Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრანსგენდერები იწყებენ და იმარჯვებენ

ტრანსგენდერები იწყებენ და იმარჯვებენ

597
ტრანსგენდერები იწყებენ და იმარჯვებენ

ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს ველოტრეკზე მოულოდნელი სკანდალი მოჰყვა: მესამე ადგილზე გასულმა ჯენ ვაგნერმა (აშშ) განაცხადა, რომ ამ შეჯიბრებაში რეიჩელ მაკკინონის გამარჯვება უსინდისობის ნიმუშია.

ეს ჩემპიონი, რომელიც შეთავსებით ჩარლსტონის უნივერსიტეტის პროფესორია, თავისი სიცოცხლის მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში მამაკაცი იყო.

ტრანსგენდერი რეიჩელი გოლიათური გარეგნობისაა. მამაკაცად ყოფნისას არავითარი ჩემპიონი არ ყოფილა. გადედაკაცების ოპერაცია რომ გაიკეთა, მიხვდა _ ახლა შეძლებდა ქალების დაჯაბნას და ნებისმიერ პირველობაზე თავის გამოჩენას.

მიხვდა და მიიღო მონაწილეობა ქალთა ჩემპიონატში და, რაღა თქმა უნდა, გაიმარჯვა.

ვაგნერის დემარში მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

და აღდგა ლგბტ-თემობა მაკკინონის დასაცავად: ვაგნერს ტრანსფობია და ორიენტაციაშეცვლილთა მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულება დააბრალეს. თანაც ისე დამაჯერებლად, რომ ერთი დღე-ღამის შემდეგ მან თავისი სიტყვები უკან წაიღო, ბოდიში მოიხადა და ჩემპიონს პატიოსნად გამარჯვება მიულოცა.

ის, რაც მოხდა, კურიოზს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში დიდ სპორტზე ტრანსგენდერული შეტევის მხოლოდ დასაწყისია. საერთაშორისო სპორტულმა ორგანოებმა შეცვალეს თავიანთი წესები გენდერების სასარგებლოდ და პირველი მერცხალი უკვე შარშან შემოფრინდა: ავსტრალიის ღია ჩემპიონატი ძალოსნობაში ქალთა შორის მოიგო ახალზელანდიელმა ლორელ ჰაბერდმა (ყოფილმა გევინ ჰაბერდმა), მსოფლიო ჩემპიონატზე კი მეორე ადგილი დაიკავა. საქმე იქით მიდის, რომ სპორტული კაცობრიობის უმშვენიერეს ნაწილს სპორტის მრავალ სახეობაში გამარჯვება აღარ უწერია. ძალოსნობაში, ველოსპორტში, თხილამურებში, ნიჩბოსნობაში, ცურვაში, ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში ორთაბრძოლებში ქალებს მონაწილეობა კი შეეძლებათ, მაგრამ გამარჯვება _ არა: ტრანსგენდერები მხოლოდ აშშ-ში ერთ მილიონზე მეტნი არიან და მათ შორის ასობით მედალოსანი ნამდვილად იქნება.

მორფოლოგიურად ეს ქალკაცები უფრო კაცები არიან, ვიდრე ქალები_ მამაკაცის ჩონჩხით, მამაკაცის კუნთებითა და ქალებისთვის “დოპინგური” ტესტოტერონის დონით. ასე რომ, თანაბარუფლებიანობის პრინციპის დასაცავად მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე მესამე და მეოთხე სქესობრივი კატეგორიების დაწესება მოუწევთ. დაე, ერთმანეთს შეეჯიბრონ ხელოვნურად შექმნილი ბატონები და ქალბატონები. მაგრამ მოწინავე ქვეყნებში ეს უხერხული თემა პრობლემად არ დგას, რადგან გონიერებას მოკლებულია, რაც ნიშნავს, რომ გენდერი ბიოლოგიური ბუნებრივი მოცემულობა კი არ არის, არამედ “სოციალური კონსტრუქცია” და ამიტომ მისი შეცვლა იოლად შეიძლება,რ მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ტრანსგენდერი (ბუნებაზე ადამიანის გამარჯვების ცოცხალი მაგალითი) მაინც არ არის სრულყოფილი ქალი, მაშინ უცებ ჩამოიშლება ადამიანის რაობის სუპერთანამედროვე კონცეფცია.

გასაგებად რომ ვთქვათ, ასეთი “სამართლიანობის” საკონტროლო პაკეტის მფლობელები ბანალურად იცავენ თავიანთი “კლიენტურის” პრივილეგიებს და ეს უკანასკნელიც, ბუნებრივია, გააფთრებით მხარს უჭერს ამ იდეოლოგიის მფლობელებს. საქმე იქამდე მიდის, რომ მსხვილი კორპორაციების (და არა მხოლოდ მათ) შემადგენლობაში აწესებენ ლგბტ-თემობის წარმომადგენელთა კვოტებს. აქამდე ასეთი კვოტები მხოლოდ ქალებისთვის იყო დაწესებული.

აი, ასეთ თანასწორობაზე სურთ საქართველოს აცრა ჩვენს “სტრატეგიულ პარტნიორებს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here