Home ახალი ამბები საქართველო ვეტინგის რეიტინგი

ვეტინგის რეიტინგი

355

შემოვარდება რომელიღაც  უცხო სიტყვა საქართველოში, აგვირევს თავგზას და გაუჩინარდება ისე, თითქოს არასოდეს გაგვეგონოს. მაგალითად: კლასტერი, ბუსტერდოზა, ნარატივი, მასკერი, მასოფერი, კოაბიტაცია და .. ახლა ტინგის  (Vetting – ვეტინგი ინგლისური სიტყვაა და თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებას ნიშნავს)  შემოტევა გვაქვს: ვეტინგი, ვეტინგი,“- გაიძახიან დღესმოდით, ვნახოთ, ვინ ითხოვს ვეტინგს და რა შეიძლება მოგვიტანოს ამ ყოველივემ.

„დავიწყოთ იმით, რომ ვეტინგით დაინტერესებულია ყველა ის რადიკალური ჯგუფი, რომლებსაც, ასე ვთქვათ, კუდები აქვთ გადაბმული უცხოელ პატრონებთან და ამჯერად სწორედ ეს ყბადაღებული ვეტინგი მიაჩნიათ თავიანთი ხელმოცარულობის გამომსწორებლად. ასევე ვნახოთ, რა არის სინამდვილეში ეს ვეტინგი: ეს არის  საჯარო მოხელეების, მოსამართლეებისა და პროკურორების შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ფასდება დაკავებულ თანამდებობასთან მათი შესაბამისობა,  შემდეგ კი მათი განთავისუფლებაა შესაძლებელი. საინტერესოა ის, რომ ამას რეალურად განახორციელებენ და გააკონტროლებენ უცხოელები!” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი. „დიახ, დიახ, შენს ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტის მიღწევას თაობები შეეწირნენ, უცხოელები გადაწყვეტენ, ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ პროკურორი! მაშ, სად არის სასამართლოს დამოუკიდებლობა? ან როგორ უნდა აშენო სამართლებრივი სახელმწიფო, როდესაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება შენთან თანამდებობის პირი? მაშინ საერთოდ რატომ ატარებ არჩევნებს, რატომ აძლევ ხმას შენთვის სასურველ პარტიას, რომელსაც ენდობი  ქვეყნის მართვაში, თუკი ასე მარტივად შეიძლება ვიღაცამ დაგილაგოს ყველაფერი?! ბარემ პირდაპირ დაგვინიშნონ პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები, საჯარო მოხელეები”, – განაგრძობს ლევან ნიკოლეიშვილი.

სამშობლოს ბედზე დაფიქრებული ადამიანის  წუხილია ეს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ის ითვლება სწორად, რაც დასავლურია, ყველაფერი ის კი, რაც არადასავლურია ან დასავლეთის ინტერესებში არ შედის, არასწორადაა მიჩნეული.

ჩვენ გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე. მათ შორის სასამართლოზე. .. ვეტინგის შესახებ  ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი. ვეტინგი, თავისი არსით, არა მხოლოდ მოქმედ კონსტიტუციას, არამედ კონსტიტუციის სულისკვეთებასაც კი ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის, არ არსებობს არგუმენტები, ფაქტები. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე არის მკაფიო. ტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი,” – განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დააკვირდით, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. საქართველოში ვიღაცას ჰყოფნის თავხედობა საკითხის დასაყენებლად, რომ მოსამართლეები და სასამართლო გარედან (დასავლეთიდან) გაკონტროლდეს. შეურაცხმყოფელი ვითარებაა. დასავლეთი არა მხოლოდ გვთავაზობს, რომ სასამართლოს თვითონ გააკონტროლებს, არამედ წინასწარ  შექმნა ის ჯგუფები, რომლებიც ამ იდეას აიტაცებენ და საზოგადოებას თავს მოახვევენ. ადამიანებს, რომლებიც ამ აზრს ავრცელებენ, არ რცხვენიათ საკუთარი პოზიციისა და ქმედების გამო, რადგან საზოგადოებრივი ატმოსფერო ისეთია, რომ ეს დასაძრახად არ ითვლება. მთავარია, ესა თუ ის ადამიანი ე.წ. პროდასავლურ მიმართულებას იყო ამოფარებული და, თუ გინდა, მთლიანად გადამთიელს ჩააბაროს ქვეყნის ბედი, ამის გამო წუნს ვერავინ დასდებს. არსებობს ასეთი სიტყვა – მონუსხვა, რომელიც ადამიანის მოჯადოებას, ანუ გარედან მის ცნობიერებაზე დამთრგუნავ ზემოქმედებას, ფსიქიკაზე გავლენის მოპოვებას, საბოლოო ჯამში კი, კრიტიკული აზროვნების მოშლასა და წართმევას ნიშნავს. დღეს ჩვენ ასე და ამგვარად მონუსხული ნაწილი გვყავს საზოგადოებისა, რომელიც ვეტინგს კი არ აღუდგება, მიესალმება; კი არ ითაკილებს, მოიწონებს; კი არ იუკადრისებს, იამაყებს. მონის ყველაზე დაცემული სახეობაა ეს – კმაყოფილი მონა. იგი ვერც ხვდება თავისი მდგომარეობის სიმძიმესა და უნუგეშობას, რადგან მისი მარტივი ფილოსოფია  მხოლოდ ერთ რამეს კარნახობს: რაც დასავლეთთან გვაახლოვებს, ყველაფერი კარგია. ეს მონუსხული ცნობიერება აღიარებს და ელტვის დასავლეთს, დანარჩენი მხარეები კი ისე არ აინტერესებს, უფრო ზუსტად, ისე სძულს, რომ მათ ერთმანეთისგან ვერც განასხვავებს და ერთ ტომარაში ყრის. ასე იყოფა მისთვის პლანეტა ორ საპირისპირო პოლუსად:  მისაღებ დასავლეთად და მიუღებელ არადასავლეთად. საზოგადოების ამ ნაწილისთვის ერთნაირად მისაღებია საქართველოს მიმართ უსამართლო გამოხდომებით ცნობილი ზელენსკიც, დამნაშავე ადეიშვილის სტუმრად მიმღები გერმანიაც, ჯარისთვის მოპარული თანხებით გამდიდრებული კეზერაშვილისთვის თავშესაფრის მიმცემი ევროპაც და ეს თავსმოხვეული ვეტინგიც, ვინაიდან ყოველივე ამის უკან დასავლეთი განიხილება. აი, მაგალითად, როგორ მსჯელობს სალომე სამადაშვილი: „ვეტინგის მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან უკავშირდება იმას, რომ ყველა ქვეყანას, რომლებიც გამოდიან ამ უმძიმესი კომუნისტური მემკვიდრეობიდან, სასამართლო სისტემის რეფორმის ერთნაირი გამოწვევა აქვს. ვეტინგი არის ძალიან ეფექტიანი საშუალება, რომ წინ წახვიდე შესაბამისი რეფორმის გზაზე. ვეტინგს სთხოვენ მოლდოვას. ვეტინგის მოთხოვნა იყო ასევე უკრაინის მიმართაც, ეს არის სტანდარტული მოთხოვნა”. სამადაშვილის აზრით, დაუშვებელია, რომ ევროპას რამეში შევეწინააღმდეგოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი აშკარად მიუღებელ და შეურაცხმყოფელ წინადადებებს გვთავაზობენ: „ისინი, ვინც ხალხს ატყუებს, ევროკავშირში გაწევრება მინდაო, როგორ აპირებენ, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირმა ჩვენთან, თუ ევროკავშირის მოთხოვნებს იგნორირებას უკეთებენ. ეს ხომ შეუძლებელია.” ამ ქალბატონს (დასავლეთის „მეხუთე კოლონის” წარმომადგენელს) დაშვებაც კი არ შეუძლია, რომ ვინმე ევროკავშირის მოთხოვნას შეეწინააღმდეგოს. ამ მოწამლული პოლიტიკური ატმოსფეროს მიუხედავად, ვეტინგი ვერ იქნება რეიტინგული, ვინაიდან იგი საფუძველშივე შეუთავსებელია ეროვნულ იდენტობასთან, თავისუფლებასა და ღირსებასთან.

ვალერი კვარაცხელია

P.S. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ ამ გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. საქმე ისაა, რომ პუტინის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კურსს არამხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიოში აქვს უზარმაზარი მხარდაჭერა. ეს კურსი ჟურნალისტ ევგენი კისელიოვთან საუბრისას პუტინმა სამ სიტყვაში ჩაატია: „ვამპირთა მეჯლისი მთავრდება!” მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ვამპირებს ჰყავთ ხელში მომწყვდეული და სისხლს სწოვენ. დასავლური ბინძური პოლიტიკის მიერ დაკანონებული უსამართლობისა და ძალმომრეობის ქვეშ გმინავენ ხალხები და სახელმწიფოები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისინი ძალიან ახლოს იყვნენ საბოლოო გამარჯვებასთან, მაგრამ 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტად არჩეულმა პუტინმა თითქმის დაჩოქებული სახელმწიფო თანდათანობით ფეხზე წამოაყენა და ერთპოლუსიანი მსოფლიო დიქტატის ნაცვლად მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შენების იდეა წამოაყენა. იმხანად  ეს დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ დღეს ყველა ხედავს, რომ ამერიკული ჯოჯოხეთის იმპერია დაღმა მიექანება, ანუ, როგორც პუტინმა განაცხადა,  ვამპირთა მეჯლისი მთავრდება!

2024 წლის 17 მარტს რუსეთის ამომრჩეველთა თითქმის 90-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გამორჩეულ ლიდერს, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწე ვლადიმერ პუტინს. ერთი მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი ხალხი, აშშის, ევროკავშირის, ნატოს და მათ მიტმასნილ სახელმწიფოთა მთელი ჯგუფის ვერაგული თავდასხმის მიუხედავად, რომლებსაც უძლიერესი იდეოლოგიური და ინფორმაციული იერიში მიაქვთ მის ეროვნულ ცნობიერებაზე, გასაოცარ პოლიტიკურ სიმწიფ ავლენს. მეორე მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინს კიდევ ექვსწლიანი ვადა ეძლევა არამხოლოდ რუსულ, არამედ მსოფლიო სარბიელზე მოღვაწეობისთვის. ეს იმის საწინდარია, რომ უკვე ჩიხში შესული დასავლური ბოროტება ისევე დამარცხდება, როგორც მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა და განადგურდა. ფინელმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ კოსტი ეისკანენმა განაცხადა, რომარჩევნებში პუტინის გამარჯვება უკრაინასა და მთელ ევროპაში მომძლავრებულ ფაშიზმთან ეფექტიანი ბრძოლის გაგრძელების გარანტიას ქმნის. ადამიანებს სურთ, იხილონ ძლიერი რუსეთი. ეს ჩანდა ჰელსინკში, სადაც შედეგების გამოცხადებისას, მიუხედავად მოსალოდნელი პროვოკაციებისა, რუსულად ულოცავდნენ ერთმანეთს, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და არ ეშინოდათ პროვოკაციების. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ პუტინს შეუძლია ალაგმოს ის ფაშიზმი, რომელიც მოედო უკრაინას და ევროპას.

გულწრფელად ვულოცავ ვლადიმერ პუტინს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და ვუსურვებ,  ბოლომდე ღირსეულად მიეყვანოს მის მიერვე ხატოვნად გაცხადებული დიდი მიზანი –  მსოფლიო ვამპირთა მეჯლისის დასასრული და აღსასრული!

ვ. კ.

                                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here