Home სხვადასხვა დაიჯესტი ვილნიუსში გეიაღლუმი გაიმართა

ვილნიუსში გეიაღლუმი გაიმართა

815

ეს მოხდა 8 ივნისს. გეების აღლუმში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, _ იუწყება Delfi. 

გამოცემა აზუსტებს, რომ მეოთხე ასეთი ღონისძიება ჩატარდა ლიტვის დედაქალაქში. მსვლელობაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ლგბტ-ები, არამედ ის მოქალაქეებიც, რომლებიც ამ თემს უჭერდნენ მხარს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც საჭიროდ ჩათვალეს, გვერდით დადგომოდნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს.

“მინდა, რომ მათ იცხოვრონ ისე, როგორც მე ვცხოვრობ _ ადამიანთან, რომელიც მიყვარს”, _ ციტირებს Delfi სოციალ-დემოკრატ გინტაუტას პალუტკასის სიტყვებს. მან განაცხადა, რომ აღლუმზე მივიდა თავისი მეგობრებისა და ნაცნობების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად.

პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ლგბტ-თემის აღლუმმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. ვილნიუსის მოქალაქეებს პოლიციისთვის საჩივრით არ მიუმართავთ.

“ბალტიისპირეთში ასეთი ღონისძიებები წელიწადში ერთხელ იმართება _ ყოველწლიურად მორიგეობით ერთ რომელიმე ქვეყანაში. შარშან მსვლელობა რიგაში ჩატარდა, მონაწილეობდა 8 ათასზე მეტი ადამიანი”, _ აზუსტებს Delfi.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამიერკავკასიაშიც გადმოვიღოთ ბალტიისპირელთა ეს ტრადიცია და ყოველ წელს ჩავატაროთ პედერასტების აღლუმები თბილისში, ბაქოში, ერევანში?

არა! მეც მანდა ვარ!

ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირსა და ნატოში მიგვიღებენ თბილისის, ბაქოსა და ერევნის თავზე ლგბტ-თემის დროშის აფრიალების გარეშე?

არა! მეც მანდა ვარ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here