Home ახალი ამბები მსოფლიო უნგრეთი მზად არის უკრაინაში ჯარის შესაყვანად

უნგრეთი მზად არის უკრაინაში ჯარის შესაყვანად

430

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უნგრეთი მზად არის უკრაინაში ჯარის შესაყვანად, რომელიც განლაგდება ამიერკარპატებში. ეს ნატოს წევრი ქვეყნის პირველი ოფიციალური განცხადებაა უკრაინაში ჯარის შეყვანის განზრახვაზე, _ წერს  avia.pro.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ  უკრაინელი სამხედროების დასავლეთის მიმართულებით თანდათან განდევნის გამო უნგრეთმა შესაძლო სცენარი მოამზადა ჯარის უკრაინაში შეყვანის შესახებ და თითქოს ეს განპირობებულია ამიერკარპატებში მცხოვრები უნგრელების დაცვით. “ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ომის რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებით, რათა აღმოსავლეთში მალე დამყარდეს მშვიდობა.  მაშინ ჩვენ თავიდან ავიცილებთ სახიფათო სცენარებს, რომლებიც მომზადებული გვაქვს ამიერკარპატებში მცხოვრები 150 ათასი უნგრელის გადასარჩენად. მეორე მხრივ, ჩვენს ინტერესებშია, განზე ვიყოთ ამ კონფლიქტისგან და მინიმუმამდე დავიყვანოთ საომარი ვითარების შექმნის შანსი. უნგრეთსა და უკრაინას შორის ვითარება თავიდანვე დაძაბული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაიწყო კონფლიქტი, ჩვენ დავხურეთ საქმეები, რომლებიც დაძაბულობას იწვევს”, _ განაცხადა პეტერ სიიარტომ.

დღეს დასავლეთის მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდება, უკრაინისთვის არა მხოლოდ შეიარაღების მიწოდების, არამედ იქ სამშვიდობო ძალების სახით სამხედროების შეყვანის შესახებ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here