Home ახალი ამბები მსოფლიო რესპუბლიკელების პასუხი? უკრაინელებს ბაიდენის მაკომპრომეტებელი 17 აუდიოჩანაწერი აქვთ

რესპუბლიკელების პასუხი? უკრაინელებს ბაიდენის მაკომპრომეტებელი 17 აუდიოჩანაწერი აქვთ

160
რესპუბლიკელების პასუხი? უკრაინელებს ბაიდენის მაკომპრომეტებელი 17 აუდიოჩანაწერი აქვთ

ამერიკელ სენატორ ჩაკ გრასლის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც მონაწილეობდა კომპანია ბურისმას” მიერ ბაიდენის სავარაუდო მოსყიდვის სქემაში, აქვს ჯო და ჰანტერ ბაიდენების 17 აუდიოჩანაწერი, რომლებსაც ინახავდა, როგორც სადაზღვევო პოლისს”, – წერს ტელეგრამ-არხი „Юрий Баранчик”-ი.

სენატორი ჩაკ გრასლი (რესპუბლიკელი) 12 ივნისს სიტყვით გამოვიდა სენატში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტ FD-1023-ის განხილვისას, რომელიც შეიცავს სარწმუნო მტკიცებულებას, რომ ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობისას 5 მლნ დოლარის ქრთამი მიიღო უკრაინული ენერგეტიკული კომპანია Burisma-ვიცეპრეზიდენტისგან. თავის გამოსვლაში გრასლიმ თქვა, რომ დოკუმენტ FD-1023-ის ვერსია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში გასულ კვირას განიხილეს, ძალიან იყო რედაქტირებული, თვითონ კი ნანახი აქვს ვერსია გაცილებით ნაკლები შესწორებით. შემდეგ სენატორმა განაცხადა, რომ ქრთამის მიმცემი უცხოელ მოქალაქეს შენახული აქვს ჯო ბაიდენსა და ჰანტერ ბაიდენთან საუბრის აუდიოჩანაწერები. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ჯო ბაიდენი ჩართული იყო Burisma-ს მიერ ჰანტერის დაქირავების საქმეში. გრასლი მოუწოდებს, რომ დოკუმენტი FD-1023 გამოქვეყნდეს „არასაჭირო შესწორებების გარეშე”.

არსებობს ჰანტერთან საუბრის 15 და მის მამიკოსთან საუბრის 2 აუდიოჩანაწერი. ახლა რესპუბლიკელები მოითხოვენ ბაიდენების საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებას, როგორც ამას ადრე ტრამპს აიძულებდნენ.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here