Home ახალი ამბები მსოფლიო “უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელთა რაოდენობა 50%-ს მალე გადააჭარბებს”

“უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელთა რაოდენობა 50%-ს მალე გადააჭარბებს”

181

როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელთა კონტინგენტის რაოდენობა 50% გადააჭარბებს, უკრაინის კონფლიქტში ნატოს მონაწილეობა დე ფაქტო მდგომარეობიდან დე იურეში გადავა”, _ განაცხადა სამხედრო დაზვერვის ვეტერანმა, რუსეთის გმირმა რუსტემ კლუპოვმა გადაცემასოლოვიოვLive”-ის ეთერში. ამის შესახებ იუწყება politnavigator.net.

“ამ ყველაფერს აქვს კუმულატიური ეფექტი და კრიტიკული მასა (უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები) გროვდება. ასეთი დანაკარგების ფონზე ქვეყნის სამობილიზაციო შესაძლებლობები მალე ვეღარ უპასუხებს არმიის მოთხოვნებს, თუ დასავლეთი კიდევ არ გაუგზავნის მათ თავის ჯარებს, უშუალოდ ცოცხალ ძალას. დაზვერვის მონაცემებით, ამჟამად უკრაინის არმიაში უცხოელ დაქირავებულთა წილი 30%-ია, მალე კი წილობრივი თამასა 50%-ს გადააჭარბებს. ეს უკვე შორს არ არის იმისგან, რომ ისინი თავიანთ ეროვნულ შევრონებში გამოეწყობიან და წარმოგვიდგებიან, როგორც ნატოს ჯარები”, _ თქვა კლუპოვმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here