Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ამიერიდან აშშ-ის მხარდაჭერა სამშობლოს ღალატია!

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ამიერიდან აშშ-ის მხარდაჭერა სამშობლოს ღალატია!

366
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ამიერიდან აშშ-ის მხარდაჭერა სამშობლოს ღალატია!
სულეიმან სოილუ

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა “პროამერიკული პოლიტიკა” სამშობლოს ღალატს გაუთანაბრა. ამის შესახებ პორტალი T24 იტყობინება.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ სამშობლოს მოღალატედ ჩათვლის ყველას, ვინც ქვეყანაში აშშ-ის ინტერესების დაცვის პოლიტიკას გაატარებს.

სოილუმ აღნიშნა:

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამიერიდან ყველა, ვინც აშშ-ზე ორიენტირებულ პოლიტიკას გაატარებს, იქნებიან ეს პარტიები თუ ცალკეული პირები, ამ ქვეყანაში სამშობლოს მოღალატედ გამოცხადდებიან. თურქეთი ასეთ ზღვრამდეა მისული, ამ არჩევნებში ყველა მხარე ცნობილია. აშკარაა, რისი გაკეთება სურს აშშ-ს თურქეთში“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა ყველასთვის ცნობილია.

შეგახსენებთ, რომ ადრე სოილუმ არაერთხელ გამოთქვა მწვავე კრიტიკა ვაშინგტონის მიმართ. კერძოდ, მან აშშ დაადანაშაულა თურქეთის მახლობლად ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის მცდელობაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here