Home ახალი ამბები საქართველო უკრაინული ჩიხი

უკრაინული ჩიხი

ჩიხიდან საუკეთესო გამოსავალი დასავლური სისტემების ნგრევა იქნება!

583

ადრე თუ ნელა მიიწევდა წინ და ფართომასშტაბიან ოპერაციებს ერიდებოდა, უკრაინელების მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ რუსეთი გააქტიურდა და, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაზე განახორციელა იერიში, თუმცა შერჩევით, სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუტურაზე ზუსტი დარტყმებით, ანუ არა ისე, როგორც ანალოგიურ ვითარებაში ამას ამერიკელები აკეთებენსამხედრო თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განურჩეველი და მასობრივი დაბომბვით. ამერიკელებმა უკან არ დაიხიეს და დასავლური ტექნიკით შეიარაღებულ უკრაინულ შენაერთებს თავი ხერსონთან მოუყარეს. ამან ვითარების უკიდურესი დაძაბვა და გართულება გამოიწვია.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, რომელსაც “გენერალ არმაგედონს” უწოდებენ, 18 ოქტომბერს განაცხადა: “ხერსონის მცხოვრებთათვის საშიში ვითარება შეიქმნა. ანტონის ხიდი და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური ამერიკული საარტელერიო სისტემა ჰაიმარსის  დარტყმებით დაზიანდა. მოძრაობა შეჩერებულია, პროდუქტებით მომარაგება ­- გაძნელებული, არის პრობლემები წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში. რუსეთის არმიის მოქმედება დამოკიდებული იქნება სამხედრო-ტაქტიკურ ვითარებაზე, რომელიც უკვე არც ისე მარტივია, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიხელმძღვანელებთ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის მაქსიმალური გაფრთხილების აუცილებლობით; ვიმოქმედებთ დროულად და შეგნებულად, თუმცა არ გამოვრიცხავთ არცთუ უბრალო გადაწყვეტილებების (непростых решений) მიღებასაც”.

– უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონს უტევენ. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. მალე დაიწყება ბრძოლა ხერსონისთვის, ქალაქი ციხესიმაგრედ იქცევა, – იუწყებოდა ხერსონის ხელისუფლება 19 ოქტომბერს დილიდანვე. იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო შეკრიბა და გამოაცხადა საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ ოთხ ახალმიერთებულ რეგიონში. მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადებულია “რეაგირების საშუალო დონე”, დანარჩენ რეგიონებში – “მომეტებული მზადყოფნა” და “საბაზო მზადყოფნა”. როგორც დასაწყისშივე ვთქვი, ვითარება გართულდა.

არის თუ არა შესაძლებელი ვითარების გამნუხტვა? თეორიულად ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ესაა მოლაპარაკება რუსეთსა და აშშ-ს შორის.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მხოლოდ აშშსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებას შეუძლია უკრაინაში ომის შეჩერება. მან ისიც თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება არაფრის მომცემია იმიტომ, რომ ეს საკითხი უკრაინაში კი არა, აშშში წყდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ომი აშშსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს, მაგრამ ამერიკელებმა ომის ასპარეზად უკრაინის ტერიტორია, ხოლო საზარბაზნე ხორცად უკრაინის მოსახლეობა შეარჩიეს და წარმატებით იყენებენ. სირთულე საკითხისა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთს უკან დასახევი არ აქვს (ასეთი შემთხვევისთვის რუსებს ცნობილი გამონათქვამი აქვთ, – ჩვენ უკან მოსკოვია). ამერიკელებს უკან დასახევი აქვთ, რადგან ამით ქვეყანა არ დაენგრევათ. რუსებისთვის უკან დახევა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე თუ გადის, ამერიკელების წინაშე საკითხი ასე მძაფრად არ დგას. მათთვის უკან დახევა სახელმწიფოს ნგრევის ტოლფასი არ არის, მაგრამ მსოფლიო ჰეგემონობის დაკარგვას ნამდვილად მოასწავებს. ბუნებრივია,  მათთვის არც ესაა მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, ამიტომაც, როგორც რუსეთი, ასევე აშშ თავისაზე დგანან და ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ უკან დახევას არც ერთი არ ფიქრობს. ეს კი ვითარებას ყოველდღიურად ძაბავს და ართულებს.

სამწუხაროდ, ევროპა ჩქარი ტემპით კარგავს ძველ ევროპულ ღირებულებებს და ფართოდ უღებს კარს ამერიკულ ფსევდოღირებულებებს, სადაც ყველაფერი სიყალბესა და სიცრუეზე დგას. ამერიკულ დემოკრატიას საერთო  არაფერი აქვს ამ ცნების ნამდვილ შინაარსთან – ხალხის მმართველობასთან. ამერიკაში კაპიტალის მმართველობაა, რომელიც ხალხს არ აქვს. ამერიკაში, ისევე როგორც დემოკრატია, ლიბერალიზმიც დამახინჯებულია და თავისივე საპირისპიროშია გადასული, ანუ დაკარგული აქვს ამ ცნების ნამდვილი შინაარსიჰუმანურობა, მიმტევებლობა და სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა მიმართ რბილი დამოკიდებულება. ამერიკული ლიბერალიზმი ლიბერალურ მიდგომას მოითხოვს იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც ამ ცნებით მანიპულირებს, ყველა დანარჩენის წინააღმდეგ ეს ვითომ ლიბერალიზმის მქადაგებელი ჯგუფი ცეცხლითა და მახვილით იბრძვის და უსასტიკესად უსწორდება მათ, ვისაც განსხვავებული ხედვა ქვს ამა თუ იმ საკითხზე. ცნებათა ამგვარი აღრევა ფართოდ შემოიჭრა საქართველოშიც. დემოკრატია და ლიბერალიზმი ამერიკელთა მიერ მხარდაჭერილი ერთი ჯგუფის საკუთრებად იქცა, რომელიც მას საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ძალადობის მექანიზმად იყენებს და ხალხზე ერთპიროვნული გავლენის მოპოვებას ცდილობს. აი, ერთი კონკრეტული მაგალითი: ამას წინათ სოციალურ ქსელებში გავრცელდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლექციის მსვლელობისას რომელიღაც პროვოკატორი სტუდენტის მიერ ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები: ლექტორი სტუდენტებს თავის  მოსაზრებას უზიარებს უკრაინის მოვლენებზე, რუსეთზე, სტალინის მოღვაწეობაზე და სხვ. ამ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. აჟიოტაჟი გამოწვეულია დასავლური სტერეოტიპებით, რომ ლექტორს უფლება არ აქვს, სტალინს დადებითად აფასებდეს, უკრაინის პოლიტიკას აკრიტიკებდეს და ა.შ., ანუ ლექტორს უფლება არ აქვს, არ აზროვნებდეს ისე, როგორც ლიბერალები აზროვნებენ. ამერიკული დემოკრატია ასე ჩამოყალიბდა დიქტატურად ლიბერალებისა, რომლებიც სისასტიკითა და დაუნდობლობით ისტორიულად ცნობილ ნებისმიერ ერთმმართველს ჯიბეში ჩაისვამენ.

ცნებათა ამგვარი აღრევა, იდეალებით  მანიპულირება და უკიდურესობებში გადავარდნა კოლექტიური დასავლეთის ავადმყოფობაა. დასავლეთში ინდივიდუალიზმი ეგოიზმად იქცა, თავისუფლებაგარყვნილებად, ჰუმანიზმი კი სისასტიკედ. დასავლეთში ირწმუნეს საკუთარი გამორჩეულობა, ომელი სამარცხვინო მსჯელობებსა და კიდევ უფრო სამარცხვინო მოქმედებებში ვლინდება. წინა სტატიაში (“ევროპის თვითმკვლელობა”) ციტირებული მქონდა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის,  სიტყვები, რომლებიც ფაშისტური სულისკვეთებითაა გაჯერებული: ჩვენ პრივილეგირებული ხალხი ვართ. ევროპა ბაღია, დანარჩენი მსოფლიო კი ჯუნგლებია. ჯუნგლებმა, შესაძლებელია, ბაღზე იერიში განახორციელოს. დამეთანხმებით, რომ ეს არ არის ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანის თავში გაჩენილი აზრი. ეს შეპყრობილი ადამიანის ნააზრევია. ფაშისტური სულისკვეთება გამოსჭვიოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, მიერ გამოთქმულ აზრშიც,რომლითაც  მან გამორჩეულობისა და სხვაზე მაღლა დგომის არანაკლები დემონსტრირება მოახდინა, ვიდრე ევროკავშირში მისმა კოლეგა ჯოზეფ ბორელმა. აი, რა განაცხადა ბლინკენმა: საკუთარ თავზე თუ არ ავიღებთ ხელმძღვანელ (გულისხმობს მსოფლიოს. .) როლს, ასეთ შემთხვევაში ამას ან სხვა აკეთებს (ეს შესაძლებელია ჩინეთი იყოს, რომელიც ვერ ასახავს ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს), ან არავინ  და წარმოიქმნება ვაკუუმი. ამიტომ ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ლიდერი ვიყოთ“.

ერთი ერის თუ ხალხის გამორჩეულობის (არიული სისხლის აბსურდული თეორია) მანიაკურმა რწმენამ მეოცე საუკუნეში სამოცდაათ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ საკაცობრიო ტრაგედიის მთავარ “გმირებს” ნიურნბერგის საერთაშორისო სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა, მაგრამ, მიუხედავად ამ უმძიმესი შედეგებისა, დასავლეთში დღემდე არ ასვენებთ გამორჩეულობისა და სხვებზე მაღლა დგომის სურვილი და წყურვილი. ამის  მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2013 წელს თითქმის სიტყვასიტყვით თქვა ის, რაც აგერ, ცხრა წლის გასვლის შემდეგ, ბლინკენმა „გადმოაკოპირა“: მე ვთვლი, რომ აშშ გამორჩეული ქვეყანაა იმიტომ, რომ ჩვენ მოვახდინეთ დემონსტრირება არამხოლოდ საკუთარი, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა. აშშ, იღებს რა საკუთარ თავზე ლიდერობის ტვირთს, ავსებს იმ სიცარიელეს, რომლის შევსება არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია. ამას, როგორც ზემოთ ვთქვი, მსჯელობას ვერ დაარქმევ. ეს სიცხიანი ადამიანის ბოდვა უფროა, ვიდრე საღი გონების მქონე ადამიანის ნააზრევი, მაგრამ ერთია, რას დავარქმევთ ჩვენ, მეორე კი – რა შედეგები მოაქვს  ამგვარ “აზროვნებას”.

ფაქტია, რომ სამართლიანობისგან ასე შორს მდგომმაკოლექტიურმა დასავლეთმა  მსოფლიო ჩიხში შეიყვანა. დღეს ამ ჩიხური ვითარების ეპიცენტრი უკრაინაშია, სადაც მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული. ეს ომი, სავარაუდოდ, გამოცხადებამდე დასრულდბა დასავლეთის კრახით, ოღონდ არა მხოლოდ ბრძოლის ველზე (უკრაინაში), არამედ თვით დასავლეთის ქვეყნებში დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში სოციალური და პოლიტიკური აფეთქებით, აშშში კი საფონდო ბირჟებისა და სავალუტო სისტემის ნგრევით.

The New York Times-ი წერს: “თეთრ სახლსა და ფედერალურ სარეზერვო სისტემაში შიშობენ, რომ, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, შესაძლებელია, საფონდო ბაზრის იმგვარი რყევა მოხდეს, რომელსაც სისტემა ვერ გაუძლებს. სახელმწიფომ კვლევაში ჩართო უოლ სტრიტის ექსპერტები და საერთაშორისო სპეციალისტები”. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევათა დაწყების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ ვრცელდება. გაზეთმა ეს მასალები არაოფიციალურად მოიპოვა.

კოლექტიური დასავლეთის სისტემური ნგრევა შექმნილი მსოფლიო კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება. ღმერთმა ინებოს, რომ ვითარებიდან გამოსავალი სწორედ ეს იყოს და არა ბირთვული დაპირისპირება, რომელიც გამოსავალი კი არა, შესაძლებელია, კაცობრიობის აღსასრული აღმოჩნდეს.

ვალერი კვარაცხელია                                                                  

P.S. როგორც მოსალოდნელი იყო, ხერსონში უკრაინელთა კონტრშეტევა ჩაფლავდა. ხერსონთან უკრაინელთა კონტრშეტევის მოგერიების შემდეგ რუსეთის სამხედრო შენაერთები შეტევაზე გადავლენ ნიკოლაევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით“, – განაცხადა ხერსონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სტრემოუსოვმა.

 ვ.კ.                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here