Home ახალი ამბები მსოფლიო “ტვინების გამორეცხვის” კიდევ ერთი ამერიკული პროგრამა

“ტვინების გამორეცხვის” კიდევ ერთი ამერიკული პროგრამა

585 ათასი დოლარი ამიერკავკასიის ახალგაზრდა ლიდერების მოსამზადებლად

86

აშშის მთავრობა მზად არის, 585 ათასი დოლარი გამოყოს 24 წლამდე 60 სტუდენტისა და უმაღლესდამთავრებულის მოსამზადებლად სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. სწავლება წარიმართება იმ მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებსლიდერის თვისებების განვითარებას”. ამის შესახებ ლაპარაკია გრანტის აღწერილობაში, რომელიც ხელში ჩაუვარდა russian.rt.com.

დოკუმენტის მიხედვით, ზემოჩამოთვლილი ქვეყნების ახალგაზრდები, რომლებმაც გაიარეს კონკურსი, წავლენ  აშშ-ში. იქ მათ გაანათლებენ რამდენიმე მიმართულებით: “მეწარმეობა”, “მოლაპარაკების წარმართვა”, “კონფლიქტების მოგვარება”, “საზოგადოებრივი საქმიანობა” და ა.შ. შემდეგ გაივლიან სტაჟირებას ამერიკის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

“ტრენინგები, ორიენტირებული ლიდერის თვისებების განვითარებაზე მეწარმეობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანების ჩართვაზე, შეიძლება იქცეს დიალოგის ეფექტიან კატალიზატორად ახალგაზრდებს შორის, როცა პროგრამის მონაწილეებსა და ლიდერების შემდგომ თაობას შევთავაზებთ, ხელახლა აღმოაჩინონ ერთმანეთში ადამიანურობა და კულტურული ურთიერთკავშირი”, _ ამბობს ამერიკული მხარე.

პროგრამის მსმენელები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყებენ “საზოგადოებრივი პროექტების აქტიურად რეალიზებას გრანტის მიმღები ორგანიზაციის თაოსნობით”.

აშშ ახალგაზრდებისგან კონკრეტულ შედეგებს ელის. კერძოდ, დაფინანსების მიმღებმა უნდა შეასრულოს “მომავალი ლიდერის აქტივიზაციის ამოცანა”, რომელიც ხელს შეუწყობს “სოციალურ ცვლილებებს მშვიდობიანი გზით” და იმუშავებს “საზოგადოების კეთილდღეობის განვითარების მიზნით”.

ინიციატივის კურატორი იქნება აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩო.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის განზრახვაზე, 175 ათასი დოლარი გამოყოს უკრაინელებისთვის ინგლისური ენის შესასწავლად, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირს ვაშინგტონსა და კიევს შორის.

აშშ, უკვე დიდი ხანია, ახორციელებს ასეთ პროგრამებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში.

ექსპერტთა აზრით, ამერიკის ეს პოლიტიკა მიმართულია “ტვინების გამორეცხვისა” და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცნობიერების შეცვლისკენ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here