Home ახალი ამბები საქართველო “ტურისტებმა ამირანს ჯერ რუსულად საუბარი მოსთხოვეს, შემდეგ კი – უკრაინული სიმღერის გათიშვა…...

“ტურისტებმა ამირანს ჯერ რუსულად საუბარი მოსთხოვეს, შემდეგ კი – უკრაინული სიმღერის გათიშვა… ამიტომ გაბრაზდა და გომბორზე ჩამოსვა ისინი” – რას ჰყვება ადვოკატი გამართლებული ტაქსისტის საქმეზე?

95

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს ტაქ­სის მძღო­ლი, რო­მელ­საც ბრა­ლად ორი პი­რის ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა ედე­ბო­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 12-მა მსა­ჯულ­მა ერ­თხმად მი­ი­ღო.

ამი­რან ბო­კუ­ჩა­ვას რუს­მა ტუ­რის­ტმა უჩივ­ლა. საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-ს ბო­კუ­ჩა­ვას ად­ვო­კა­ტი ესა­უბ­რა:

ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი:

– 2022 წლის 11 აპ­რილს მოს­კო­ვი­დან ჩა­მოფ­რინ­და რუსი ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია. ის უნდა შეხ­ვედ­რო­და თა­ვის მე­გო­ბარს, ლატ­ვი­ელს. მათი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. ორი­ვე რუ­სულ ენა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, და­კი­თხვის დრო­საც ორი­ვემ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი თარ­ჯი­მა­ნი მო­ი­თხო­ვა. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლი გან­მარ­ტავს, რო­დე­საც ჩას­ხდნენ ისი­ნი ავ­ტო­მო­ბილ­ში, მას უთხრეს, რომ უნდა ესა­უბ­რა რუ­სუ­ლად და არა ინ­გლი­სუ­რად. ტაქ­სის მძღოლ­მა მათ უთხრა, რომ ისა­უბ­რებ­და ინ­გლი­სუ­რად, რის შემ­დგომ მძღოლ­მა ჩარ­თო უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რა, რა­ზეც მათ უთხრეს, რომ ან სა­ერ­თოდ გა­მო­ერ­თო უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რა, ან ისე და­ე­წია, რომ მათ არ გა­ე­გოთ. სწო­რედ ეს გახ­და ამი­რან ბო­კუ­ჩა­ვას გაბ­რა­ზე­ბის მი­ზე­ზი და გა­და­წყვი­ტა ნაც­ვლად იმი­სა, რომ სას­ტუმ­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ეყ­ვა­ნა ისი­ნი, წა­იყ­ვა­ნა გომ­ბო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გომ­ბორ­ზე უთხრა, რომ გა­და­სუ­ლიყ­ვნენ ორი­ვე მან­ქა­ნი­დან და იქი­დან წა­სუ­ლიყ­ვნენ ფე­ხით. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა იჩივ­ლეს, რაც მერე გა­შუქ­და კი­დეც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ისე, რომ თით­ქოს ტუ­რის­ტებს აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს რომ მო­ის­მი­ნა ამი­რან ბო­კუ­ჩა­ვამ, ის სა­კუ­თა­რი ფე­ხით მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში, რათა სი­ტუ­ა­ცია აეხ­სნა. გან­მარ­ტა, რომ ეს ასე არ ყო­ფი­ლა. ამ დროს ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. ამ საქ­მე­ზე დად­გა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. 12-მა ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა ერ­თხმად გა­ა­მარ­თლა ბრალ­დე­ბუ­ლი ამი­რან ბო­კუ­ჩა­ვა, რო­მელ­საც 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და. გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი იძ­ლე­ოდ­ნენ არა­ლო­გი­კურ ჩვე­ნე­ბას.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რაც იყო, ბრალ­დე­ბის მხა­რის არ­გუ­მენ­ტი იყო, რომ რუ­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ორი ადა­მი­ა­ნის­თვის ამ პი­რო­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის სიმ­ღე­რის ჩარ­თვა წარ­მო­ად­გენ­და ეთ­ნი­კუ­რი ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით პი­როვ­ნე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ას. რაც არ იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მათ ეში­ნო­დათ ბრალ­დე­ბუ­ლის და მისი ად­ვო­კა­ტე­ბის და ამი­ტომ მათი და­კი­თხვა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს გა­რე­შე. თუმ­ცა მა­თი­ვე მე­გობ­რის, მოწ­მის ჩვე­ნე­ბით და­დას­ტურ­და, რომ რუსი და ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დარ­ჩნენ იგი­ვე სას­ტუმ­რო­ში, ყო­ველ­დღე და­დი­ოდ­ნენ კაფე ბა­რებ­ში და მათ არა­ნა­ი­რი შიში არ ჰქო­ნი­ათ. ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ვერ და­ა­ჯე­რეს, რომ ისი­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. სა­სა­მარ­თლოს წე­სით და­კი­თხეს ისი­ნი, სა­ნამ დას­კვნას გა­მო­ი­ტან­დნენ მსა­ჯუ­ლე­ბი.

– თუ არ იყო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი, თა­ვი­დან­ვე რა­ტომ აღ­ძრა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს საქ­მე?

– ეს იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ზი­ცია და ამი­ტომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა ასე, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პა­სუ­ხი გას­ცა, რომ ეს არ იყო და­ნა­შა­უ­ლი.

ცოტა ხნის წინ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რის ჩარ­თვის გამო არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ტაქ­სის მძღოლ­მა ლი­ე­ტუ­ვის და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ერთ-ერთ სას­ტუმ­რომ­დე მი­იყ­ვა­ნა და მათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხის, 23 ლა­რის ნაც­ვლად, 195 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მათ მგზავ­რებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლა და გა­უ­გებ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რად გა­და­წყვე­ტა შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა, მძღოლ­მა ისი­ნი მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ჩა­კე­ტი­ლი კა­რე­ბით, გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ზი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­უ­სახ­ლე­ბელ, უკაც­რი­ელ ად­გი­ლას წა­იყ­ვა­ნა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა.

https://www.ambebi.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here