Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე სროლის შედეგად სულ მცირე ექვსი დაიღუპა, თავდამსხმელი ვერ...

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე სროლის შედეგად სულ მცირე ექვსი დაიღუპა, თავდამსხმელი ვერ იპოვეს

177
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე სროლის შედეგად სულ მცირე ექვსი დაიღუპა, თავდამსხმელი ვერ იპოვეს

ჩიკაგოს ოფიციალურმა პირებმა პრესკონფერენციაზე დაადასტურეს, რომ დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე სროლის შედეგად, ჩიკაგოს პრესტიჟულ გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, 6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. დანაშაულის ადგილზე თოფი იპოვეს.

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელმა სახურავიდან გახსნა ცეცხლი.

პოლიცია თვლის, რომ მსროლელი მარტო იყო და მიტოვებული თოფის მიუხედავად, ის სავარაუდოდ ისევ შეიარაღებული და საშიშია. პოლიციის უფროსის კრის ო’ნილის თქმით, ეჭვმიტანილი, თვითმხილველთა აღწერილობების საფუძველზე, არის თეთრკანიანი მამაკაცი, რომელსაც თეთრი ან ცისფერი მაისური აცვია. ამჟამად მასზე ძებნა მიმდინარეობს.

„სამართალდამცავი ორგანოები დაკავებული არიან დამნაშავის ძებნით, დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილია ნივთმტკიცებულება ცეცხლსასროლი იარაღის სახით“, – ნათქვამია ჰაილენდ პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე. „პოლიციის უამრავი თანამშრომელი მივიდა შემთხვევის ადგილზე და გადაკეტა ჰაილენდ პარკის პერიმეტრი“.

აღლუმი, ფაქტობრივად, დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ შეწყდა, როდესაც რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.

„მე გავიგონე 20-დან 25-მდე გასროლა ერთმანეთის მიყოლებით, ასე რომ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც პისტოლეტი, ასევე შაშხანა“, – განუცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა Chicago Sun-Times-ს.

”მან ისევ დაიწყო სროლა ჩვენს მარცხნივ და ერთ-ერთი ქალი დაეცა”, – განუცხადა WGN-ს სხვა მოწმემ, სახელად მაიკლმა.

ქალაქის ოფიციალური პირების თქმით, სიტუაცია კვლავ ვითარდება, ამიტომ აღლუმზე მისულებს ურჩევენ თავშესაფარი მოძებნონ.

თავის მხრივ, ჰაილენდ პარკის მერმა განაცხადა, რომ აღლუმი გაუქმდა და დამსწრე საზოგადოებას სახიფათო ზონის დატოვებისკენ მოუწოდა.

NorthShore Highland Park-ის საავადმყოფოს წარმომადგენლის ჯიმ ენტონის თქმით, საერთო ჯამში 31 ადამიანი დაშავდა.

“აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მოიყვანეს, დანარჩენებმა ტრავმა აღლუმზე შექმნილი პანიკისა და ჭყლეტის დროს მიიღეს”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

„ჩვენი საზოგადოება შეძრწუნებულია ძალადობის ამ აქტით, რომელმაც შოკში ჩაგვაგდო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჰაილენდ პარკის მერმა ნენსი როტერინგმა პრესკონფერენციაზე. „ჩვენ გულწრფელად ვუთანაგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს ამ რთულ დროს“.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე სროლის შედეგად სულ მცირე ექვსი დაიღუპა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here