Home ახალი ამბები მსოფლიო “უკრაინა ამზადებს ტერორისტებს, რომლებიც ავტონომიურად იმოქმედებენ”

“უკრაინა ამზადებს ტერორისტებს, რომლებიც ავტონომიურად იმოქმედებენ”

175
სიმონ ურალოვი

ყველა ელოდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგებს. თუ მოსკოვი გაიმარჯვებს, მაშინ ისინიც კი, ვინც დღეს ნეიტრალიტეტს ამჯობინებს, გამოავლენენ ლოიალობას. კერძოდ, შეიძლება იყოს ცვლილებები მოლდოვის, საქართველოსა და სხვა რესპუბლიკების პოზიციებში“.

ავტორიტეტულმა პუბლიცისტმა და პოლიტოლოგმა სიმონ ურალოვმაროსიისკაია გაზეტასთვისმიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის განვითარება იწინასწარმეტყველა და მზარდ ტერორისტულ საფრთხეზე ილაპარაკა.

“უკრაინაში მოვლენების განვითარების ძირითადი სცენარები არსებობს, _ განაცხადა ექსპერტმა, _ ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ: იარსებებს თუ არა ამჟამინდელი უკრაინის ადგილას რაიმე ანტირუსული სახელმწიფო ერთეული? თუ იარსებებს, მაშინ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობის საკითხი უკიდურესად აქტუალურია, რადგან  უკრაინაში ამზადებენ ტერორისტებს, რომლებიც იმოქმედებენ ავტონომიურად. რა არის “ბანდეროვშჩინა”  („ბანდერიზმი“ _ ლ.მ)?  შეგახსენებთ, რომ იყო საბჭოთა უკრაინა, პოლონეთი, მაგრამ ნაცისტებმა მოკლეს საბჭოთა კავშირის დიპლომატიური წარმომადგენელი ლვოვში; ამასთანავე, მოკლეს პოლონეთის შს მინისტრი. ეს პერმანენტული საფრთხეა მოსკოვისთვის, არის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სახელმწიფო საერთოდ არ იქნება. ასევე, შეიძლება, უკრაინა გადაიქცეს ყველა ყველას წინააღმდეგ ბრძოლის არენად _ „მახნოვშჩინად“.

სიმონ ურალოვის თქმით, უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე რუსეთის გავლენის ყველა პროცესს მეზობელ პოსტსაბჭოთა სივრცეში აღკვეთენ ამ სახელმწიფოების ელიტები. “ეს განპირობებულია იმით, რომ დსთ-ის თითოეულ საზოგადოებაში არის განხეთქილება, ვის დაუჭირონ მხარი _ მოსკოვს თუ კიევს. მათი პოლიტიკური ლიდერები განაგრძობენ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით იქ, სადაც ისინი დაკავშირებულნი არიან  ვალდებულებებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში. პარალელურად, ისინი შეეცდებიან, ყველანაირად შეუშალონ ხელი რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, გააფართოოს თავისი გავლენა. ყველა ელოდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგებს. თუ კიევი დარჩება სუბიექტად, რომელიც მოსკოვს ემუქრება, მაშინ ჩვენი მოკავშირეები ძალიან ფრთხილად მოიქცევიან და თავს შეიკავებენ ვალდებულებების შესრულებისგან, მაგრამ, თუ მოსკოვი დაიმორჩილებს კიევს, მაშინ ისინიც კი, ვინც დღეს ნეიტრალიტეტს ამჯობინებს, გამოავლენენ ლოიალობას. კერძოდ, შეიძლება იყოს ცვლილებები მოლდოვის, საქართველოსა და სხვა რესპუბლიკების პოზიციებში. მინსკიც დაინტერესებულია გამარჯვებით“.

ლუკა მაისურაძე

https://rg.ru/2022/11/05/ekspert-uralov-ukraina-gotovit-avtonomnyh-terroristov.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here