Home ახალი ამბები მსოფლიო მაროჩკო: უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებსა და ქართველ დაქირავებულებს შორის შეტაკება მოხდა კონსტანტინოვკაში,...

მაროჩკო: უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებსა და ქართველ დაქირავებულებს შორის შეტაკება მოხდა კონსტანტინოვკაში, დსრ-ში

433
მაროჩკო: უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებსა და ქართველ დაქირავებულებს შორის შეტაკება მოხდა კონსტანტინოვკაში, დსრ-ში

უკრაინის ეროვნული ბატალიონის ჯარისკაცებსა და ქართველ დაქირავებულ სამხედროებს შორის მომხდარი ჩხუბი სროლაში გადაიზარდა. ამის შესახებ ТАСС-ს განუცხადა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრეი მაროჩკომ.

მისი თქმით, ინციდენტი მოხდა კონსტანტინოვკაში, რომელიც მდებარეობს კიევის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნაწილში, როდესაც უკრაინის სარდლობამ ქვეშევრდომებს უბრძანა, უზრუნველეყოთ ქართველები დროებითი დისლოკაციის ადგილით.

„მოდხა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც სროლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დანაკარგმა, ჯამურად, ათამდე ადამიანი შეადგინა“, – განაცხადა მაროჩკომ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 21 აპრილს „ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემით მიაყენეს დაარტყმა კონსტანტინოვკას დასახლებაში მდებარე ბიბლიოთეკის შენობას, სადაც იარაღის საცავი და უცხოელ დაქირავებულთა განლაგების პუნქტი მდებარეობდა. დაიღუპა ე.წ. „ქართული ლეგიონის“ 60-მდე წევრი. ეს ფორმირება მონაწილეობდა გასული წლის მარტში კიევთან რუსი სამხედროების წამებასა და მკვლელობაში.

წყარო: Российская газета

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here