Home ახალი ამბები საქართველო „საქართველო, მიყვარხარ!”

„საქართველო, მიყვარხარ!”

265

სიბინძურის ერთი წვეთი  სიწმინდის  ოკეანეს დააბინძურებს. ეს კანონია, მაგრამ იგი პირიქით არ მოქმედებს. სიწმინდის ოკეანე იმ ერთ წვეთ სიბინძურეს ვერ გაასუფთავებს და სიწმინდეს ვერ შესძენს. სიწმინდემ სიბინძურე არ უნდა გაიკაროს და არ უნდა შეირიოსაუცილებლად უნდა ჩარეცხოს (ალბათ, გეცნოთ ეს სიტყვა). გეცნოთ და გეხამუშათ კიდეც, რადგან მას ერთხელ უკვე შეეხო სიბინძურე, ომელმაც იგი დააზიანა, გააუხეშა და უსიამოვნო ემოციასთან დააკავშირა. ასეთია სიბინძურის ბუნება. რასაც  ის შეეხება, იღუპება.

რამდენიმე წლის წინათ 17 მაისი (ვარდობისთვის ეს ყოვლად უწყინარი თარიღი) კინაღამ ისე დააბინძურეს, რომ ცოტა ხანში ვეღარაფერი გარეცხავდა და ჩარეცხავდა, მაგრამ ერის სულიერმა მამამ, მისი საოცარი მიგნებითა და გადაწყვეტილებით, რომელიც, ალბათ, ღმერთის მიერ იყო შთაგონებული, წაბილწვისგან იხსნა თარიღიც და ქართველი ერიც.

საძიებო სისტემებში 17 მაისს თუ ჩაწერთ, ამოგიგდებთ სტატიას, რომელშიც  წერია: „17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო). ეს დღე ადამიანის უფლებების ფართო შინაარსის იდეაზე დგას და ლგბტქი  ადამიანების სტრუქტურული ჩაგვრისა და ცხოვრების ყველა სფეროდან სოციალური გარიყულობის აღიარებას მოითხოვს, თუმცა 2012 და 2013 წელს კლერიკალური და რადიკალური ჯგუფების მიერ აიდაჰო შეკრების ძალადობრივი დარბევის შემდეგ ლგბტქი ადამიანები და აქტივისტები ვერ ახერხებენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობას. 2014 წლის შემდეგ ქალაქის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სივრცეები 17 მაისს კლერიკალურმა ჯგუფებმა დაიკავეს სადაც ისინი აიდაჰო დღის საწინააღმდეგოდ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ”.

აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. თარიღი, რომელიც ლგბტ უბედურებით უნდა შეებილწათ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის – ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებულა და ჩამოყალიბებულა. დააკვირდით, რა გლოვის ზარი ისმის მცირე მოცულობის ამ ტექსტში იმის გამო, რომ სიწმინდეს ვერ შეეხო ლგბტ იდეოლოგია, ვერ შებილწა და ვერ დააბინძურა იგი, პირიქით, ოჯახის სიწმინდემ ჩარეცხა ეს უსაშინლესი ცოდვა. ასე გასხივოსნდა 17 მაისითარიღი, რომელიც ამიერიდან ყველაზე დიდი სისუფთავისა და სიწმინდის (ოჯახის) სიმბოლოდ იქნება აღქმული.

2024 წლის 17 მაისი მაინც გამორჩეული აღმოჩნდა, რადგან ამ თარიღს დიდი პოლიტიკური ბატალიები უძღოდა. ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო ჩამოსულმა ერთ-ერთმა სტუმარმა (თუმცა, როგორ შეიძლება მას სტუმარი ეწოდოს?!) უკადრებელი იკადრა და ქართველებს ასე მოგვმართა: „როგორ შეძლებთ შექმნათ ნათელი მომავალი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით?! ამ ბატონს, როგორც ირკვევა, სრული საფუძველი ჰქონია, რომ ეკლესიას (განსაკუთრებით, მართლმადიდებელს) ვერ იტანდეს, რადგან თურმე გათხოვილი ბრძანდება, ანუ სოდომის ცოდვაში იხარშება. მართლმადიდებლობა კი, მოგეხსენებათ, შეურიგებელია და გმობს ამ საშინელი ცოდვის ყველა კონკრეტულ გამოვლინებას. ეს ვაჟბატონი, ვინმე მიხაელ როთი (ბუნდესტაგის დეპუტატი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე) რაკი „უკანალის ფილოსოფიით” ცხოვრობს და აზროვნებს, ქართველმა ხალხმა, რომელმაც ქრისტეს მოძღვრება თითქმის ორი ათასი წლის წინათ შეითვსა და შესისხლხორცა, მისი ამ მოწოდების შემდეგ, რწმენას თურმე ზურგი უნდა აქციოს, ქრისტესთვის სისხლდანთხეულ წმინდანებს უნდა გაემიჯნოს და, რაც მთავარია, ცოდვებისგან ადამიანთა გასათავისუფლებლად ჯვარცმულ მაცხოვარს უნდა განუდგეს, ანუ საკუთარი ისტორია ისევე უნდა ჩარეცხოს, როგორც ამ ვიგინდარამ საკუთარ არსებობაში მამაკაცური საწყისი ჩარეცხა და მეორე მამაკაცს ცოლობა (დაიწვას მათი ცოლქმრობა) გაუწია.  უბედურება ისაა, რომ ამ ვიღაც ცოდვილმა სულმა ეს რჩევა-დარიგება მისი სახელით კი არა, იმ ევროპისა და დასავლეთის სახელით მოგვცა, რომელსაც დღემდე  ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს ვუწოდებთ და ისეთ სურათს ვხატავთ, თითქოს ევროპაში კი არ შევდივართ, არამედ „შინ” ვბრუნდებით. დროა, მივხვდეთ, რომ სწორედ ის ევროპა და ამერიკა   შეურაცხგვყოფს, რომელიც, ლამისაა, „ქართველთა აღთქმულ მიწად” გამოვაცხადეთ.

გამჭვირვალობის კანონი, რომლის მიღებასაც ამდენი ალიაქოთი მოჰყვა, იმ თანხებზე კონტროლის დაწესებას ნიშნავს, რომლებსაც დასავლეთი, პირველ რიგში, დედაეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად რიცხავს თავისი „მეხუთე კოლონის” ანგარიშზე. ამ კანონის წინააღმდეგ ასეთი გააფთრებით იმიტომ იბრძვიან, რომ მისი ამოქმედების შემდეგ უბინძურესი ჩანაფიქრების განხორციელების გზა ჩაეკეტებათ:

* ისე თავისუფლად ვეღარ შემოიტანენ სიბინძურეს, როგორც აქამდე შემოჰქონდათ;

* ცოდვას ისე ღიად და თავხედურად ვეღარ გაუწევენ რეკლამას, როგორც აქამდე უწევდნენ;

* ქართველთა სულებში სატანას ვეღარ ჩაასახლებენ ისე, როგორც აქამდე აკეთებდნენ;

* რუსეთთან სამტროდ ვეღარ განგვაწყობენ ისე, როგორც აქამდე ახერხებდნენ;

* სიცრუეში ვეღარ აცხოვრებენ ხალხს, როგორც აქამდე აცხოვრებდნენ.

ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიადამიანური კამპანიის გაჩაღებაში რუსთაველის პროსპექტზე ჭინკებივით მროკავ ე.წ. ოპოზიციას დასავლეთიდან ჩამოთრეულმა პოლიტიკოსებმა გადააჭარბეს, რომლებმაც გაბედეს და აქ, საქართველოში, ქართველ ხალხს ღიად დაუპირისპირდნენ. ეს იყო აქოთება უწმინდურებისა, მძიმე სუნის ამოვარდნა უკვე გახრწნილი სხეულიდან, რომელიც მთელ საქართველოს მოეფინა. 17 მაისი კი კარს იყო მომდგარი და მოლოდინიც არსებობდა, რომ ამ დღეს უფრო ააქოთებდნენ და ააყროლებდნენ სიტუაციას, რადგან ჭინკები, რომლებიც ქუჩაში იყვნენ გამოსული, უკანალებსაც მოიშიშვლებდნენ და მათთვის ჩვეული გულისამრევი მანჭვა-გრეხით წაბილწავდნენ ყველაფერს, რასაც აქამდე ერის ხელშეუხებელი საგანძური ერქვა.

საბედნიეროდ, სატანის ამ ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა, ვინაიდან გერმანელი მამათმავალი დეპუტატის სახელით მოლაპარაკე დასავლეთს სახე აღარ შერჩა. ქართველი ხალხის თვალში მან მთლიანად დაკარგა ავტორიტეტი, ღირსება, პატივისცემა, ნდობადასავლეთი ქართველი ხალხის თვალწინ გაშიშვლდა და მბრწყინავ ფასადს მიღმა საქართველომ იხილა სიმახინჯის, უზნეობისა და უგუნურების ნაზავი, რომელიც სასიკვდილო აგონიაშია და ხროტინებს. გონს მოეგო ქვეყანა, დასავლური ბანგისგან გამოფხიზლდა ხალხი და მიხვდა, რომ ხსნა დასავლურ ღირებულებებთან ზიარებაში კი არ არის, როგორც აქამდე ეგონა, ქართული ღირებულებების მოვლა-პატრონობაშია, ანუ მამათმავლობის პროპაგანდაში კი არ არის, ოჯახის სიწმინდის გადარჩენაშია.

17 მაისს ქართველი ხალხი (ერი და ბერი) ქუჩაში გამოვიდა, რათა სატანას ვერ გაებედა სამალავიდან ცხვირის გამოყოფა. ასეც მოხდა. საქართველოს ყველა ისტორიულ კუთხეში, ყოველ ქალაქში გუგუნებდა მრავალჟამიერი და გაისმოდა ჰეროიკული სიმღერები. ქართველი ხალხი იცავდა საკუთარ თავს, მეობას, სულს, ისტორიას, ოჯახებს, სიყვარულს, ბავშვებს, მომავალსეს იყო საკუთარი თავის პოვნის თუ საკუთარ თავში დაბრუნების სიხარული, ეს იყო ქართული ზეიმი და საქართველოს გამარჯვების დღესასწაული. საქართველოს ქალაქებსა და ქუჩებში სატანა არ გამოჩენილა იმ დღეს. შიშისგან გათანგული დღის სინათლეს არ ეკარებოდა, მხოლოდ საღამოს ახითხითდა საკუთარი ტელეეკრანებიდან, ენას გვიყოფდა, შემზარავად იგრიხებოდა და გაუთავებლად დასცინოდა ოჯახსაც, სიწმინდესაც, ეროვნულ ცნობიერებასაც და ადამიანურ ღირსებასაც, მაგრამ ყველაფრიდან ჩანდა, რომ ხერხემალში გადატეხილი იყო უკვე. კიდევ ერთი მძლავრი შეძახილი, კიდევ ერთი შეკრული მუშტის ჩვენება და მის ბასტიონად ქცეულ ტელეარხებსაც დატოვებს სატანა, ე.წ. ენჯეოების ოფისების კარებსაც გაიჯახუნებს და გაეცლება საქართველოს, სადაც, მართალია, ფიზიკურად მისუსტებული, მაგრამ სულიერად საოცრად გაძლიერებული მამისა და მართლმადიდებელი პატრიარქის სიტყვები ისე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომ ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ყველა სხვა ღირებულებას ფარავს: საქართველო, მიყვარხარ!”

ვალერი კვარაცხელია                                                                                   

P. S. სატნა მხოლოდ საქართველოში არ ბორგავს, მისი რქები და ჩლიქები მთელ მსოფლიოში ჩანს:

19 მაისს ირანის პრეზიდენტ  იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები დაიღუპნენ;

ამ ტრაგიკულ მოვლენას უსწრებდა ლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე ვერაგული თავდასხმა, მას ხუთი ტყვია ესროლეს  და დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია;

იქამდე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი იყო თავდასხმის ობიექტი;

ახლახან თურქეთში (მეორედ) აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა;

საქართველოში ჯერ კიდევ არ შეუწყვეტიათ სახელმწიფო გადატრიალების მზადება.

როგორ ხდება, რომ ყველა ის სახელმწიფო, რომლებიც დასავლეთისგან სუვერენიტეტის მოპოვებას ცდილობენ, საფრთხის ქვეშ დგება და ყველა ის ლიდერი, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს დასავლეთის ინტერესებზე წინ დააყენებენ, ტერორისტების სამიზნედ იქცევა? მე არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ შეკითხვა დავსვი, რომელსაც აქვს არსებობის უფლება. შეკითხვას გაფრთხილებაც უნდა მოვაყოლო: ბიძინა ივანიშვილს ვთხოვ, რომ გააძლიეროს პირადი დაცვა და მაქსიმალურად შეიკავოს თავი ფიზიკური გადაადგილებებისგან. ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს!

ვ. კ.

                                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here