Home ახალი ამბები მსოფლიო ვისი ბრალია ომი უკრაინაში

ვისი ბრალია ომი უკრაინაში

243

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა გერმანიასა (35%) და საფრანგეთში (43%) გასაგებია ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის და საჭირო არ არის  სპეციალური სამხედრო ოპერაციის  მიზნების გააზრების მცდელობაც კი. უბრალოდ,  სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე  ბუნებრივი აირის, ბენზინის და ელექტროენერგიის, შესაბამისად, ყველაფრი დანარჩენის  ფასი უფრო დაბალი იყო ევროპელი მომხმარებლისთვის. რიგითი ევროპელები მზად იყვნენ, ერთ-ორ თვე  ასე გაძლო, მაგრამ უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ითმენენ  და როდის დასრულდება ეს ვითარება,  მათთვის უცნობია, – წერს ტელეგრამ-არხი „Роман Алехин“-ი.

საინტერესოა რიგითი ევროპელების დამოკიდებულება ამერიკისა და ნატოს მიმართ. კითხვაზე – ვისი ბრალია ომი უკრაინაში? –  გერმანიაში უპასუხეს:

36%–მა  – აშშ-ის;

15%–მა – ნატო-ს;

9%–მა – უკრაინის.

საფრანგეთში ანალოგიურ კითხვაზე პასუხები ასეთია:

43% – აშშ-ის;

36% – ნატო-ს;

19% – უკრაინის.

ევროპელები პრაგმატულები არიან და რუსეთის მხრიდან ვერ ხედავენ სამხედრო საფრთხეებს  თავიანთი  თავისთვის, მაგრამ ისინი ყოველდღიურად  განიცდიან რეალურ დანაკარგებს თავიანთი ხელისუფლებების ქმედებების გამო. მათთვის ეს მნიშვნელოვანია.  ისინი არც  უკრაინელების გამომწვევი საქციელით არიან  კმაყოფილნი.

  მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@Alekhin_Telega/7675

                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here