Home ახალი ამბები მსოფლიო The Spectator-ი: პუტინმა ევროპა პოლიტიკურ უძლურად აქცია

The Spectator-ი: პუტინმა ევროპა პოლიტიკურ უძლურად აქცია

162

ევროპას დიდი ეკონომიკური პრობლემები ელისჩრდილოეთის ნაკადიდანბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების გამო. რუსეთის პრეზიდენეტი ვლადიმერ პუტინი კი თანდათან აღწევს თავის მიზნებს და ევროკავშირს პოლიტიკურ უძლურად წარმოაჩენს, _ წერს ბრიტანული ჟურნალი The Spectator.

ბრიტანულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა როს კლარკმა გაიხსენა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ცოტა ხნისწინანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, გერმანია გეგმავდა რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმას და ყველას ჰპირდებოდა, რომ 2024 წელს რუსეთის ბუნებრივი აირის წილი საერთო მოთხოვნის 10 პროცენტზე მეტი არ იქნებოდა. მაგრამ ამჟამინდელი ვითარების ფონზე ბერლინის გეგმებს განხორციელება არ უწერია. გერმანია საჭისა და აფრების გარეშე დარჩა, რადგან ახლა ტონს პუტინი იძლევა და, გათიშვების ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, გერმანიას ორი წლის შემდეგ აღარ მიაწვდიან რუსულ ბუნებრივ აირს, რომლის ბოიკოტსაც შეძლებდა”, _ განმარტა როს კლარკმა.

27 ივლისის დილის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის მილსადენით გადაქაჩვა დღე-ღამეში 33 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა _ ეს რამდენიმე დღისწინანდელ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია, ხოლო თითქმის 5-ჯერ ნაკლებია გამოცხადებულ სიმძლავრეზე. როგორც კლარკი აღნიშნავს, რუსული ბუნებრივი აირის გადაქაჩვის მოცულობის შემცირების შემდეგ რისკის ზონაში აღმოჩნდნენ არა მხოლოდ გერმანია, რომელიც ისედაც რეცესიის ზღვარზეა, არამედ სხვა ევროპული ქვეყნებიც. “ევროპას, განსაკუთრებით გერმანიას, ეკონომიკური რყევები ემუქრება და არა მხოლოდ ენერგეტიკული შიმშილის გამო. პუტინმა ევროპა პოლიტიკურ უძლურად აქცია”, _ წერს კლარკი.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here