Home ახალი ამბები საქართველო ვაჟკაცური საქციელი 9 მაისის წინ – სრული მხარდაჭერა ვასილ გოგალაძეს!

ვაჟკაცური საქციელი 9 მაისის წინ – სრული მხარდაჭერა ვასილ გოგალაძეს!

224

ვლადიმერ ზელენსკიმ 9 მაისი თავის მიერვე გაუბედურებულ ე. წ. უკრაინაში “ევროპის დღედ” გამოაცხადა. გაირკვა, რომ საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ-დანიშნული სალომე ზურაბის იდეა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის გადაკეთებასთან დაკავშირებით, მთლად სალომე ზურაბის იდეა არ ყოფილა.

საქმე გვაქვს ბინძურ ალიანსთან, რომელიც მიზნად ისახავს 9 მაისის შინაარსის გაბიაბრუებას, დიდი სამამულო ომის ხსოვნის საბოლოოდ მოსპობას, ფაშიზმის რეანიმაციას.

ამ გეგმებს საქართველოში ერთი ხელის მოსმით ანგრევს ვასილ გოგალაძე, თავისი ვაჟკაცური საქციელით. ვგონებ, უკვე ყველამ გაიგო, რომ მან, ვაკის პარკში ანუ იქ, სადაც უცნობი ჯარისკაცი ასვენია და მისი საფლავი ნაგავშია მიგდებული, ჩამოგლიჯა ფლაგშტოკზე “ამაყად” მოფრიალე უყრაინული დროშა და პარკის სტუმარი ბავშვების მზერას მოაშორა ეს ტილო.

თავისთავად, დროშის ჩამოხევა დიდი არაფერია, რომ არა საქართველოს გაუკუღმართებული დღევანდელობა, აბსურდული რეალობა. მტრული კვაზისახელმწიფო უყრაინა ებრძვის საქართველოს, მის ომში ჩათრევას და სრულ დანგრევას ცდილობს (როგორც თავად არის დანგრეული), ამ დროს კი, საქართველოს ხელისუფლების ნებართვით, მთელი ქვეყანა ამ კვაზისახელმწიფოს დროშის ფერებშია გათხიპნული.

გათავხედებული “ნაცები” და მათი დამქაშები დაუსჯელად დაპარპაშებენ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე არღვევენ კანონებს და თუ პოლიციას ბენზინს არ გადაასხამენ და ცეცხლს არ წაუკიდებენ, ისე მათ არც აკავებენ. დღეს 5-წლიანი პატიმრობის ვადა ძალაში დაუტოვეს ლგბტ-ის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს. ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არც ის იქნება, ვასილ გოგალაძეს რომ მიადგნენ უყრაინის ელჩის ბრძანების შესასრულებლად – ამ ფაშისტური კვაზისახელმწიფოს სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის პასუხის მოსათხოვად.

ამიტომ, ვასილ გოგალაძის ქმედება არასტანდარტული, ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯია. ყველა ქართველი გვერდში უნდა დაუდგეს ამ ადამიანს, რომლის წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია უკვე გააჩაღა ბინძურმა, მოსყიდულმა მასმედიამ. გოგალაძემ, ფაქტობრივად, ჩაფუშა სალომე ზურაბის გეგმები, რომ მომხდარიყო საქართველოს საცხრამაისო “უკრაინიზაცია”. ამ გეგმის გადაწევა გახდა საჭირო, სრულიად მოულოდნელად.

იმედია, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და მისგან მხარდაჭერას ვინ ელის, მაგრამ, ხელს მაინც არ შეუშლის ვასილ გოგალაძეს. ხელისუფლებამ უნდა დააფასოს ასეთი ცალკეული პატრიოტების მამაცური ნაბიჯები, რაც ისევ ამ უნიათო ხელისუფლებას გაუხანგრძლივებს არსებობას.

თუმცა, ჩემთვის ცნობილი გახდა ახლა, რომ ვასილ გოგალაძეს ადმინისტრაციულ ჯარიმას გამოუწერენ. საინტერესოა, რა პასუხი აქვს ამაზე პრემიერ ღარიბაშვილს, ან თბილისის მერ კალაძეს, რომლებსაც უპირისპირდება ზელენსკის რეჟიმი. ალბათ ახლაც პირში წყალს ჩაიგუბებენ – უყრაინის ხელისუფლებას წინ აღუდგებიან… უყრაინული დროშით!

აი ეს არის ის გაუკუღმართებული ვითარება, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.

ქვემოთ კი, წარმოგიდგენთ შესაბამის ვიდეომასალას.

https://ge.news-front.info/2023/05/08/vazhkatsuri-saqtsieli-9-maisis-tsin-sruli-mkhardatchera-vasil-gogaladzes/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here