Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმით რუსეთმა მთლიანად დასავლეთს დაარტყა

უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმით რუსეთმა მთლიანად დასავლეთს დაარტყა

200
უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმით რუსეთმა მთლიანად დასავლეთს დაარტყა

უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმის საპასუხოდ დასავლეთის მხრიდან ისეთი ქმედებები არ იქნება, როგორიც ჯერ არ განუხორციელებია. გასაგებია, რომ უკრაინელები მოითხოვენ ახალ სანქციებს და მეტ სამხედრო დახმარებას, მაგრამ, რაც შეეხება ქმედებებს, კოლექტიური დასავლეთისთვის რთული იქნება რაღაცის გაკეთება, რადგან ახლა უკრაინის თემა ისეთი ტოქსიკურია, როგორც არასდროს, _ განაცხადა პოლიტოლოგ-ამერიკანისტმა დიმიტრი დრობნიცკიმ ukraina.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 10 ოქტომბერს, დილით, მაღალი სიზუსტის იარაღიდან მასირებულად დაიბომბა უკრაინის ინფრასტრუქტურის ობიექტები. პუტინმა კიევის რეჟიმი გააფრთხილა, რომ, თუ უკრაინა კვლავ განაგრძობს ტერაქტების მოწყობას რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის პასუხი მკაცრი იქნება. უკრაინული მასმედია წერს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასწრაფოდ მოიწვია უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა.

დიმიტრი დრობნიცკი
დიმიტრი დრობნიცკი

დიმიტრი დრობნიცკის კომენტარი:

_ დასავლეთის მხრიდან არ ველოდები ისეთ ქმედებებს, რომლებიც ჯერ არ გახორციელებულა, ამიტომ იყო არესტოვიჩის განცხადება თავშეკავებული. გასაგებია, რომ ისინი მოითხოვენ ახალ სანქციებსა და მეტ სამხედრო დახმარებას. რაც შეეხება ქმედებებს, დასავლეთისთვის რთულია რაიმეს გაკეთება. ისინი, სამხედრო-სტარატეგიული თვალსაზრისით, უკვე საკმაოდ მიუახლოვდნენ კონფლიქტის ყველაზე ცხელ ფაზას და თვითონ გააზვიადეს ისტორია ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.

ამასთანავე, ისინი, ასე ვთქვათ, ისედაც უკიდურესად დაძაბულნი არიან რესურსების მხრივ, ამჟამინდელი პოლიტიკური მოვლენები კი მათ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინათ უკრაინის თემა თითქოს მომგებიანი იყო. აი, ჩვენ ვებრძვით კლიმატის გლობალურ ცვლილებას; ვაპირებთ, შევამციროთ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასები და ვიბრძვით დემოკრატიული უკრაინისთვის (ეს იყო გლობალური ლიბერალიზმის სურათი). ახლა კი უკრაინის თემა ისევ ტოქსიკური ხდება. ეს იყო კიდეც ტოქსიკური, მაგრამ ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოკალური წარმატებებით. რუსეთის პასუხი კი უკრაინის თემას ისევ ტოქსიკურს ხდის კოლექტიური დასავლეთის თვალში. შემთხვევითი არ არის, რომ ვითარების ასეთ გამწვავებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკული კონტრელიტების მხრიდან გაისმა ასეთი სულისკვეთების განცხადებები: უკრაინა _ რუსეთს, ტაივანი _ ჩინეთს და დავიშალეთ”.

გასაგებია, რომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამაზე იყვირებენ, მაგრამ განა ჩვენ არ მივეჩვიეთ მათ ტირილს? დასავლურ ისტებლიშმენტს უჭირს სხვა სიტყვების პოვნა, გარდა ბაიდენის სიტყვებისა ბირთვული არმაგედონის შესახებ. ისინი იქცნენ მძევლებად მათ მიერვე შექმნილი სურათისა, რომ „რუსები მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ, ბრძოლის ველზე კი უკრაინელები იმარჯვებენ”. და მერე რა? არჩევნების წინ უკრაინას კიდევ გაუგზავნით 20-30 მლრდ-ს? ამას სერიოზულად ამბობთ?

ვაშინგტონში შეეცდებიან, მკაცრი ხაზის შენარჩუნებას, შესაბამისად _ ევროპაშიც. ყველაზე მეტს პატარა ვასალები იყვირებენ, მაგრამ, თუკი პოლონეთმა ამ კონფრონტაციის შედეგად ბუნებრივი აირის მილსადენი Baltic Pipes-ი მაინც მიიღო, ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელმძღვანელობაში, საერთოდ, “გამოჩენილი ადამიანები” სხედან. მათ არ აქვთ არგუმენტები, როგორ ახსნან თავიანთი სიღარიბე რუსეთთან ბრძოლით. ეკონომიკური თვალსაზრისით, დასავლეთიც ვერაფერს გააკეთებს. ისინი შეეცადნენ, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას. ცნობილია, რომ რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვის მცდელობები და ემბარგო დაკავშირებული გახლდათ გემების დაქირავებასთან. მაგრამ ევროკავშირი იძულებული იყო, გამონაკლისი დაეშვა კვიპროსისთვის. ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ქოლგაა ტანკერებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ნოვოროსიისკიდან ეზიდებიან. ეს ნიშნავს, რომ, თუ ევროკავშირი წნეხში მოექცევა, მაშინ იქ რამდენიმე მთავრობა დაემხობა.

ერთია, საქმე გქონდეს ლიზ ტრასთან ბორის ჯონსონის წასვლის შემდეგ, მაგრამ როგორ უნდა დაიჭირო საქმე ჯორჯა მელონისთან, რომელიც ემანუელ მაკრონს იმად მიიჩნევს, რაც არის და ამერიკელებს უხსნის, რომ არ არსებობს არანაირი “მშობელი #1” და “მშობელი #2”? მათ ეს მოძრაობა 2019 წელს ჩაახშეს და ახლა ისევ გაჩნდა? კარგი, ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ყველაფერი შედარებით მშვიდად იყო. როგორ უნდა მოხდეს ეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში? მანევრირებისთვის სივრცე არ არის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ, სანამ მათი ფულის საჭრელი ჩარხი გამართულად მუშაობს, შეუძლიათ ფულის გაგზავნა დივერსიული საქმიანობისთვის. მათ იციან, როგორ იმუშაონ ინტერნეტთან, ახალგაზრდების აუდიტორიასთან და შეშინებულ ჰიპსტერებთან…

ფორმალურად იქნება გარკვეული სახის სანქციები, მაგრამ თამაში უკვე ძალიან სერიოზულია. რა არის სანქციები? თუ ადრე ჩვენ აღვიქვამდით სანქციებს, როგორც „ოჰ, ჩვენ რაღაც მოგვაკლეს”, სინამდვილეში დასავლეთის ნებისმიერი სანქცია არის კიდევ ერთი გაწყვეტილი კავშირი კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ეს ყველას ეხება.

ისინი სანქციებს კი არ აწესებენ, არამედ გვაშორებენ გლობალური დოლარის ეკონომიკას, რომელსაც მე მივესალმები. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავეხსნათ მას.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here