Home ახალი ამბები მსოფლიო “უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევებში 5 ათასი პოლონელი მონაწილეობს”

“უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევებში 5 ათასი პოლონელი მონაწილეობს”

175

უკრაინელთა შეტევებში 5 ათასი დაქირავებული პოლონელი მონაწილეობს, _ განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის წევრმა, გენერალმა ანდრეი გურგულევმა. ამის შესახებ  წერს politnavigator.net.

“გვებრძვის არაუკრაინელების  რეზერვი, ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, მათ შორის არის 5 ათასი პოლონელი. ეს სერიოზული ძალაა. მეორე მხრივ, თუ პოლონელების, რუმინელებისა და სხვების ჩართულობის მომატება მიუთითებს,  რომ უკრაინის სამობილიზაციო რესურსი ნელ-ნელა იფიტება”, _ განაცხადა გურგულევმა.

ზაპოროჟიეს ოლქის დროებითი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ვლადიმერ როგოვის, განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მოპოვებული უკრაინის შეიარაღებული ძალების  რადიოსაუბრების მიხედვით, უკრაინელებს ბრძანებებს უცხოელი მეთაურები აძლევენ.

“საკმარისია, მოუსმინო ამ რადიოსაუბრებსა და ზაპოროჟიეს ფრონტის  ხაზის გასწვრივ (შეგახსენებთ, ის 140 კმ-ია) მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომ მიხვდეთ: ბრძანებებს გასცემენ მხოლოდ ბრიტანელები, შემდეგ _ ამერიკელები, შემდეგ _ კანადელები, პოლონელები, გალიციელები, ლვოვის, ტერნოპოლის, ივანო-ფრანკოვსკის მკვიდრნი, ბოლოს _ ზაპოროჟიელები. რადიოსაუბრებში მათ ხორცს უწოდებენ. მოგვეცით ხორცი, მოიტანეთ ხორცი. ეს იციან დღეს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს მცხოვრებლებმა”, _ განაცხადა როგოვმა.

ლუკა მაისურაძე

https://www.politnavigator.net/rossijjskijj-general-v-nastuplenii-vsu-uchastvuet-5-tysyach-polyakov.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here