Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის დაზვერვამ აღიარა, რომ აშშ კონსულტაციას უწევს HIMARS-ებიდან გასროლის წინ

უკრაინის დაზვერვამ აღიარა, რომ აშშ კონსულტაციას უწევს HIMARS-ებიდან გასროლის წინ

92

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან (HIMARS) გასროლის წინ კონსულტაციას გადიან აშშთან, _ განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ The Telegraphისთვის მიცემულ ინტერვიუში, _ წერს mail.ru.

სკიბიცკის არ დაუზუსტებია, იყენებენ თუ არა უკრაინელები ამერიკული და ბრიტანული თანამგზავრების მონაცემებს, მაგრამ აღნიშნა, რომ სამხედროებს კარგი თანამგზავრული ფოტოები აქვთ. “ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ ბრიტანულ სპეცსამსახურებთან, ძალიან კარგი კავშირები გვაქვს ბევრ სპეცსამსახურთან”, _ განაცხადა სკიბიცკიმ და დასძინა, რომ HIMARS-ებიდან ცეცხლის გასახსნელად რეალურ დროში მიღებულ მონაცემებს იყენებენ, თვითონ აშშ კი არ ერთვება დამიზნების პროცესში, რადგან არ სურს, კონფლიქტის მონაწილედ იქცეს.

მანამდე ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკული HIMARS-ებიდან დაბომბეს ქალაქი სტახანოვი, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური და ელენოვკა.

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გადამდგარმა პოლკოვნიკმა მარკ კანჩიანიმ გამოცემა The Drive –ს განუცხადა, რომ უკრაინაში HIMARS-ისთვის განკუთვნილი რაკეტების მარაგი 4 თვეში ამოიწურება.

ლუკა მაისურაძე

https://iz.ru/1373552/2022-08-02/v-razvedke-ukrainy-priznali-konsultatcii-s-ssha-pered-udarami-himars

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here