Home ახალი ამბები მსოფლიო “უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველთვე კარგავენ 20 ათას სამხედროს”

“უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველთვე კარგავენ 20 ათას სამხედროს”

128

ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველთვიურად 20 ათას ჯარისკაცს კარგავს, ამის გამო სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლები ქვეყნის მამრობითი სქესის  წარმომადგენლებს დასდევენ და ცდილობენ, უწყება გადასცენ.

ბრიტანულ გამოცემას მაგალითისთვის მოჰყავს ქალის ნაამბობი, რომელმაც დაიჩივლა, რომ მის 18 წლის შვილს ქუჩაში დაედევნენ კომისარიატის წარმომადგენლები. ახალგაზრდა ველოსიპედით მიდიოდა, როდესაც მამაკაცებმა გააჩერეს და გადასცეს უწყება გასაწვევთა პუნქტში გამოცხადების შესახებ. ტაძრის შესასვლელში უწყების გადაცემის შემთხვევა ლვოვში მოხდა, ოდესაში კი პოლიცია პლაჟზე მივიდა წვევამდელებთან.

გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი რესპონდენტი შინ არ მიდის, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწვევის უწყება არ ჩააბარონ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინათ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შეზღუდვა დაუწესა გადაადგილებაზე, თუმცა ეს შეზღუდვა ზელენსკიმ გააუქმა. ეს ყველაფერი  უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდ დანაკარგებზე მიუთითებს, _ წერს ბრიტანული გამოცემა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here