни на Востоке. Как и абсолютное большинство людей на планете, мы хотим видеть будущее мирным, свободным и стабильным”.

კარგი და პატიოსანი. გვესმის ამ გზავნილების, მაგრამ დასავლეთიდან შემხვედრი გზავნილები მოდის? იქიდან მოსული სიგნალები ანალოგიური შინაარსისაა? რაღაც ეჭვი მეპარება!

ამ განცხადების შემდეგ პუტინი ისევ დასავლეთის დახასიათებაზე გადავიდა: “Считаем, что любая идеология превосходства по своей природе отвратительна, преступна и смертоносна. Однако западные глобалистские элиты по-прежнему твердят о своей исключительности, стравливают людей и раскалывают общества, провоцируют кровавые конфликты и перевороты, сеют ненависть, русофобию, агрессивный национализм, уничтожают и семейные, традиционные ценности, которые делают человека человеком. И всё для того, чтобы и дальше диктовать, навязывать народам свою волю, свои права, правила, а по сути, систему грабежа, насилия и подавления”.

აბსოლუტურად ზუსტი შეფასებებია.  ვერც ერთი ობიექტური შემფასებელი ამ ნათქვამში ყასიდად შესადავებელსაც ვერაფერს იპოვის, მაგრამ ეს ხომ ისედაც ნათელია, რის გამოც ამის მტკიცებას ბანალური მსჯელობის ელფერი დაჰკრავს. პუტინი კი იმავე სტილში განაგრძობს: “Похоже, они забыли, к чему привели безумные притязания нацистов на мировое господство. Забыли, кто разгромил это чудовищное, тотальное зло, кто встал стеной за родную землю и не пожалел своих жизней ради освобождения народов Европы”.

ამ შემთხვევაშიც ყველაფერი სწორია. ევროპელები მიუტევებელ უსინდისობასა და უმადურობას იჩენენ საბჭოთა ჯარისკაცის, საბჭოთა ხალხისა და იმდროინდელი საბჭოთა ხელმძღვანელების მიმართ, მაგრამ რამდენად სწორია და სამართლიანი რუსეთის ლიდერისგან ეს საყვედური, როდესაც რუსეთი და მისი დღევანდელი პრეზიდენტი თავადაც ვერ გათავისუფლებულან ანალოგიური მიდგომებისგან? ევროპელებს რატომ უნდა ახსოვდეთ, ვინ გაათავისუფლა ისინი ფაშისტური ჭირისგან, თუკი რუსეთსაც აღარ ახსოვს საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური და და წითელი არმიის უმაღლესი მთავარსარდალი? პუტინი კი განაგრძობს: “Мы видим, как в ряде стран безжалостно и хладнокровно разрушают мемориалы советским воинам, сносят памятники великим полководцам, создают настоящий культ нацистов и их пособников, а память о подлинных героях пытаются стереть и оболгать. Такое надругательство над подвигом и жертвами победившего поколения – это тоже преступление, откровенный реваншизм тех, кто цинично и неприкрыто готовил новый поход на Россию, кто собрал для этого неонацистскую нечисть со всего мира”.

ო, რა სამართლიანი გულისწყრომა და დამსახურებული საყვედურია ამ სიტყვებით გამოხატული, მაგრამ ჭეშმარიტად უკიდეგანო რუსეთში იმ ევროპელებს, რომლებსაც უმადურობის გამო საყვედურობთ, იქნებ ერთი ძეგლი მაინც აჩვენოთ ისტორიული პიროვნებისა, რომელი ფაშიზმზე ძლევამოსილი გამარჯვების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო. ევროპა ფაშიზმისგან  წითელმა არმიამ თუ გაათავისუფლა, ეს ამბავი სტალინის გარეშე ვერ მოხდებოდა და წითელი არმიის გენერლებსა და, ჯარისკაცებს მთელ ევროპაში ძეგლები და ობელისკები თუ ეკუთვნით, მათ მამასა და უმაღლეს მთავარსარდალს, ევროპაში თუ არა, რუსეთში მაინც არ ეკუთვნის თუნდაც ერთი ძეგლი?! ძეგლებს თავი დავანებოთ, მისი ხელმძღვანელობით მიღწეული გამარჯვების აღლუმზე თუნდაც ერთხელ ხსენების ღირსიც კი არ არის პიროვნება, რომლის  სახელითაც ტანკებს უვარდებოდნენ და სიცოცხლეს წირავდნენ საბჭოთა ჯარისკაცები, რათა სამშობლო გადაერჩინათ?! ნახეთ, რა ახლოს იყო პუტინი სტალინის სახელის ხსენებასთან: “Мы с вами стоим на Красной площади, на земле, которая помнит дружинников Юрия Долгорукого и Дмитрия Донского, ополченцев Минина и Пожарского, воинов Петра Великого и Кутузова, парады 1941 и 1945 годов”.

რუსეთის პრეზიდენტს ისტორიულ პიროვნებათა ეს ჩამონათვალი რომ არ გაეკეთებინა, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ დოლგორუკიდან მოყოლებული, კუტუზოვამდე თუ ყველას ჩამოთვლი, 1941 და 1945 წლების აღლუმებსაც ახსენებ, რომლებიც, რა თქმა უნდა, სტალინის ხელმძღვანელობით ჩატარდა, სტალინს კი არ ახსენებ, ეს ხაზგასმული და დემონსტრაციული მიჩქმალვაა ამ გენიალური მოღვაწის ღვაწლისა, ეს უსამართლობა და კრიჭაში დგომაა. ვის უდგახართ კრიჭაში, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ?  სტალინს, რომლის გენიამ კაცობრიობა ფაშისტური ურჩხულისგან იხსნა; რუს ხალხს, რომელსაც უზარმაზარი ნოსტალგია გაუჩნდა სტალინის მსგავს მმართველზე, თუ ისტორიას, რომელიც არც შეიცვლება და არც დავიწყებას მიეცემა?! არც დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვლება რუსეთის მიმართ. ამას თავადაც აღიარებთ: “Их цель, – и здесь нет ничего нового, – добиться распада и уничтожения нашей страны, перечеркнуть итоги Второй мировой войны, окончательно сломать систему глобальной безопасности и международного права, задушить любые суверенные центры развития. Непомерные амбиции, высокомерие и вседозволенность неизбежно оборачиваются трагедиями. Именно в этом причина катастрофы, которую переживает сейчас украинский народ. Он стал заложником государственного переворота и сложившегося на его базе преступного режима его западных хозяев, разменной монетой в реализации их жестоких, корыстных планов”.

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ბოლომდე გულწრფელი თუ ვიქნებით, კოლექტიური დასავლეთის მიერ მოწყობილი გლობალური პროვოკაციის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში არა მხოლოდ უკრაინელი ხალხი, არამედ რუსი ხალხიც აღმოჩნდა. ამ ვითარებაში ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების გამაერთიანებელი ერთადერთი იდეოლოგია სტალინური მემკვიდრეობაა – დაწყებული სოციალისტური სისტემით და დამთავრებული ფაშიზმზე დიადი გამარჯვებით. ვერც სტალინური მეთოდების გარეშე გახდებით რამეს, რომელსაც მე მკაცრ სამართლიანობას ვუწოდებ. ვიცი, რომ სტალინის ხსენებას მის მიერ გატარებული სწორედ იმ მკაცრი სამართლიანობის გამო არიდებთ თავს, რადგან დასავლურმა შაბლონებმა, როგორც ჩანს, დაგაკომპლექსათ, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ თქვენც მოგიწევთ არჩევანის გაკეთებაან სტალინური მეთოდები, ან

ვალერი კვარაცხელია                                                                          

P. S. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის ძალითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის მოიხსნა სავიზო რეჟიმი და აღდგა საავიაციო მიმოსვლა. ეს უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფაქტია არა მხოლოდ იმის გამო, რომ მილიონობით ჩვენს თანამემამულესთან კომუნიკაციას აადვილებს, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისა და ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივას აჩენს. საერთოდ, ახალი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რეალობა დგება. ამ საკითხებზე მომავალ სტატიაში ვისაუბრებ

ვ. კ.                                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here