Home ახალი ამბები საქართველო უმამოდ  ჩასახულნი და უდედოდ გაჩენილნი

უმამოდ  ჩასახულნი და უდედოდ გაჩენილნი

უნგრეთში ჩადენილი ქართული გმირობა

627
უმამოდ ჩასახულნი და უდედოდ გაჩენილნი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ ბუდაპეშტის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე რევოლუციური ეფექტი იქონია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც.

ევროპელი სოციალისტების პარტიამ აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ღარიბაშვილმა ამ ფორუმზე ორბანს „რეკლამა გაუწია” და ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერმინისტრს ევროპის ჭეშმარიტი დამცველი უწოდა. „პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია. ამით ის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებებს უპირისპირდება. PES-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს „ქართული ოცნების” სტატუსი პარტიაში. როგორც ცხადი შეიქნა, ეს აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ”, – განაცხადა PES-ის ვიცეპრეზიდენტმა კეტი პირიმ.

საქართველოში მოქმედმა დასავლეთის “მეხუთე კოლონამ” კი ამ გამოსვლის გამო პრემიერმინისტრი მწვავედ გააკრიტიკა. მისი  მტკიცებით, ღარიბაშვილის გზავნილები „ფსევდორელიგიური და ყალბი იყო“.

მაინც რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი, რის გამოც საზოგადოება შინ თუ გარეთ ასე შეშფოთდა? აი, რა განცხადებით დაიწყო ბუდაპეშტში გამოსვლა საქართველოს მთავრობის მეთაურმა: ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, მაგრამ, როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად“.

რამე არის ამ ნათქვამში მიუღებელი და საკამათო? ქართულად მოაზროვნე ქართველებისთვის ამ ნათქვამში მიუღებელი არაფერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს აბსოლუტურად სწორი პოზიცია დასავლეთიდან წამოსულ ღირებულებებსა  და  სენტენციებთან  შეუთავსებელია. რუსი აკადემიკოსი ბორის ბიმბადი აღნიშნავდა: “მოდერნის ეპოქის ადამიანი სულ უფრო ეგოისტი ხდება და სულ უფრო ნაკლებად ეტევა სოციალური ჯგუფების პარადიგმაში – გნებავთ, ერის დონეზე, გნებავთ, მცირე სოციალური ჯგუფების დონეზე, გნებავთ, თვით ოჯახის დონეზე”. ე.წ. მოდერნის ეპოქისთვის დამახასიათებელი ეს დრამატული ტრანსფორმაცია ადამიანის არსისა და დანიშნულებისა თანამედროვე აგრესიულმა ლიბერალიზმმა ტრაგიზმში გადაზარდა და ოჯახს, როგორც სოციუმის საფუძველთა საფუძველს, ნამდვილი ომი გამოუცხადა. ამ დროს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი  სწორედ იმ ევროპას, რომელსაც ოჯახისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების პირველი ბაცილა გაჩნდა, პირდაპირ ეუბნება, თავგანწირულად ვიბრძვით ოჯახების დასაცავადო. ევროპაში, სადაც ღმერთს საბოლოოდ აუჯანყდნენ და ერთი და იმავე სქესის  პირთა ქორწინების პროპაგანდის წუმპეში იხრჩობიან, ოჯახის ასეთი გაღმერთება მოეწონებათ? ცხადია, არ მოეწონებათ!

ირაკლი ღარიბაშვილმა კი, თავის გამოსვლაში ოჯახი მართლაც გააღმერთა: “ბატონმა ორბანმა იხუმრა, რომ უნგრეთი არ არის სუპერძალა, კიდევ უფრო პატარა საქართველოს, მით უმეტეს, არასდროს ჰქონია ასეთი ამბიცია,  მაგრამ მაინც  ჩვენ ვფლობთ სუპერძალასეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები“.

ეს განცხადება სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ევროპაშიც და საქართველოშიც ტრადიციულ ღირებულებებთან მებრძოლ ანტიქრისტეს მოციქულებს თავში ხელები წაეშინათ და ლოყები დაეხოკათ, მაგრამ ღარიბაშვილმა მათ ეს ნათქვამი როდი აკმარა. მან სათქმელი გაცილებით მაღალ რეგისტრში აიყვანა: როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევითლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით  სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთ წოდებულისიახლეებისიძულებით, რომლეიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ისეთი ადამიანის მართვა, რომელმა დაივიწყა  საკუთარი ისტორია და რწმენაუფესვებო ადამიანის მართვა ადვილია“.

ამ ნათქვამით ირაკლი ღარიბაშვილმა არამხოლოდ გაშიფრა დასავლური სენტენციების არსი, არამედ ნიღაბი ჩამოჰგლიჯა მათ პოლიტიკასა და იდეოლოგიას, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში  დაუპირისპირდა ღმერთს და სატანური ხასიათი მიიღო.

ირაკლი ღარიბაშვილმა მათი სტრატეგიული მიზნების მხილების პარალელურად მოქმედების ტაქტიკაც ამხილა: “ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას მონობის სახელით, არამედ – ცრუ თავისუფლების; არავინ უპირისპირდება სიმართლეს სიცრუის სახელით, არამედ – ყალბი სიმართლის სახელით”.

საქართველოს მთავრობის ამ პოზიციას მე უკვე ვუწოდე რევოლუციური. დღეს მინდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ გამოსვლას გმირული საქციელი ვუწოდო. მთავრობასთან საკამათოს ყოველთვის გამოვნახავთ, მაგრამ, როდესაც ეროვნული ინტერესების დაცვისთვის აშკარა თავგანწირვას ვხედავთ, კრიტიკული პათოსით თავისმოწონების პოზა გვერდზე უნდა გადავდოთ და საქციელი სწორად შევაფასოთ.  ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში გააკეთა, გმირობაა: ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი ქალსა და მამაკაც  ერთობაა; დედა  ქალია, მამა კიკაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს,  რომელმა მხარი დაუჭირა ჩემს 2014 წლის ინიციატივას,  რომლის შედეგადაც ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია. ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ,  ოჯახურ ღირებულებებს იზიარებს. ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს,  ჩვენი შვილები აღვზარდოთ.  მე ოთხი შვილის მამა გახლავარ და, ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს, ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებებზე აღიზარდონ;  ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა.

ეს უსერიოზულესი განაცხადია, ვინაიდან ანგრევს დასავლეთიდან წამოსულ იმ სატანურ იდეოლოგიას, რომლის მიხედვით თავისუფლება აღვირახსნილობით, ტოლერანტობა გარყვნილებით, ზნეობა კი ცხოველური ინსტინქტებით უნდა შეიცვალოს.

საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიცია შეუვალია: ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ, როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას,  ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას  უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები,  ომლები  ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია  ეფუძნება.

როგორი ღვთისპირიდან გადავარდნილი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამის  მთქმელი გააკრიტიკოს. ეს ხომ ყველაზე ადამიანური და, ამასთანავე, ყველაზე ამაღლებული პოზიციაა. ეს, თუ გნებავთ, ყველაზე დემოკრატიული პოზიციაცაა, მაგრამ დასავლეთს არაფერი აკავშირებს დემოკრატიასთან, ვინაიდან იგი, დიდი ხანია,  მოწყდა ხალხს. დასავლეთი სატანის მიერ არის შეპყრობილი.

ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში,ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.  ამ ურთულეს დროში,  მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა,  ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში.  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში.

ეს ფაქტია და ის, რამდენიც უნდა იყაყანოს დასავლეთის “მეხუთე კოლონამ” და რამდენიც უნდა იბრძოლოს რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად, არ შეიცვლება. ტყუილად ჰგონიათ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური ამ განცხადებებით ევროპასა და დასავლეთს ემიჯნება. არავითარ შემთხვევაში! ირაკლი ღარიბაშვილი უგუნურებასა და უზნეობას ემიჯნება, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდის იგიდასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან.  ეს არის კაცური პოზიცია და ქართული პოზიციაც ეს არის.  ეს არის ალტერნატივა არაკაცობისა და არაქართველობისა,  რომელიც ალეგორიულად, თვითონ, თავიანთი პირით,  ასე ჩამოაყალიბეს:დასავლეთი თუ გვიბრძანებს,  ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ!

საქართველოს პრემიერმინისტრი თამამად აცხადებს: დღეს ჩვენ ევროპისაგან ველით შორსმჭვრეტელურ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე. ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება.  კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო:  საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!

ევროპამ მისი ოჯახის წევრად რომ მიგვიღოს, ამისთვის, ჩვენი გადაკეთება კი არა, ჩვენი დანახვა, ჩვენი შეცნობა და ჩვენი აღიარებაა საჭირო:

*  საქართველომ, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე, შვა რუსთაველი, რომლის უკვდავი ზოგადსაკაცობრიო შედევრი, როგორც აღმოსავლური რენესანსის უბადლო ქმნილება, საუკუნეებით უსწრებდა დასავლურ რენესანსს;

* საქართველომ, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე, შვა ტოლერანტობის, კაცთმოყვარეობისა და ქრისტიანული ჰუმანიზმის ის მოდელი, რომელიცვეფხვისა და მოყმის ბალადაშიგასაოცარი მხატვრული სიმაღლითაა გადმოცემული;

* საქართველომ, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე, შვა სტალინი,  რომლის გენიამ კაცობრიობა დასავლური ცხოვრების წესში აღმოცენებული მსოფლიო ჭირისგან იხსნა.

საქართველოს გადასაკეთებელი არაფერი სჭირს. საქართველოს რამე თუ სჭირს, დასავლეთის მიერ მისი გადაკეთების მცდელობისგან მიყენებული ზიანია; საქართველოს თუ რამე სჭირს, დასავლეთიდან შემოგზავნილი სატანის ნამოქმედარია, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბუდაპეშტში გამოხატული ეროვნული, მაღალზნეობრივი, ჰუმანური და ზოგადსაკაცობრიო სულისკვეთების გამო აკრიტიკებს და უსინდისოდ ქირქილებს. სატანისტების არგუმენტი ასეთია: “პუტინმა თქვა, რომ სანამ ის არის პრეზიდენტი, “რუსეთში არ იქნება მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორი. დედა იქნება დედა, მამა იქნება მამა!” ღარიბაშვილიც ამას იმეორებს”. არა, ბატონებო, არც პუტინი და არც ღარიბაშვილი არაფერს იმეორებენ, ისინი ამბობენ იმას, რაც ჭეშმარიტია, რაც ღმერთსა და ბუნებას დაუწესებია და რომელი წესითაც კაცობრიობა აქამდე მოსულა! დედაშვილობისა და მამაშვილობის მადლს მხოლოდ ის შეიძლება ებრძოდეს, ვინც შეცდომას კი არ უშვებს,  თავად არის ბუნების შეცდომა; ვინც,  თუ შეიძლება ასე გამოიხატოს,  უმამოდ ჩასახულა და უდედოდ გაჩენილა.

ვალერი კვარაცხელია                                                                                       

P.S. დიდი სამამულო ომის ქართველ ვეტერანებს ვულოცავ 9 მაისსფაშიზმზე გამარჯვების 78- წლისთავს.  მათ,  სტალინის მეთაურობით, კაცობრიობა არამხოლოდ ფიზიკური განადგურებისგან, არამედ იმ სულიერი გარყვნა გადაგვარებისგანაც იხსნეს, რომელიც დასავლეთიდან ნიაღვრად წამოვიდოდა, რომ არა ის შემაკავებელი უმტკიცესი ჯებირი, საბჭოთა ხალხმა მათ წინაშე რომ აღმართა.

დღეს, სამწუხაროდ, აღარც საბჭოთა კავშირი არსებობს, აღარც სოციალისტური სისტემა და აღარც ის შემაკავებელი ჯებირი. ამიტომაც ლამის წაგვლეკოს დასავლეთის ბინძურმა  ნიაღვარმა, მაგრამ არსებობენ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი გმირები, რომლებიც თავგანწირული ქმედებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომავალი თაობები იხსნან დასავლური ხრწნისგან და სულიერი დეგრადაციისგან. ამგვარი გმირების ირგვლივ კონსოლიდაციის შემთხვევაში ხალხი ისევე ვიზეიმებთ გამარჯვებას,  როგორც შორეულ 1945 წლის 9 მაისს იზეიმა.

ვ.კ.                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here