Home ახალი ამბები საქართველო უბედურების კიბე

უბედურების კიბე

ამერიკული პერმანენტული პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ

812

დაკარგული ტერიტორიებით, განადგურებული ეკონომიკით, მორღვეული ზნეობითა და კატასტროფული დემოგრაფიული სურათით საქართველო სასიკვდილოდ დაჭრილ ქვეყანას დაემსგავსა. ილიას თქმისა არ იყოს, ”უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგავართ და საკმაოა ხელი გვკრანდა შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად”. მტერი ბევრი გვყავდა მუდამ, მაგრამ საკუთარი თავის მტრობა მომხვდურ მტერზე მეტად გვეხერხებოდა ყოველთვის. პირდაპირ ვთქვათ: მახეში ადვილად გავებმებითხოლმე, ანუ პროვოკაციისკენ მიდრეკილი ხალხი ვართ. თავის გამოჩენის სურვილი გვძლევს კრიტიკულ სიტუაციებში, რის გამოც მაქსიმალიზმში ვვარდებით და საკუთარ ქვეყანას ზიანს ვაყენებთ.

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი გავიხსენოთ. ახლა, ოცდაათი წლის გასვლის შემდეგ მაინც ხომ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირს ზემოდან ანგრევდნენ და ხელისუფლების სათავეში გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ (1985 წ.) მისი გადარჩენის თეორიული შანსიც  აღარ არსებობდა. ვისაც ეს პერიოდი ახსოვს, დამეთანხმება, რომ ყველა იმ აურზაურის გარეშეც, რომელიც საქართველოში იყო ატეხილი, საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ძახილი იმისა, რომ ქართველებმა თავისუფლება ბრძოლით მოვიპოვეთ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეეფერება. სინამდვილეს ის უფრო შეეფერება, რომ ჩვენ ვერაგული პროვოკაცია მოგვიწყვეს, რომელსაც წამოვეგეთ.

9 აპრილი ავიღოთ. რომელ ძალას სჭირდებოდა 9 აპრილის გაუგონარი ტრაგედია – იმას, რომელსაც საბჭოთა კავშირის შენარჩუნება სურდა, თუ იმას, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის სურვილი ამოძრავებდა? რა თქმა უნდა, იმას, ვინც საბჭოთა კავშირს ზემოდან მიზანმიმართულად შლიდა, ვინაიდან, რაც უფრო  სასტიკი და  სისხლიანი იქნებოდა მშვიდობიანი აქციის დარბევა, მით  მეტი  სიძულვილი დაისადგურებდა ქართველ და რუს ხალხებს შორის. 9 აპრილის ტრაგედიის მომწყობთა მიზანს საქართველოში რუსოფობიის გაღვივება წარმოადგენდა. პირველ ეტაპზე ეს საბჭოთა კავშირის დასაშლელად იყო საჭირო, მაგრამ მას შორსმიმავალი მიზნებიც ჰქონდა. იმ დროს საფუძველჩაყრილი რუსოფობია დასავლეთისთვის დღესაც უმთავრესი ბერკეტია ერთპოლუსიანი მსოფლიოს შენარჩუნების საქმეში. ამიტომ მოქმედებდა საბჭოთა კავშირის იმდროინდელი ლიდერი და უმაღლესი მთავარსარდალი იმ ვერაგული სცენარის მიხედვით, რომელიც აშშ-ის სადაზვერვო სამმართველომ შეიმუშავა. უკიდეგანო სახელმწიფოს სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში საქართველოში, ზერბაიჯან, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებ, უზბეკეთ და სხვაგან, სადაც კი საამისო პირობები შეიქმნა, ყველგან უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს. ამ ვერაგული სცენარით გათვალისწინებულ პროვოკაციებს მხოლოდ ის რესპუბლიკები გადაურჩნენ, რომლებმაც თავი ჩვენსავით არ გაიგიჟეს და მოვლენათა განვითარებას მშვიდად დაელოდნენ.

გაიხსენეთ .. ეროვნული მოძრაობის ლიდერთა საქციელი 9 აპრილის უსაშინლეს ღამეს. პატრიარქმა მთავრობის სახლთან შეკრებილები გააფრთხილა, რომ ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე იდგა. მან ხალხს დაშლისკენ მოუწოდა და ქაშუეთის ეკლესიაში სალოცავად მიიწვია, მაგრამ გამოჩნდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, რომლებმაც თავს  უფლება მისცეს, პატრიარქის მოწოდება ყურად არ ეღოთ და, უკიდურესად აღტყინებული ხალხის დამშვიდების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთი დაასხეს. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკებით, ნიჩბებითა და ქიმიური მომწამლავი ნივთიერებით შეიარაღებულ სამხედრო ძალით დაძრულ პროვოკატორს პროვოკაციის განხორციელების საშუალება მიეცა. მეტიც, ”ეროვნული გმირების” ამ ”გმირულმა” შემართებამ პროვოკატორს პროვოკაციის განხორციელებაში ხელი შეუწყო, რამაც არამხოლოდ დაღუპულთა ოჯახებს, არამედ მთელ საქართველოს მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენა. ეს არ იყო გარდაუვალი მსხვერპლი, ეს ხელოვნური მსხვერპლი იყო. სამწუხაროდ, ამ მსხვერპლის გაღებაში გარე და შიდა პროვოკატორებს ერთნაირად მიუძღვით ბრალი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეროვნული მოძრაობის ლიდერები გამიზნულ პროვოკაციაზე არ მიდიოდნენ და მხოლოდ ემოციებს აყოლილნი მოქმედებდნენ, მათი მაქსიმალიზმი და წრეგადასული აღტყინება პროვოკაციის ხელისშემწყობი ფაქტორი გამოდგა. სირთულე სწორედ ისაა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც, როგორც 9 აპრილის საბედისწერო ღამეს, პატრიარქს ხელიდან მიკროფონს გამოჰგლეჯს და ”მამაო ჩვენოს” კითხვას შეუდგება, ანუ აკეთებს ისეთ რამეს, რაც ხალხს განსჯის უნარს ართმევს და ემოციათა მოძალებით თავგანწირვის ექსტაზში შეჰყავს. ეს, ერთი მხრივ, პიროვნებათა მაქსიმალისტური ხასიათით თუ აიხსნება, მეორე მხრივ, ამგვარ ქმედებებში თავის გამოჩენის დაუძლეველი სურვილიც იკითხება, რომელიც საერთო და საერო საქმეს ხშირ შემთხვევაში იმდენად ვნებს, რომ გამოსწორება შეუძლებელი ხდება.

ძნელია დღეს ამ ჭრილობის შეხსნა და მისთვის ხელის შეხება. რაკი ისინი თავისუფლების სამსხვერპლოზე მიტანილ ზვარაკად შეირაცხნენ, იმისი თქმა, რომ ამ საშინელი მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ვიღაცამ, შესაძლებელია, მათი ხსოვნისთვის და დამსახურებისთვის ჩრდილის მიყენებად ჩათვალოს, მაგრამ ეს აბსოლუტურად მცდარი მიდგომა იქნება. ოცდაცამეტწლიანი დისტანცია, ალბათ, მეტ-ნაკლებად გვათავისუფლებს ემოციური დამოკიდებულებებისგან და რაციონალური განსჯის უფლებას გვაძლევს. ადამიანური მსხვერპლის გაღებას იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ დგას, გამართლება არ აქვს, მით უფრო, თუკი ვიცით, რომ საბჭოთა კავშირი ამ მსხვერპლის გაღების გარეშეც დაიშლებოდა.

როდესაც ვამბობთ, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობაში მოკალათებულმა დასავლურმა აგენტურამ სხვადასხვა რესპუბლიკში შემზარავი პროვოკაციები მოაწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლიანი ბატალიები ამ არამზადების ხელით ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს. დიახ, დიახ, 9 აპრილის ტრაგედია ქართველი ხალხისთვის ამერიკელების მოწყობილი პროვოკაცია იყო, რომელშიც საბჭოთა ხელმძღვანელებთან ერთად აქაური ეროვნული მოძრაობის ლიდერებიც მონაწილეობდნენ. ძნელია ამის მიხვედრა? ვფიქრობ, არა, თუ, რა თქმა უნდა, დასავლური სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული შაბლონებისგან გავთავისუფლდებით და აზროვნებაზე უარს არ ვიტყვით. დააკვირდით: რა საჭირო იყო მომღერალი და მოცეკვავე ადამიანების დასაშლელად არმია, მძიმე ტექნიკა, სადესანტო ნიჩბები და მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები, სახანძრო რაზმი და პოლიცია ვერ დაშლიდა?! 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მოსულმა  ,,დემოკრატიულმა ხელისუფლებამ სასტიკი (სისხლიანი) დაშლისა და დარბევის რამდენი მაგალითი გვიჩვენა რუსთაველის პროსპექტზე, მაგრამ ამისთვის ტანკები და არმია არ გამოუყენებია. იქ კი გამოიყენეს. რა შედეგზე იყო გათვლილი ის მხეცობა და ხაზგასმული სისასტიკე, რომელიც 9 აპრილს საბჭოთა არმიის ხელით გააკეთეს? პასუხი მარტივია: საბჭოთა კავშირის სრული დისკრედიტაცია, ქართველ და რუს ხალხებს შორის საუკუნო მტრობის გაღვივება და ქართველებში განუკურნებელი რუსოფობიის დანერგვა.

ამერიკელების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი ვერაგული პროვოკაციების უამრავი მაგალითი გვაქვს:

* ამერიკული პროვოკაცია იყო გამსახურდიას ხელისუფლებაში მოყვანაც და მისი დამხობაც;

*ამერიკული პროვოკავია იყო შევარდნაძის ხელისუფლებაში მოყვანაც და მისი დამხობაც;

* ამერიკული პროვოკაცია იყო  სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაც და ხელისუფლებიდან მისი გაშვებაც;

* ახლაც, როგორც ჩანს, ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ სწორედ ამერიკული პროვოკაცია ამოქმედდა, მაგრამ სააკაშვილის პოლიტიკური ჯართი, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე, გაწიეგამოწიე, სამიდან ხუთი ათასამდე ადამიანს რის ვაივაგლახით  უყრის თავს, ვერც რევოლუციას განახორციელებს და ვერც  სახელმწიფო გადატრიალებას.

ისე, ფაქტია, რომ ოცდაათ  წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ყველაფერს ამერიკელები გეგმავენ და ახორციელებენ.

ფაქიზი თემაა, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. დღეს ასე დარწმუნებული კი ვართ, რომ აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც რუსებმა წაგვართვეს, მაგრამ ამ საკითხის ღრმა ანალიზი ჯერაც არავის გაუკეთებია. 1992-93 წლებში, როდესაც აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი _ ბორის ელცინი. ერთიც და მეორეც აშშ-ის მიერ იყვნენ ხელდასმულნი, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის ამერიკული საქმის სულისჩამდგმელთა შორის ესენი მთავარი როლების შემსრულებელნი  იყვნენ. თუკი ამერიკელებს აფხაზეთის ომში სხვა შედეგის დადგომა უნდოდათ, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არ სურდათ, მოვლენებისთვის თავისუფლად შეეძლოთ  სასურველი მიმართულების მიცემა. იმ პერიოდში ამერიკელთა  სურვილის მონური შემსრულებლები იყვნენ რუსებიც, ქართველებიც და აფხაზებიც. 1994 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარგზავნილი დელეგაციის შემადგენლობაში ვიყავი. თვალებს არ დავუჯერე, გაეროს შენობაში არძინბას რომ გადავეყარე. ამერიკელთა ნების გარეშე არძინბას გაეროს შენობაში ვინ შეუშვებდა? მე მახსოვს ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებზე მის მიერ გაცემული თავხედური და გამომწვევი პასუხები. ყოველივე ამას ერთ კონტექსტში თუ გავიაზრებთ, ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ აფხაზეთისა და მოგვიანებით უკვე ცხინვალის რეგიონის დაკარგვა ამერიკელების მიერ ქართველებისთვის მოწყობილი დიდი ისტორიული პროვოკაციის შემადგენელი ნაწილებია. აფხაზეთის სახით სახმელეთო ხერგილის გაჩენა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთისგან მოწყვეტდა, სარკინიგზო მოძრაობას ჩაკეტავდა და ქართველ და რუს ხალხებს შორის იმ დროისთვის უკვე გაჩენილი მტრობის ხანძარზე ნავთს დაასხამდა, რუსეთის ინტერესებში იყო თუ აშშის ინტერესებში? დაფიქრდი, ჩემო მკითხველო, ღრმად დაფიქრდი და ისე გაეცი პასუხი ამ შეკითხვაზე. ზუსტად იგივე მოხდა ცხინვალის რეგიონშიც. პროცესებში ამა თუ იმ ფორმით რუსეთიც მონაწილეობდა, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი მოვლენების წარმმართველი კი არ იყო, უკან მიჰყვებოდა მათ (მხოლოდ უკრაინის პროცესების შემდეგ დაიწყო რუსეთმა საკუთარი თამაში, რომელშიც დასავლეთი ვერც უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების შეიარაღებით და ვერც რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებით ვერაფერს აღწევს, აბსოლუტურად ვერაფერს).

პოლიტიკაში იმდენი წყალქვეშა დინებები და მეჩეჩებია, რომ გზა ადვილი გასაგნები არ არის. ამერიკელებმა აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოსგან მოწყვეტითა და რუსეთისთვის მიგდებით ორი საქმე გააკეთეს: რუსეთი აგრესორად წარმოაჩინეს და, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველო და რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ გადაამტერეს ერთმანეთს. ახლა უაფხაზეთო და უცხინვალო საქართველოს რუსეთისკენ შებრუნების შიში აღარ აქვთ. ახლა რუსეთს, თუ უნდათ, ანაკლიის სამხედრო პორტს მიუშენებენ ყურის ძირთან; თუ უნდათ, ქართულ ტერიტორიებზე ნატოს რაკეტებს განათავსებენ; თუ უნდათ, უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს გაახსნევინებენ საქართველოდან. საქმე აქეთკენ მიჰყავთ. გესმით, რა საიდულო იმალება აფხაზეთისა და ცხინვალის ტრაგედიათა მიღმა? ამაზე დიდი პოლიტიკური პროვოკაცია რა გინდათ?! სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ამ პროვოკაციაზე წამოვეგეთ, შედეგად კი აფხაზეთიც და ცხინვალიც დავკარგეთ, რუსეთიც დავკარგეთ და საქართველოც ზედ მივაყოლეთ. ყველაფრიდან ჩანს, რომ ქართველი ხალხი ჯერაც არ არის მზად იმ უბედურებათა გასააზრებლად, რომლებიც ამერიკული პროვოკაციების შედეგად დაგვატყდა თავს.

ასევე წმინდა წყლის პროვოკაცია იყო საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის მირაჟის შექმნა. ამ მირაჟით საქართელო ერთხელ და სამუდამოდ მიიბეს და რუსეთის მიმართულებით გახედვის პერსპექტივა დაუკეტეს. თუმცა, ჩვენზე რამე სახის პასუხისმგებლობა რომ არ აიღონ, ამ ორგანიზაციების წევრად, რა თქმა უნდა, არ გვიღებენ. იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ატარებს, დასავლეთის მიერ საქართველოსთვის იმის თქმა, რომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას გაძლევთ და ნატოს კარსაც ღიად გიტოვებთო, მათ მიერ ჩვენთვის მოწყობილი უვერაგესი პროვოკაციაა, რომელიც შესაძლებელია, უკრაინასავით ძვირი დაგვიჯდეს?!

რა უნდა იყოს უფრო დიდი პროვოკაცია, თუ არა ის, რომ ევროკავშირმა კანდიდატობა არ მოგვცა, მაგრამ თავიანთი ”მეხუთე კოლონა” წაახალისა და ქუჩაში გამოიყვანა ძახილით _ შინ, ევროპისკენ! ის არ გვაკმარეს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ახლა ამ მოტივით ქვეყანაში არეულობის გამოწვევას და ქაოსის შექმნას ცდილობენუკრაინასავით ჩვენი ქვეყანაკატასტროფის წინაშე დგას, პირველ რიგში იმიტომ, რომ დასავლეთს სურს,  საქართველოს მეორე ფრონტი გაახსნევინოს რუსეთის წინააღმდეგ. ყოველივე ამის პარალელურად დასავლეთის ემისრები ქუჩაში დარბიან, გეიპრაიდი თუ რაღაც ჯანდაბა უნდა გავმართოთო. ესეც დასავლური პროვოკაციაა. საქართველოს წინაშე თურმე არც ტერიტორიული პრობლემა დგას, არც ეკონომიკური, არც სულიერი, არც დემოგრაფიული, საქართველოს წინაშე  მხოლოდ სექსუალურ უმცირესობათა პრობლემა მდგარა. გესმით?! სხვა რა სახელი შეიძლება ამას ეწოდოს, თუ არა პროვოკაცია?! მთელი უბედურება კი ისაა, რომ ყველა იმ პროვოკაციას, რომლებიც დასავლეთმა მოგვიწყო, შემსრულებელი, მხარდამჭერი თუ ხელისშემწყობი საქართველოში ჰყავდა და ჰყავს.

საქართველოს წინააღმდეგ გარედან თუ შიგნიდან მოწყობილი პროვოკაციები გრძელდება, ქვეყანა კი ნადგურდება.

ვალერი კვარაცხელია

P. S. დასავლეთის მიერ საქართველოსთვის მოწყობილი პროვოკაციები ზოგჯერ 9 აპრილის მასშტაბისაა, ზოგჯერ ნაკლების, მაგრამ ისინი ერთმანეთს ავსებ და საქართველოს უბედურებისკენ  სავალი კიბის საფეხურებად ლაგდებ. მათი გენერალური მიმართულება საქართველოში იმ დონის რუსოფობიის გაღვივებაა, ომელსაც ამ საძრახმა საქმემ ევროპასა და აშშში მიაღწია. ამის კლასიკური ნიმუშია საქართველოში აშშის ელჩ კელი დეგნანის განცხადება, რომელიც მან ნატოს მადრიდის სამიტის შემდეგ გააკეთა: ,,ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობას ახსოვდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი. სწორედ რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის გაქრობას, რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად იყენებდა. თქვენი მეგობრები აშშსა და ევროპაში არიან.

საქართველო მანამ ვერ გასწორდება წელში, სანამ ამგვარ პროვოკატორებს მეგობრებად,  კეთილისმსურველებად და სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here