Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ოპერატიული სარდლობის “სამხრეთის” შტაბზე დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია 12 მაღალი რანგის ოფიცერი

უკრაინის ოპერატიული სარდლობის “სამხრეთის” შტაბზე დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია 12 მაღალი რანგის ოფიცერი

98
უკრაინის ოპერატიული სარდლობის სამხრეთის შტაბზე დარტყმის შედეგად

ავიადარტყმა განხორციელდა დილით უპილოტო საფრენი აპარატის Shahed-136-ის გამოყენებით.

განხორციელებული დარტყმიდან მალევე შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების მინიმუმ 8 მანქანა, თუმცა, ოდესის მაცხოვრებლების თქმით, შემდგომში იქ სხვა მანქანებიც გამოჩნდა, რომლებითაც დაჭრილები და დაღუპულები გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოპერატიული სარდლობის “სამხრეთის” შტაბზე დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია უკრაინის მაღალი რანგის ოფიცრების მინიმუმ 12-კაციანი ჯგუფი. ოპერატიული სარდლობის შტაბში უცხოელი ოფიცრების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის არმიის სამი სამხედრო ვერტმფრენი და აშშ-ის საჰაერო ძალების ერთი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ოდესის მიმართულებით დაფრინავდნენ, რაც არ გამორიცხავს, რომ იქ ნატო-ს ოფიცრებიც იმყოფებოდნენ.

ვიდეოკადრებზე, რომელიც ჟურნალისტების ხელთ აღმოჩნდა, შესაძლებელია რამდენიმე უპილოტო საფრენ აპარატს Shahed-136-ით დარტყმის შედეგების ხილვა ოპერატიულ სარდლობის შტაბზე, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო. უკრაინელი სამხედროების მცდელობა, ჩამოეგდოთ დრონები, წარუმატებელი აღმოჩნდა და ამ უკანასკნელებმა ზუსტად დაარტყეს.

თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ საუბარია ოპერატიული სარდლობის სხდომაზე, საუბარია უმაღლესი რანგის ოფიცრებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here