Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის შემადგენლობაში ახალი რეგიონების მიღების შესახებ მიმართა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის შემადგენლობაში ახალი რეგიონების მიღების შესახებ მიმართა

146
ვლადიმერ პუტინი

კრემლში გაიმართა ცერემონია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთში შესვლის გამო. შეკრებილთ პრეზიდენტმა პუტინმა სიტყვით მიმართა:

ერთმნიშვნელოვანი არჩევანი

* “პატივცემულო რუსეთის მოქალაქეებო, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეებო, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცხოვრებნო, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებო, სენატორებო!

თქვენ იცით, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გაიმართა რეფერენდუმები. შედეგები ცნობილია.

* “დარწმუნებული ვარ, ფედერალური საკრებულო მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ოთხი ახალი რეგიონის მიღებისა და ჩამოყალიბების შესახებ, იმიტომ, რომ ეს მილიონობით ადამიანის ნებაა”.

* “ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში. მასში პირდაპირ არის საუბარი ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპზე. ვიმეორებ: ეს ადამიანების უფლებაა. ის ეფუძნება ისტორიულ ერთიანობას, რომლის სახელითაც იმარჯვებდნენ ჩვენი წინაპრების თაობები, ისინი, ვინც ძველი რუსეთის შექმნის სათავეებიდან საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ და იცავდნენ რუსეთს”.

“რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოსალაპარაკებლად”

* “მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, პატივისცემით მოეკიდოს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების არჩევანს, მხოლოდ ასეთი იქნება გზა მშვიდობისაკენ”.

* “მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ამის შესახებ არაერთხელ თქმულა”.

* “მინდა, მომისმინონ კიევის ხელისუფლებამ და მისმა რეალურმა უფროსებმა დასავლეთში: ადამიანები დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩვენი მოქალაქეები ხდებიან სამუდამოდ!”

* ”რუსეთი არასოდეს უღალატებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს”.

* “დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალითა და საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ადამიანების უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი ხალხის დიადი მისია”.

წარსულს ვერ დააბრუნებ, მაგრამ

* “1991 წელს ბელოვეჟის ნაკრძალში იმჟამინდელმა პარტიულმა ელიტამ, ისე, რომ რიგითი ადამიანებისთვის არაფერი უკითხავს, მიიღო გადაწყვეტილება, დაეშალა საბჭოთა კავშირი. და ადამიანები მოულოდნელად მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ სამშობლოსგან. ამან დაანაწევრა ჩვენი ერთობა და გამოიწვია ეროვნული კატასტროფა”.

*”საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. წარსულს ვერ დააბრუნებ. ეს დღეს რუსეთსაც აღარ სჭირდება. ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფვით. &ლტ; … &გტ; მაგრამ არაფერია გამბედაობაზე ძლიერი მილიონობით ადამიანისა, რომლებიც თავიანთი კულტურით, რწმენით, ტრადიციებით, ენით თავს რუსეთის ნაწილად მიიჩნევენ”.

დაუსჯელი რჩებოდნენ… ჯერჯერობით

* “ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა დებმა და ძმებმა უკრაინაში, ჩვენი ერთიანი ხალხის მშობლიურმა ნაწილმა საკუთარი თვალით იხილა, რასაც ე.წ. დასავლეთის მმართველი წრეები უმზადებენ კაცობრიობას. აქ მათ, უბრალოდ, ჩამოიხსნეს ნიღბები და წარმოაჩინეს თავიანთი ნამდვილი სახე”.

* “დასავლეთი იმედოვნებბს, რომ კვლავ დაუსჯელი დარჩება. ისე, აქამდე ყველაფერი მიეტევებოდა”.

* ”დასავლეთი მზადაა, ყველაფერს გადააბიჯოს იმ ნეოკოლონიური სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც საშუალებას აძლევს, იპარაზიტოს, ძარცვოს მსოფლიო დოლარის ძალაუფლებისა და ტექნიკური დიქტატის წყალობით, მოკრიბოს კაცობრიობისგან ხარკი, მიიღოს დაუმსახურებელი კეთილდღეობის ძირითადი წყაროები, ჰეგემონის რენტა”.

* “სახელდობრ ე.წ. დასავლეთმა ფეხქვეშ გათელა საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი. ახლა კი თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს, ვის აქვს თვითგამორკვევის უფლება და ვის არა, ვინ არ არის ამის ღირსი. რატომ წყვეტენ ისინი ასე, ვინ მისცათ ამის უფლება, გაუგებარია”.

დივერსიების შესახებ “ჩრდილოეთის ნაკადებზე”

* “ანგლოსაქსებმა, ფაქტობრივად, დაიწყეს ევროპის ენერგოსტრუქტურის განადგურება”.

* “ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი ეძებდა და განაგრძობს ახალი შანსების ძებნას ჩვენთვის დასარტყმელად, რუსეთის დასასუსტებლად და დასანგრევად. ამაზე ისინი ყოველთვის ოცნებობდნენ, ცდილობენ დაანაწევრონ ჩვენი სახელმწიფო, წაჰკიდონ ერთმანეთს ხალხები, გაწირონ ისინი სიღარიბისა და გადაშენებისთვის”.

* “მათ, უბრალოდ, მოსვენებას არ აძლევთ, რომ მსოფლიოში არის ასეთი დიადი, უზარმაზარი ქვეყანა თავისი ტერიტორიით, ბუნებრივი რესურსებით, ხალხით, რომელიც არასოდეს იცხოვრებს სხვისი მითითებებით”.

* “მინდა, ყველას შევახსენო, რომ მსოფლიოზე ბატონობის პრეტენზიები წარსულში არაერთხელ დამსხვრეულა ჩვენი ხალხის სიმამაცესა და სიმტკიცეზე. რუსეთი ყოველთვის იქნება რუსეთი, ჩვენ ამჟამადაც დავიცავთ ჩვენს ფასეულობებსა და სამშობლოს”.

* “ისინი ჩვენ გვისურვებენ არა თავისუფლებას, არამედ სურთ, კოლონიად გვიხილონ. სურთ, არა თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა, არამედ ძარცვა. სურთ, გვიხილონ არა თავისუფალ საზოგადოებად, არამედ უსულო მონების ბრბოდ”.

* “მათ, საერთოდ, არ სჭირდებათ რუსეთი, ის გვჭირდება ჩვენ”.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის შემადგენლობაში ახალი რეგიონების მიღების შესახებ მიმართა

უწინდებურად აღარ იქნება

* “მინდა, გავიმეორო: უწინდებურად აღარ იქნება, ბრძოლის შემდეგ, რომელიც ბედმა გვარგუნა. ეს არის ველი ბრძოლისა ჩვენი ხალხისთვის, დიდი ისტორიული რუსეთისთვის”.

* “ჩვენ უკან სიმართლეა, ჩვენ უკან რუსეთია!”

* “პატივცემულო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი და თავისუფალი გზისთვის, უწინარესად, რუსეთისთვის, იმისთვის, რომ დიქტატი, დესპოტიზმი სამუდამოდ დარჩეს წარსულში. დარწმუნებული ვარ: ქვეყნებსა და ხალხებს ესმით, რომ ვიღაცის, ვინც უნდა იყოს, განსაკუთრებულობაზე აგებული პოლიტიკა, აგებული სხვა კულტურებისა და ხალხების დათრგუნვაზე, თავისი არსით დანაშაულებრივია, და რომ ჩვენ უნდა გადავფურცლოთ ეს სამარცხვინო ფურცელი. დასავლური ჰეგემონიის ნგრევა, რომელიც დაიწყო, შეუქცევადია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: უწინდებურად აღარ იქნება!”

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა დენის პუშილინთან (დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური), ლეონიდ პასეჩნიკთან (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური), ევგენი ბალიცკისა (ზაპოროჟიეს სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაური) და ვლადიმერ სალდოსთან (ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაური) ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის ფედერაციაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მიღების შესახებ.

23-დან 27 სექტემბრამდე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, აგრეთვე, ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეს ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩატარდა რეფერენდუმი ამ რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. ზემოაღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებას.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here