Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის შეიარაღებული ძალების დაღუპული ჯარისკაცები ევროპაში ხვდებიან _ ოღონდ ნაწილ-ნაწილ

უკრაინის შეიარაღებული ძალების დაღუპული ჯარისკაცები ევროპაში ხვდებიან _ ოღონდ ნაწილ-ნაწილ

ამერიკული კერძო სამხედრო კომპანია “მოცარტი” _ “შავი ტრანსპლანტოლოგების" საბრძოლო რაზმი

182

შავი ტრანსპლანტოლოგები“, რომლებიც მონაწილეობენ დაღუპული ან სასიკვდილოდ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ორგანოების ამოღებაში, ჩავიდნენ არტემოვსკის მახლობლად, სადაც უკრაინის ჯარი ახლა დიდ დანაკარგებს განიცდის, _ იუწყებარია ნოვოსტილუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლიციის პოლკოვნიკ ვიტალი კისელევზე დაყრდნობით. _ წერს svpressa.ru ჟურნალისტი დიმიტრი როდიონოვი.  

  “ავადსახსენებელი ელიზაბეტ დებრიუ არტემოვსკის რაიონში სამი კვირის წინათ ჩამოვიდა ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია “მოცარტის” წარმომადგენლებთან ერთად. ესენი არიან: ჯონ უესლი, ენდრიუ მილბურნი (კერძო სამხედრო კომპანია “მოცარტის” დამფუძნებელი), ჰენრი როზენფელდი. ეს ადამიანები უკრაინაში ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში გამოჩნდნენ, როდესაც დონბასის ტერიტორიაზე გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, მათ სახელი გაითქვეს, როგორც “შავმა ტრანსპლანტოლოგებმა”, _ განაცხადა ვიტალი კისელევმა. მან გაიხსენა, რომ ელიზაბეტ დებრიუს სახელი ფიგურირებდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის აღიარებაში, რომელიც საუბრობდა დონბასში დაღუპული ან სასიკვდილოდ დაჭრილ უკრაინელი სამხედროების ცხედრებიდან ორგანოების ამოღების სქემაზე. მისი თქმით, ეს სქემა უკვე მუშაობდა 2014 წლის ნოემბერში. ორგანოები იგზავნებოდა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ტრანსპლანტოლოგია კარგად არის განვითარებული, კერძოდ, გერმანიაში, აგრეთვე, ისრაელში. უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცრის თქმით, ამ ოპერაციას კურატორობდა უკრაინელი პოლკოვნიკი მიშჩენკო, მის ხელქვეითებს ხელი მიუწვდებოდათ დაღუპულთა ცხედრების შესანახ ადგილებსა და სასიკვდილოდ დაჭრილთა სხეულებზე. ორგანოების ამოჭრას კი ჰოლანდიელი დებრიუ ხელმძღვანელობდა, ის ხშირად თვითონ ატარებდა ასეთ ოპერაციას. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოფიციალურად უარყო ეს ინფორმაცია.

კისელევის თქმით, „შავი ტრანსპლანტოლოგები“ ახლა იმიტომ ჩავიდნენ არტემოვსკის რაიონში, რომ უკრაინელი სამხედროები „იქ კოლოსალურ დანაკარგებს განიცდიან“, რაც ბევრი გადასანერგი  ორგანოს მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. “რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლოთ განზე გადგომა და უარის თქმა ფულის გამომუშავებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისEიმ ჯარისკაცების ორგანოებით, რომლებიც დღეს ბატალიონობით იღუპებიან”,  _ დასძინა მან.                                         

„შავ ტრანსპლანტაციაზე“ დონბასში ჯერ კიდევ კონფლიქტის პირველ თვეებში ლაპარაკობდნენ, თუმცა იმხანად მსხვერპლის რაოდენობა შეუდარებლად ნაკლები იყო. ცხადია, საომარი მოქმედებების გააფთრების მატებამ კვლავ უხმო „შავ ტრანსპლანტოლოგებს“ უკრაინაში. ეს ბიზნესი კვლავ მომგებიანია? _ თუ ამ ინფორმაციას დავიჯერებთ, გამოდის, რომ კი.

საერთოდ, ჭორებიშავი ტრანსპლანტოლოგებისშესახებ ნებისმიერი მეტნაკლებად დიდი შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას ჩნდება. საკმარისია, გავიხსენოთ, მაგალითად, იუგოსლავიასა და კოსოვოში მომხდარი მოვლენები. Aმის შესახებ აი რას  ამბობს ბალტიისპირეთის კვლევების რუსეთის ასოციაციის პრეზიდენტის მრჩეველი ვსევოლოდ შიმოვი:

_ შეიარაღებული კონფლიქტების დროს ჩნდება ბევრი „დონორი“ და ომით გამოწვეულ დაბნეულობასა ქაოსში ორგანოების ამოღების დამალვა ადვილად შეიძლება.

სპ”: _ თუ ეს სქემა, დიდი ხანია, არსებობს, უკრაინელმა საზოგადოებამ იცის მის შესახებ?

_ უკრაინელი საზოგადოება ამას რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციად მიიჩნევს. ცხადია, ასეთი საქმიანობა რეკლამირებული არ არის, მის მიჩქმალვას ცდილობენ, სანდო ინფორმაცია კი ჭორებსა და სპეკულაციებშია არეული და ძალიან რთულია ერთმანეთისგან გამიჯვნა.

სპ“: _ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები თუ არიან საქმის კურსში, სად მიაქვთ ორგანოები?

_ ცხადია, ეს ბიზნესი არალეგალურია, მაგრამ ძალიან მომგებიანი. ადამიანის ორგანოები დეფიციტური საქონელია და მთელ მსოფლიოში არის გადანერგვის მომლოდინეთა სიები. აშკარაა, რომ „შავ ტრანსპლანტოლოგებს“ აქვთ გავლენიანი „სახურავი“, მაგრამ ვინ, სად და როგორ _ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება.

სპ”: _ რა მოხდება, თუ ერთერთიტრანსპლანტოლოგიტყვედ ჩავარდება?

_ თუ ასეთი პერსონაჟი ტყვედ ჩავარდება, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პროპაგანდისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ისინი მაქსიმალურად ფრთხილად არიან და მოქმედებენ იქ, სადაც მათთვის რისკი მინიმალურია. „ცოცხალი მტკიცებულების“ გარეშე კი არავინ დაიჯერებს ჩვენს პროპაგანდას, ისევე როგორც არ დაიჯერეს უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და მას „კრემლის ფეიკი“ უწოდეს.

სპ”: _ “შავი ტრანსპლანტოლოგიაუკრაინის კონფლიქტამდე გაჩნდა. შესაძლებელია თუ არა ამ მოვლენასთან საბოლოოდ და სამუდამოდ გამკლავება?

_ ომში ყოველთვის იყო ბიზნესი, ამიტომ, სანამ ადამიანები ომებს აწარმოებენ, იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ბიზნესის წარმოებაზე უარს არ იტყვიან და სისხლით ისარგებლებენ.

გასაკვირი იქნებოდა, უკრაინაშიშავი ტრანსპლანტოლოგებირომ არ გამოჩენილიყვნენ და არა მხოლოდ კერძო სამხედრო კომპანიების სახით, არამედწითელი ჯვრისსაფარქვეშაც”, _ ამბობს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ ლეპეხინი.

_ “წითელი ჯვარი” უკვე იყო უკრაინაში ნაღდი ფულის შეტანის “სახურავი”. შესაძლოა, ამ ორგანიზაციას შეაქვს უკრაინაში იარაღი და შეჰყავს ორგანოებზე მონადირენიც. რაც შეეხება კერძო სამხედრო კომპანიას, ეს არის კომერციული სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს მაროდიორებს და მაროდიორები უბრალოდ არ კლავენ ადამიანებს; ცხედარს ყველაფერს აცლიან, მათ შორის ორგანოებსაც.

სპ”: _ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლიციის პოლკოვნიკ ვიტალი კისელევის თქმით, სქემა უკვე 2014 წლის ნოემბერში არსებობდა. ამჟამად ეს ბიზნესი კვლავ მომგებიანია?

_ უკრაინაში სისხლიანი ბიზნესების გაშლაში ამერიკელების დადანაშაულება შესაძლებელი იყო იმ მომენტიდან, როდესაც უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიები მოაწყვეს. ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აშშის მთავრობისა და ჯანმო საფარქვეშ საქმიანობენ, დახურული ტერიტორიებია, რომლებზეც არა იმდენად სამეცნიერო კვლევები ტარდება, რამდენადაც ვითარდება ჩრდილოვანი ბიზნესი, მაგალითად, ვაქცინების გაცვლა ორგანოებში         ან პლაცებოს გაცვლა ცოცხალ ბავშვებში.

სპ”: _ ორგანოები იგზავნება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე, ისრაელში. ეს იციან ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა?

_ ჩრდილოვანი ბიზნესისთვის საფარველის მოწყობაში პრობლემას ვერ ვხედავ. დიდძალი ფული _ ეს არის მანდატი ნებისმიერი ნებართვის მისაღებად ნებისმიერ დონეზე. „ახალმა ნორმალურობამ“, რომელსაც დღეს დასავლეთში წინ წამოწევენ, პოლიტიკა მთლიანად გააკრიმინალურა.

სპ”: _ ამაში უკრაინის ხელისუფლებაც მონაწილეობს?

_ უკრაინის ხელისუფლება ბანდიტებისა და კლოუნების ნაზავია, ანუ სისხლიანი ფულის სიმბიოზი „ახალ ნორმალურობასთან“. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები  ჩართულნი არიან ყველაფერში, რასაც ფული მოაქვს და ამის გამო საერთოდ არ არიან დაკომპლექსებულები. ამ ქვეყანაში, დიდი ხანია, მოხდა სახელმწიფო მმართველობის სისტემის სრული მონეტიზაცია.

სპ”: _ და რა დამოკიდებულება აქვს ამის მიმართ უკრაინელ საზოგადოებას?

_ უკრაინელი საზოგადოება არ არსებობს. უკრაინა _ ეს არის დიდი და პატარა თავისუფალი ავტონომიების (“ვოლნიცები”) ერთობა. ამასთანავე, თითქმის ყველა თავისუფალი “ვოლნიცის” თვითგამორკვევა მომხმარებლურია: უკრაინელების უმრავლესობას (გარდა უკრაინის აღმოსავლეთისა) “ნეზალეჟნოსტის” (დამოუკიდებლობის) 30 წლის განმავლობაში თითქმის მთლიანად დაავიწყეს პრეტენზიები ტრადიციული ღირებულებებისა და უფლებების დაცვაზე. დღეს  მთავარი კრიტერიუმებია:” „ევროპა ყოველთვის მართალია“, „მზე ამოდის ვაშინგტონიდან“, „ამერიკელები და ევროპელები სრულყოფილები არიან“ და ა.შ. ამ თვალსაზრისით ყველაფერი, რასაც იქ დასავლელები აკეთებენ (მათ შორის, „შავი ტრანსპლანტოლოგია“, პედოფილია, პროსტიტუცია და ა.შ.), მართებულია, რადგან პროგრესულია.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

https://svpressa.ru/politic/article/355149/ 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here