Home ახალი ამბები საქართველო უკრაინული “ობშჩიაკი” და პუტინის რამდენიმე გზავნილი  ზელენსკისთან პანაშვიდზე მისულ ბაიდენს

უკრაინული “ობშჩიაკი” და პუტინის რამდენიმე გზავნილი  ზელენსკისთან პანაშვიდზე მისულ ბაიდენს

ბაიდენის სიცოცხლეს ამერიკა და თეთრი სახლის ადმინისტრაცია არ უფრთხილდებიან ისე, როგორც რუსეთი და კრემლი

715

აშშის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 20 თებერვალს კიევს ეწვია. ზელენსკის გამხნევება სჭირდება. ნეოფაშისტი ზელენსკი, რა თქმა უნდა, ხვდება, რომ საშინელი ფინალი (საშინელი სამსჯავრო) ახლოვდება. მას გული იმასაც უგრძნობს, რომ ღმერთის წინაშე  წარდგომამდე სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს, ამიტომ ღობეყორეს აწყდება და ცდილობსარც ადამიანის  და არც უფლის სამსჯავროს წინაშე მარტო არ დარჩეს. იგი ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების საშინელ დანაშაულში ითრევს.

მძიმე დღეში ჩავარდნილ ზელენსკის მოულოდნელად პრეზიდენტი ბაიდენი ეწვია. მოლიპულ გზაზე შემდგარ ზელენსკის მალამოდ მოეცხო გულზე მისი დიდი მბრძანებლის ეს კეთილშობილური ჟესტი: აშშის პრეზიდენტის ვიზიტი ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინისა და ამერიკის ურთიერთობის მთელ ისტორიაში, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს ყველაზე რთული პერიოდია“. ზელენსკის ბაიდენიც არ ჩამორჩა ცრუ ქათინაურებში: კიევმა ჩემი გულის ნაწილი დაიპყრო.  “მსოფლიოს მბრძანებლის” ამ ნათქვამში სენტიმენტების დოზა, ერთი შეხედვით, დასაშვებზე მეტი იყო, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი კი არა, უკრაინის პანაშვიდზე მისული კაცის გამოსათხოვარი სიტყვები იყო, შესაძლებელია, მასში  ცრემლის ნაკლებობაც კი აღმოვაჩინოთ. ბაიდენმა ამ გულისამაჩუყებელი სიტყვების შემდეგ დამწუხრებული მასპინძლის გამხნევება ზუსტად ისე სცადა, როგორც ამას პანაშვიდზე მისული ახლობლები ჭირისუფლებთან აკეთებენ: წელიწადის გასვლის შემდეგაც კიევი ფეხზე დგას,  უკრაინაც დგას, დემოკრატიაც. ფასი, რომლის გადახდაც უკრაინას მოუწია, ძალიან მაღალია, მსხვერპლიც ძალიან დიდია, მაგრამ ამერიკა დაგეხმარებათ. დაგეხმარებათ იმდენით, რამდენიც საჭირო იქნება. მერე ზელენსკი გვერდზე გაიხმო და, როგორც პანაშვიდებზე ხდება-ხოლმე, ჯიბეში ხუთასი მილიონი დოლარი ჩაუცურა.

– აჰ, არა, როგორ გეკადრებათ, – ყასიდად გაიბრძოლა ზელენსკიმ.

– გამომართვით, ასეთ მოვლენებს ბევრი ხარჯი ახლავს, დაგჭირდებათ, – უპასუხა ხელგაშლილმა სტუმარმა და თანხა უფრო ღრმად ჩააცურა გარეგნულად შეწუხებული, მაგრამ გულის სიღრმეში გახარებული მასპინძლის ჯიბეში, რომელმაც გონებაში უკვე მოასწრო მარტივი მათემატიკური ოპერაციის ჩატარება იმის გასარკვევად,  უკრაინაში მოქმედი კორუფციული სქემის მიხედვით რამდენი შეხვდებოდა პირადად მას ამ სოლიდური თანხიდან.

აჰ, არა, ნუ დაიჯერებთ. ეს ბოლო პასაჟი (ჯიბეში ფულის ჩაცურება) ჩემი მწერლური ფანტაზიის ნაყოფია. სინამდვილეში უფრო ცივილიზებულად (უყვართ ეს სიტყვა დასავლეთში) განხორციელდება ყველაფერი. პრეზიდენტმა თანხა გამოყო, კონგრესი განიხილავს, ბანკი გადარიცხავს. ისევე, როგორც იმ ასორმოცდაათი მილიარდი დოლარის შემთხვევაში მოხდა, რომელიც დასავლეთის ბანკებმა უკრაინის ანგარიშზე უკვე გადარიცხეს, თუმცა  რეალურ ვითარებასა და ჩემ მიერ ჰიპერბოლიზებულად აღწერილ ვითარებას შორის დიდი განსხვავება არ არის. ასე იყო თუ ისე, ზელენსკისა და მისი ბანდის “ობშჩიაკში” სოლიდური თანხა შევიდა, რომლიდანაც წილი, შესაძლებელია, პრეზიდენტ ბაიდენის ჯიბეში თუ არა, მისი გაუმაძღარი შვილის, ჰანტერ ბაიდენის,  ჯიბეშიც აღმოჩნდეს. ფულს ვინ რას გაუგებს, რომელი ჯიბიდან რომელ ჯიბეში გადაინაცვლებს. არა, არა, ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია,  თორემ, ზელენსკი და ბაიდენი ამგვარ წილობანას რომ არ იკადრებენ, მთელმა მსოფლიომ იცის.

გამექცა სიტყვა და ვიჭორავე ზედმეტად. დავანებოთ თავი უკრაინულ “ობშჩიაკსაც” და ბაიდენის კიევურ ვიზიტსაც,  რომლის უფლებაც და უსაფრთხოების გარანტიაც მან კრემლისგან მიიღო. ტყუილად ჩართეს განგაშის სირენები კიევში. ბაიდენმაც და ზელენსკიმაც შესანიშნავად იცოდნენ, რომ სანამ “მსოფლიოს მბრძანებელი” კიევში იმყოფებოდა, უკრაინის ცაზე ჩიტებიც ვერ იფრენდნენ სწორედ კრემლის გადაწყვეტილებითა და მისი პოლიტიკური ნებით. ბაიდენის სიცოცხლეს ამერიკა და თეთრი სახლის ადმინისტრაცია არ უფრთხილდებიან  ისე, როგორც რუსეთი და კრემლი. ისეთი გონებასუსტი პრეზიდენტი, როგორიც ბაიდენია, უდიდესი განძია კრემლისთვის. ბაიდენის უგუნურმა პოლიტიკამ არამხოლოდ უკრაინას გადაუხადა პანაშვიდი, იგი ნატოსა და ევროკავშირის პანაშვიდებსაც გადაიხდის და, თუ მოასწრო, ამერიკულ ჯოჯოხეთის იმპერიასაც წირვას გამოუყვანს. აი, რის გამო უფრთხილდება კრემლი ბაიდენისა და მის თითებზე გამობმული მარიონეტის, ვოლოდიმ ზელენსკის, სიცოცხლეს. ისე, შესაძლებელია, ამერიკის პოლიტიკის გადამკიდე მსოფლიოსაც არ დაადგეს კარგი დღე. ჩემი თუ არ გჯერათ, ექსპრეზიდენტ ტრამპს მაინც დაუჯერეთ, რომელმაც ჩვენზე კარგად იცის ამერიკული ქვესკნელის საიდუმლოებები: მესამე მსოფლიო ომი არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა. ნაბიჯები, რომლესაც მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი დგამს უკრაინაში, შეიძლება შეუგნებლად, მაგრამ მუდმივად გვაახლოვებს მსოფლიო ომთან“.

ბაიდენის ვიზიტის მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ფედერალური საკრებულოს წინაშე მოხსენებით წარდგა. გზავნილები, რომლებიც მისი პირიდან გაისმა, მსოფლიოსკენ იყო მიმართული, მაგრამ, პირველ რიგში, მაინც პრეზიდენტ ბაიდენს ეხებოდა. მისი მოხსენების ძირითადი მახვილები ასეთი იყო: “Начиная с 2014 года Донбасс сражался, отстаивал право жить на своей земле, говорить на родном языке, боролся и не сдавался в условиях блокады и постоянных обстрелов, нескрываемой ненависти со стороны киевского режима, верил и ждал, что Россия придёт на помощь. Между тем – и вы это хорошо знаете – мы делали всё возможное, действительно всё возможное для того, чтобы решить эту проблему мирными средствами, терпеливо вели переговоры о мирном выходе из этого тяжелейшего конфликта. Но за нашей спиной готовился совсем другой сценарий. Обещания западных правителей, их заверения о стремлении к миру на Донбассе обернулись, как мы теперь видим, подлогом, жестокой ложью. Они просто тянули время, занимались крючкотворством, закрывали глаза на политические убийства, на репрессии киевского режима против неугодных, на издевательства над верующими, всё больше поощряли украинских неонацистов на террористические действия на Донбассе. В западных академиях и училищах натаскивали офицерский состав националистических батальонов, поставляли оружие. И хочу особо подчеркнуть, что ещё до начала специальной военной операции велись переговоры Киева с Западом о поставках на Украину и систем ПВО, и боевых самолётов, и другой тяжёлой техники. Помним мы и о потугах киевского режима заполучить ядерное оружие, ведь говорили об этом публично.

ამ ნათქვამში ყოველი სიტყვა სრული სიმართლეა. დასავლეთმა, ერთი მხრივ, მსოფლიოზე ერთპიროვნლი გაბატონების უსაფუძვლოდ ამბიციური გეგმის შესრულება და, მეორე მხრივ, საკუთარი დაუძლეველი კრიზისებისგან თავის დაღწევა რუსეთთან დაპირისპირებით გადაწყვიტა. ამის შესახებ ლაპარაკობს რუსეთის პრეზიდენტი: “Те, кто планировал новую атаку на Донецк, на Донбасс, на Луганск, чётко понимали, что следующая цель – это удар по Крыму и Севастополю, и мы это знали и понимали. А сейчас о таких далеко идущих замыслах в Киеве тоже говорят в открытую – раскрылись, раскрыли то, что мы и так хорошо знали”.

დასავლეთში აღარც მალავენ თავიანთ ბინძურ ჩანაფიქრს. მინსკის შეთანხმების შესრულება გულშიც არ გაგვივლია, დროს ვიგებდით, რომ კიევის რეჟიმის შეიარაღება მოგვესწრო, – უტიფრად აცხადებენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო და გერმანიის ყოფილი კანცლერი მერკელი. ესე იგი, პუტინი მართალს ამბობს. და,  თუ მართალს ამბობს, სწორადაც მოქმედებს. პროცესი, რომლის მოწმენიც ვართ, ახალი არ არის. რუსეთთან დასავლეთის მტრულ დამოკიდებულებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პუტინმა ეს შეახსენა დასავლეთსაც და მსოფლიოსაც: “Напомню, в 30-е годы прошлого века Запад фактически открыл нацистам путь к власти в Германии. А в наше время из Украины они стали делать «анти-Россию». Проект на самом деле неновый. Люди, которые хоть немножко погружаются в историю, знают прекрасно: этот проект уходит корнями ещё в XIX век, его взращивали и в Австро-Венгерской империи, и в Польше, и других странах с одной целью – оторвать эти исторические территории, которые сегодня называются Украиной, от нашей страны. Вот в чём эта цель. Ничего нового нет, никакой новизны, всё повторяют”.

დემოკრატიული დასავლეთი უარს არ ამბობს ფაშისტურ მეთოდებზე, როდესაც საქმე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება: “Недавно одной из бригад вооружённых сил Украины, стыдно сказать, – стыдно нам, им нет, – присвоили наименование «Эдельвейс», как гитлеровской дивизии, которая участвовала в депортации евреев, казнях военнопленных, в карательных операциях против партизан Югославии, Италии, Чехословакии и Греции. У ВСУ и нацгвардии Украины особой популярностью пользуются шевроны  Das reich, «Мёртвая голова», «Галичина», других эсэсовских частей, у которых тоже руки по локоть в крови. На украинскую бронетехнику наносятся опознавательные знаки вермахта нацистской Германии. Неонацисты не скрывают, чьими наследниками они себя считают. Удивительно, что на Западе этого никто из властей предержащих не замечает. Почему? Потому что им, извините за моветон, наплевать. Наплевать, на кого делать ставку в борьбе с нами, в борьбе с Россией. Главное – чтобы воевали против нас, против нашей страны, а значит, можно использовать всех. А мы видели, так и было: и террористов, и неонацистов, хоть чёрта лысого можно использовать, прости Господи, только бы исполняли их волю, служили оружием против России”.

რა ჩანაფიქრი აქვს დასავლეთს და რა პასუხს აძლევს მას პრეზიდენტი პუტინი: “Я не буду сейчас детально останавливаться на попытках Запада переломить ход боевых действий, на их планах по наращиванию военных поставок – всем и так это хорошо известно. Но одно обстоятельство должно быть понятно всем: чем более дальнобойные западные системы будут поступать на Украину, тем дальше мы будем вынуждены отодвигать угрозу от наших границ. Это естественно. Элиты Запада не скрывают своей цели: нанести, – как они говорят, это прямая речь, – «стратегическое поражение России». Что это значит? Для нас что это такое? Это значит покончить с нами раз и навсегда, то есть они намерены перевести локальный конфликт в фазу глобального противостояния. Мы именно так и всё это понимаем и соответствующим образом будем на это реагировать, потому что в этом случае речь идёт уже о существовании нашей страны. Но они также не могут не отдавать себе отчёт в том, что победить Россию на поле боя невозможно”.

პუტინმა უძლიერესი სვლა გააკეთა. ამერიკელები შოკში აღმოჩნდნენ პუტინის განცხადების შემდეგ, რომელიც ასე იყო ჩამოყალიბებული: “Теперь через представителей НАТО подают сигналы, а по сути выдвигают, ультиматум: вы, Россия, выполняйте всё, о чём договорились, в том числе Договор об СНВ, беспрекословно, а мы будем вести себя, как заблагорассудится. Мол, нет никакой связи между проблематикой СНВ и, скажем, конфликтом на Украине, другими враждебными действиями Запада в отношении нашей страны, как и нет громогласных заявлений, что они хотят нанести нам стратегическое поражение. Это или верх лицемерия и цинизма, или верх глупости, но идиотами их не назовёшь – они всё-таки неглупые люди. Нам стратегическое поражение хотят нанести и лезут на наши ядерные объекты. В этой связи вынужден заявить сегодня о том, что Россия приостанавливает своё участие в Договоре о стратегических наступательных вооружениях”.

რუსეთმა თავი გაითავისუფლა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების სფეროში არსებული ხელშეკრულებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებს აქაც ისე დაასწრეს, როგორც უკრაინაში დაგეგმილი ვერაგობის განხორციელებაში დაასწრეს და მთელი გეგმები ჩაუშალეს. ეს ყველაფერი იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომლითაც პუტინმა ფედერალური საკრებულოს წინაშე თავისი მოხსენება დაასრულა: “Россия ответит на любые вызовы, потому что все мы одна страна, один большой и сплочённый народ. Мы уверены в себе, уверены в своих силах. Правда – за нами”.

 ვალერი კვარაცხელია   

                                                                                 

P. S.  პრეზიდენტი  ბაიდენი კიევიდან ვარშავას ესტუმრა და ამერიკაში  გაფრენისას  ერთხელ კიდევ წაიქცა თვითმფრინავის ტრაპზე, მაგრამ ეს უკვე არავის გაკვირვებია, ისე, როგორც მის შუბლზე არსებული კოპი და ჩალურჯება. ბაიდენის ქრონიკული წაქცევები ახლა აშშის პოლიტიკური სიძაბუნის სიმბოლოდ უფრო აღიქმება, ვიდრე ადამიანის ფიზიკურ სისუსტედ.

  ვ.კ.                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here