Home ახალი ამბები საქართველო უკრაინული  “განტევების   ვაცი”

უკრაინული  “განტევების   ვაცი”

ყაიმი უკრაინის ხარჯზე

420

უკრაინის ცხრათვიანმა  ბატალიებმა  შეიძლება  მალე გამოიღო ნაყოფი, რომელსაც სპორტულ ენაზე ყაიმი, სამხედროპოლიტიკურ ენაზე კი ზავი ჰქვია.

უკრაინაში, როგორც ჩანს, ვერც რუსეთი დაამარცხებს კოლექტიურ დასავლეთს და ვერც კოლექტიური დასავლეთი – რუსეთს.  არ ვგულისხმობ ბირთვულ ომს, რადგან ასეთ შემთხვევაში გამარჯვებულისა და დამარცხებულის კატეგორიები საერთოდ არ იარსებებს.

რუსეთი უკვე თანხმობას აცხადებს,  უკრაინასთან მოლაპარაკება აწარმოოს წინაპირობების გარეშე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვი აცხადებს: “Я могу только подтвердить позицию: мы к диалогу открыты, без предварительных условий”. რიაბკოვმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი აქამდეც მზად იყო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ამის უფლება დასავლელმა კურატორებმა არ მისცეს. როგორ განვითარდება მოვლენები ამ თვალსაზრისით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არ იცის: “Что дальше, зависит не от нас. Если Киеву будет приказано из соответствующих столиц, то шансы на такой диалог, наверное, повысятся”.  

რა ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პირით გაცხადებულ ამ პოზიციაში? – ის, რომ რუსეთმა თავი დაანება პრეზიდენტ პუტინის  მიერ ოპერაციის დაწყებამდე გაცხადებულ დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციის გეგმას და გადავიდა იმ ტაქტიკაზე, რომელსაც ჰქვია ,,იქნებ რამე (თუნდაც სახე) მაინც შევინარჩუნო’’, მაგრამ ეს სულაც არ არის იოლი საქმე. რუსეთს თავის შემადგენლობაში უკვე აღიარებული აქვს არამხოლოდ ყირიმი და სევასტოპოლი, არამედ კიდევ ოთხი ოლქი – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის, თუმცა ამ ოთხი ოლქიდან მთლინად ვერც ერთს ვერ აკონტროლებს. როგორ უნდა გადაწყდეს ეს საქმე? ან უკრაინამ უნდა ცნოს ეს ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში, ან რუსეთმა უნდა თქვას უარი ამ ტერიტორიების მიერთების შესახებ გადაწყვეტილებაზე. რიაბკოვი რომ აცხადებს, წინასწარი პირობების გარეშე მზად ვართ მოლაპარაკებისთვისო, ეს საკითხი ხომ აუცილებლად დადგება, ვინაიდან მისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია?! ამიტომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკება ვერ გაიმართება. მოლაპარაკება რუსეთსა და აშშ შორის უნდა გაიმართოს.  ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო,  მაგრამ ამერიკელებმა რუსეთს (უკრაინის ხარჯზე) კბილები მოუსინჯეს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს მაინცდამაინც მყარი კბილები არ აღმოაჩნდა. რუსეთის მიერ თითქმის ცხრა თვის წინათ წამოწყებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ამ ქვეყნის არამხოლოდ არმიაში, არამედ სახელმწიფოსა და მმართველობაში არსებული ბევრი სუსტი მხარე წარმოაჩინა: პირველ რიგში – სახელმწიფოს წინაშე დასმული სამხედრო ამოცანის შეფასების უუნარობა. რუსეთში ვერ გათვალეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის წამოწყება რუსეთს ხანგრძლივი ომის ხაფანგში  შეიტყუებდა, რასაც,  როგორც წესი, სახელმწიფოები ვერ უძლებენ. საბჭოთა კავშირი 1979 წელს ავღანეთთან გრძელვადიან  ომში აღმოჩნდა, რომელიც ათი წლის შემდეგ, 1989 წელს, საბჭოთა ჯარების გამოყვანით დასრულდა. მართალია, საბჭოთა კავშირის მიერ ჯარის გამოყვანა მხოლოდ სამხედრო სფეროში არსებული პრობლემებით არ იყო გამოწვეული, ამ საქმეში მთავარი საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი ღალატი იყო, მაგრამ, ესეც რომ არ ყოფილიყო, ათი წლის განმავლობაში გაჭიანურებული ომი თუნდაც ისეთ უზარმაზარ სახელმწიფოს, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, სასურველ გამარჯვებამდე ვერ მიიყვანდა. კიდევ უფრო ხანგრძლივი გამოდგა აშშის ომი ავღანეთში, რომელიც ოცი წელიწადი (2001-2021 ..) გრძელდებოდა, მაგრამ ამ ომში ამერიკელებმა გამარჯვებას ვერ მიაღწიეს და იქიდან სამარცხვინოდ გაიქცნენ. გაჭიანურებული ომების აბსურდულობის საილუსტრაციოდ სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება.

რაც შეეხება რუსეთის მიერ დაშვებულ შეცდომებს, აქ ორ უმთავრეს მომენტს გამოვყოფ:

1. პუტინის განცხადება, რომ არ გაიმეორებდა სტალინის მიერ დაშვებულ შეცდომას, რომელიც იმაში გამოიხატა, რომ ფაშისტურ გერმანიას პირველმა არ დაარტყა და ჰიტლერს საშუალება მისცა, თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს, იყო უმძიმესი შეცდომა.  პუტინს, რა მძიმე შედეგების მომტანიც უნდა ყოფილიყო, უნდა ეცლია უკრაინისთვის (კოლექტიური დასავლეთისთვის), რომ დონბსის ან სულაც რუსეთის ტერიტორიაზე  ბინძური სამხედრო ოპერაცია წამოეწყოთ. ასეთ შემთხვევაში, როგორი მცდელობაც უნდა ჰქონოდათ, რუსეთს აგრესორის იარლიყს ვერ მიაკრავდნენ. სამწუხაროდ, პუტინი ვერ მოერია სტალინის კრიჭაში დგომის სურვილს და ეს უმძიმესი შეცდომა დაუშვა;

2. რუსეთი უკრაინას დონბასის ტერიტორიიდან ბულდოზერივით კი არ უნდა მისწოლოდა, პირველ რიგში, კიევის ადმინისტრაციული  შენობები უნდა დაებომბა, რათა ფაშისტური ურჩხულისთვის თავი წაეცლია. ოპერაცია უნდა ყოფილიყო იმდენად სწრაფი და ძლიერი, რომ წინააღმდეგობის გამწევი არავინ  დარჩენილიყო. უკრაინის ფაშისტური ბანდის დაქსაქსული ნაწილებისთვის კი ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თვითმობილიზაციის საშუალება არ უნდა დატოვებინათ.

პუტინმა 24 თებერვალს დასავლეთს ასე მიმართა: “Теперь несколько важных, очень важных слов для тех, у кого может возникнуть соблазн со стороны вмешаться в происходящие события. Кто бы ни пытался помешать нам, а тем более создавать угрозы для нашей страны, для нашего народа, должны знать, что ответ России будет незамедлительным и приведёт вас к таким последствиям, с которыми вы в своей истории ещё никогда не сталкивались. Мы готовы к любому развитию событий. Все необходимые в этой связи решения приняты. Надеюсь, что я буду услышан”. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთს პირველ დღესვე, რა თქმა უნდა, არაბირთვული, მაგრამ უახლესი შეიარაღებით ისეთი ვითარება შეექმნა, რომ არც უკრაინელებს და არც კოლექტიურ დასავლეთს ომის გაგრძელების სურვილი აღარ გასჩენოდათ, ტანკებით მიაწვა დონბასის ტერიტორიებს და ხანგრძლივი ომის ჩიხში საკუთარი ნება-სურვილით აღმოჩნდა. რუსეთმა არ დახურა უკრაინის ცა, რუსეთმა არ ააფეთქა უკრაინის  ტერიტორიაზე  შემომავალი ეშელონები, რომლებსაც ნატოს ტექნიკა  შემოჰქონდა;  რუსეთმა კატეგორიულად არ დააყენა საკითხი, რომ უკრაინის შეიარაღება და დაფინანსება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ამან რუსეთი, როგორც ვთქვი, ხანგრძლივი ომის ჭაობში ჩაითრია.

რამდენი უჯდება რუსეთს უკრაინის სამხედრო ოპერაცია დღეში? რუსი ეკონომისტების გათვლით, ეს ციფრი 5-დან 6, 5 მილიონ აშშ დოლარამდეა. გაამრავლეთ ეს ციფრები  24 თებერვლიდან გასული დღეების რაოდენობაზე და მიიღებთ თანხას, რომლის აწევა, თუ ასე გაგრძელდება, რუსეთის ეკონომიკას აშკარად გაუჭირდება. აი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც რუსეთი იძულებულია, უკან დასახევი გზები ეძებოს. სხვათა შორის, არც მეორე მხარეს აქვს უკეთესი მდგომარეობა. ხარჯებს იქაც ანგარიშობენ და იმ ზარალსაც გულმოდგინედ ითვლიან, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული ბუმერანგის ეფექტით, არამხოლოდ ევროპის სახელმწიფოებს, არამედ აშშ-საც მიადგა, ამიტომ გამოსავალს ორივე მხარე ეძებს. გამოსავალი შესაძლებელია ყაიმი იყოს,  ანუ შესაძლოა, რუსეთსაც და აშშსაც ახლა დაზავება უფრო აძლევდე ხელს, ვიდრე ომის გაგრძელება,  მაგრამ ეს ზავი მხოლოდ დროებითი ხასიათის იქნება,  ორივე მხარისთვის ამოსუნთქვის საშუალება  და სხვა არაფერი, ვინაიდან, როგორც ისტორიამ გვჩვენა, დასავლეთსა და რუსეთს  შორის დაპირისპირება გენეტიკური ხასიათისაა და მისი მთლიანად მოხსნა შეუძლებელია.  დროებითი ზავი თუ მიღწეული იქნება, სამივე მხარე (კოლექტიური დასავლეთი, რუსეთი, უკრაინა) საკუთარი მოგებისა და ზარალის დათვლას დაიწყებს.

დასავლეთმა ამ საქმეში საკმაოდ დიდი ზარალი ნახა (უკრაინისთვის გადაცემული ფინანსები, შეიარაღება, სანქციების უკუქმედებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი), მაგრამ  ნახა პოლიტიკური და იდეოლოგიური სარგებელიც (მოახერხა რუსეთის დასუსტება, გაფანტა მისი არმიის უძლეველობის რწმენა, უდიდესი ბზარი შეიტანა სლავურ სამყაროში და ნატოს პოზიციები განამტკიცა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც რუსეთი 1997 წლის მდგომარეობის დაბრუნებას ითხოვდა). ეს, რა თქმა უნდა, ღირდა იმ ხარჯად, რომელიც მათ ამ მიმართულებით გაწიეს.

რუსეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზარალი განიცადა, როგორც ადამიანური მსხვერპლის, ასევე  ფინანსური და სამხედრო ხარჯის თვალსაზრისით, თუკი იგი დაიკანონებს და შეინარჩუნებს მის მიერ მიერთებულ ტერიტორიებს, შეუძლია თქვას,  რომ ისტორიული ტერიტორიების შემოერთება ღირდა იმ  საზღაურად, რომელიც მის მიერ იქნა გაღებული.

საინტერესოა, როგორ შეაფასებს უკრაინელი ხალხი ომის შედეგებს, თუკი ამ ქვეყანაში საღი აზრი ვინმეს შერჩენია. როგორი მასშტაბურიც უნდა იყოს რუსეთისთვის ან დასავლეთისთვის ამ ვითარების შედეგად მიღებული ზარალი, ეს, რა თქმა უნდა, წვეთია ზღვაში იმ უბედურებასთან შედარებით, რომელიც უკრაინას მიადგა. აუწონელია სიკვდილი, სისხლი, ცრემლი, ნგრევა, ტრაგედია, რომელიც ამ ქვეყანამ განიცადა. ყოველთვის ასეთი შედეგი დგება, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეებს ის ძალა იგდებს ხელთ, რომლისთვისაც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე მაღლა იმ სახელმწიფოს ინტერესები დგას, რომელსაც ეს ძალა ქვეყნის სათავეში მოჰყავს. .. ფერადი რევოლუციების გზით ამერიკელების მიერ უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა დროს მოყვანილმა იუშჩენკო, ტიმოშენკო, პოროშენკო, ზელენსკიმ ეს ქვეყანა შეიწირეს და ისეთ უფსკრულში გადაჩეხეს, რომლიდანაც მისი ამოყვანა ძალიან გაჭირდება. მიუხედავად ამისა, ამაში მხოლოდ მათი დანაშაული არ უნდა დავინახოთ, ვინც ქვეყანას გარედან უბიძგა ამ მიმართულებით. აქ უკრაინელი ხალხის უდიდესი დანაშაულიცაა, რომლის დიდი  ნაწილი აჰყვა  ფაშიზმში გადასული ნაციონალიზმის პროვოკაციას. ნაციონალიზმის პროვოკაციას აყოლამ საქართველოც დაანგრია. ჩვენდა საბედნიეროდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველო, რომელსაც მიათრევდნენ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნისკენ, ჯერჯერობით ამ საშინელებას გადარჩენილია და ამ საქმეში, ხელისუფლების გონიერებისა და წინდახედულების უდიდესი დამსახურებაა. შედარებისთვის შორს წასვლა არ მოგვიწევს: 2008 წელს სააკაშვილის მთავრობის გადაწყვეტილება და 2022 წელს ღარიბაშვილის მთავრობის გადაწყვეტილება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოღაღადე ფაქტებია. პირველმა საქართველო უფსკრულში გადაჩეხა, მეორემ ქვეყანა უკრაინიზაციის საშინელებისგან იხსნა.

ერთი სიტყვით, უკრაინა ორ ზესახელმწიფოს შორის  პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად იქცა, რასაც ეს სახელმწიფო შეეწირა. როგორც უნდა განვითარდეს მოვლენებიზავით თუ ომის გაგრძელებით, უკრაინისთვის შეღავათი არც ჩანს და არც გამოჩნდება, რადგან იგი სხვათა მიერ მოყვანილმა ხელისუფლებამ  “განტევების ვაცადაქცია, ანუ ზესახელმწიფოთასაშინელი ენერგიების” (ფრიდრიხ  ნიცშეს ტერმინია) ველში მოაქცია, საკუთარ ინტერესებზე ხელი ააღებინა და საკუთარი თავი სხვათა ინტერესების სამსხვერპლოზე მიატანინა.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here