Home ახალი ამბები მსოფლიო ვიზა მოღალატეებისა და ლაჩრებისთვის: ევროპა მზადაა, მიიღოს რუსეთიდან ისინი, ვინც გაწვევას თავს...

ვიზა მოღალატეებისა და ლაჩრებისთვის: ევროპა მზადაა, მიიღოს რუსეთიდან ისინი, ვინც გაწვევას თავს არიდებს

89

 სანამ ურალში, ციმბირში, ყირიმში, ვოლგისპირეთში სამხედრო კომისარიატებში ცხადდებიან, დედაქალაქელები იმედოვნებენ, რომ მათ ევროკავშირი შეიფარებს დაგადაარჩენს”, მაგრამ ასეთ კაცებს პატივს არსად სცემენ

ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ .. ჰუმანიტარული ვიზების შემოღების შესაძლებლობას რუსებისთვის, რომლებიც ევროპაში გარბიან, ნაწილობრივი მობილიზაციისთვის თავის დასაღწევად, _ განაცხადა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა, როცა უპასუხა კითხვას ახალ გარემოებებში მოსკოვის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სავიზო შეზღუდვების გადახედვის პერსპექტივაზე. _ წერს svpressa.ru.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა 1 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს რუსებისთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა, აგრეთვე, ნება დართო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, შეზღუდონ რუსეთის მოქალაქეებისთვის თავიანთ ქვეყნებში შესვლა.

და აი ახლა ბრიუსელელ ბიუროკრატებს უცებ გაახსენდათ ჰუმანიზმი, თუმცა მხოლოდ იმშეშინებული პატრიოტებისმიმართ, რომლებმაც გადაწყვიტეს, სამხედრო კომისარიატის უწყებას სადღაც უცხოეთში დაემალონ.

ჰიპერის თქმით, “ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე  შესვლის გარანტია უნდა მისცეს ყველა პირს, რომლებსაც თავშესაფარი სჭირდებათ. მან აღნიშნა, რომ ამ პირებისთვის ჰუმანიტარული ვიზების მიცემის საკითხი უკვე დგას დღის წესრიგში. თუმცა, ისიც განაცხადა, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას თვითონ ქვეყნები მას შემდეგ მიიღებენ, რაც თითოეულ მოთხოვნას ინდივიდუალურად განიხილავენ.

ის, რომ პროგრესული პაციფისტები”, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პანიკიორები და ლაჩრები არიან ყველა ქვეყანაში, ეს არასასიამოვნო მოცემულობაა. ასეთი ადამიანები არიან რუსეთშიც.

ამიტომ ერთნი დღეს ნებაყოფლობით ცხადდებიან სამხედრო კომისარიატებში, სხვები კი ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, როგორ დაიცვან თავიანთი პატარა კომფორტული სამყარო რყევებისგან და ქვეყნიდან გაქცევის მარშრუტებს სწავლობენ. ისინი არ არიან უმრავლესობა, მაგრამ, როგორც ზოგიერთი სააგენტო წერს, უახლოეს პირდაპირ რეისებზე მოსკოვიდან თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთთან უვიზო მიმოსვლის მქონე სხვა ქვეყნებში ბილეთები უკვე გაყიდულია. ეს იმის მიუხედავად, რომ ბილეთის ფასი 10-ჯერ მაინც არის გაძვირებული.

საქართველოს საზღვარზე რიგები, რომელზეც ადრე წერდა ზოგიერთი მედიასაშუალება, ფეიკი აღმოჩნდა, მაგრამ ყაზახეთიდან ზოგიერთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რიგები ნამდვილად დგას. ეს დაადასტურა ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სამსახურმაც და განაცხადა, რომ “ვითარება განსაკუთრებით კონტროლდება”.

მადლობა ეკუთვნით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და ჩეხეთს _ იქ რუსების მიმართ არანაირი ჰუმანიზმის გაგონებაც კი არ სურთ, ამიტომ დეზერტირებს ვიზებს არ მისცემენ.

ფინელებს ჯერ ვერ გაურკვევიათ, როგორ მოიქცნენ. ამ მომენტისთვის მხოლოდ გერმანიამ განაცხადა, რომ მობილიზაციისგან გაქცეულ რუსებს შეიფარებს, ოღონდ ყველას არა, მხოლოდ მათ, ვინც, როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა Frankfurter Allgemeine Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, “გაბედულად გამოდის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და ამით თავს ხიფათში იგდებს”. აი ასეთებს ექნებათ შესაძლებლობა, “დაწერონ განცხადება პოლიტიკური დევნის გამო გერმანიაში თავშესაფრის მიცემის შესახებ”. დადებითი გადაწყვეტილება,  როგორც ფეზერმა განმარტა,  უკვე მიღებულია 438 პირის მიმართ.

რომელი “კოლონიდან” არიან გამოსული ეს პირები ძნელი მისახვედრი არ არის, მაგრამ მათ მიმართ ზუსტად გამოთქვეს აზრი ტელეგრამ-არხ “ზლოი პრუფის” ავტორებმა:

ისინი შეავსებენ რუსული განმათავისუფლებელი არმიის რიგებს, რომლებიც ლურჯთეთრი დროშით ჩაერთვებიან პუტინის რაზმებთან ბრძოლაში. ყველა მიიღებს გემრიელ სადილს, ცხელ ჩაის, შნაპსსა და ლამაზ გერმანელ ქალს! რუსო ვანია, მიატოვე შენი კომისარი, გამოიქეცი ჩვენთან, შნელ, შნელ, ლამაზი ცხოვრებისთვის და ლივერის (საქონლის შიგნეულის _ ..) ძეხვის გემრიელი ბუტერბროდებისთვის!”

მსგავსი მოწოდებები, როგორც ცნობილია, იყო ჰიტლერელთა პროპაგანდისტულ ბუკლეტებში, რომლებითაც ისინი ომის დროს ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ წითელი არმიის მეომრები, გადასულიყვნენ გერმანიის მხარეს.

svpressa.ru ბრიუსელის ინიციატივაზე კომენტარი სთხოვა  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევგენი პრიმაკოვის სახელობის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერთანამშრომელ ალექსანდრე კამკინს:

_ “მოღალატეთა ვიზების” ან, მე ასე დავარქმევდი, “დეზერტირთა ვიზების” შემოღება, რა თქმა უნდა, საიეფორმაციო ომის ელემენტია.  ზემოქმედება, მიმართული რუსი საზოგადოების გასახლეჩად პანიკიორებისა და მოღალატეების წასაქეზებლად, შესაბამისად,  არის დასავლეთის მხრიდან რუსეთზე საერთო საინფორმაციო ზემოქმედების ელემენტი. ის ფაქტი, რომ პოლონელები, ჩეხები და ბალტიისპირელები უარს ამბობენ ასეთი მოღალატეობრივი ვიზების გაცემაზე, მიუთითებს მათ უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებაზე, საერთოდ, რუსული სამყაროსადმი, რუსეთისადმი, მათ მიმართაც კი, ვისაც სურს, გაექცეს პირადად პუტინს და, საერთოდ, გაექცეს ამჟამინდელ რეალობას.

 “СП”: _ ვივარაუდოთ, რომ გაჩნდება ასეთი ვიზები, მერე რა მოხდება?

_ თეორიულად მათ შეუძლიათ ასეთი ვიზების გაცემა. შეიძლება ასე არ მოიქცეს ევროკავშირის ყველა ქვეყანა და შენგენის ზონის წევრები, მაგრამ ეს იქნება ევროკავშირისა და მთლიანად დასავლეთისადმი გაღებული მორიგი მსხვერპლი, მიმართული ევროპის ტერიტორიაზე შესაძლო “მეხუთე კოლონის” შექმნისკენ.

პლუს, ეს არის რუს საზოგადოებაზე ისეთი ზემოქმედება, რომელიც თესავს დამარცხებულის პანიკურ განწყობას.

 “СП”: _ ნებისმიერ ვიზას ვადა შეზღუდული აქვს, ანუ სტუმრებს ოდესმე აუცილებლად მიუთითებენ კარისკენ. ამასთანავე, ევროპაში ჯერ კიდევ არ იციან, რა მოუხერხონ უკრაინელ ლტოლვილებს. რისთვის სჭირდებათ მათზედმეტი სარჩენი პირი”?

_ ასეთი ვიზების გაცემის ინიციატორებმა მშვენივრად იციან, რომ ვიზის გაცემა მოუწევთ არა მილიონობით, არამედ სულ რამდენიმე ათას ადამიანზე, ანუ იმ ლიბერალებზე, რომლებსაც სახლშიც ესიზმრებათ რუსეთიდან წასვლა, თუმცა მათი უმრავლესობა სპეცოპერაციის დაწყებისთანავე გაიქცა ქვეყნიდან. ეს პოლიტიკური ჟესტია, მაღალი ხარისხის საინფორმაციო ომის ელემენტი. გასაგებია, რომ რუსეთიდან მილიონობით ადამიანი არ გაიქცევა და თავს არ აარიდებს სავალდებულო სამხედრო გაწვევას.

დიახ, რამდენიმე პანიკიორი და პროვოკატორი არის, მაგრამ მათთან საქმე ექნებათ კომპეტენტურ ორგანოებს. გავიმეორებ: ეს არის საინფორმაციო ომის ელემენტი, მიმართული რუსი საზოგადოების შიგნიდან გასახლეჩად.

 “СП”: _ სჯობს, მათ თავიანთ ხალხზე იფიქრონ და იმაზე, როგორ გადაიტანონ ზამთარი. რატომ ზრუნავენ ისინი უცხოელ დეზერტირებზე?

_ უკვე ვთქვი: მათ შესანიშნავად იციან, რომ ეს იქნება არა დეზერტირების მილიონიანი არმია, არამედ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც სურთ, ან ასე მუქთად გადავიდნენ ევროპაში, ან რაღაც ფობიის გამო ცდილობენ რუსეთიდან გასვლას. მაგრამ  მოსკოველი და პეტერბურგელი ლიბერალების რაოდენობა ნამდვილად არ იქნება მილიონობით, ამასთანავე რუსეთიდან რამდენიმე ასეული პანიკიორის წასვლას არ ექნება დიდი პროპაგანდისტული ეფექტი.

 “СП”: _ ისიღბლიანები”, რომლებსაც შეხვდებათ ასეთი ვიზები, თავს კომფორტულად იგრძნობენ ევროპაში?

_ საეჭვოა. ჩემი აზრით, ისინი გამუდმებით გაებლანდებიან ფეხებში უკრაინელებს, მოუბოდიშებენ, რომ რუსები არიან და დაიწყებენ რუსეთის ლანძღვას. ეს მოხდება იმიტომ, რომ მოღალატეები არსად არ უყვართ. კი, მოღალატე შეიძლება სასარგებლოდ გამოიყენო, მას ამისთვის ზოგჯერ კარგად უხდიან, მაგრამ მათ ყველგან ისე ეპყრობიან, როგორც მეათეხარისხოვან ადამიანებს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here