Home ახალი ამბები საქართველო თემურ მაისურაძე:  საქართველო მონობის ახალ სტადიაზე გადავიდა, ჩვენ ევროკავშირში კი არ შევდივართ,...

თემურ მაისურაძე:  საქართველო მონობის ახალ სტადიაზე გადავიდა, ჩვენ ევროკავშირში კი არ შევდივართ, ევროპის კოლონია ვხდებით

“ევროკავშირის სახელმწიფოები ცალ-ცალკე ყველა პატივსაცემია, მაგრამ ევროკავშირს მართავენ ნეოლიბერალი მმართველები, რომელთათვისაც სამშობლო, ეროვნება, კულტურა არაფერს ნიშნავს. ეს კი ჩემთვის მიუღებელია, მიუღებელია ევროკავშირი, ამიტომ არ მიხარია”

379

14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ეს ამბავი მთავრობამ 15 დეკემბერს ზარზეიმით აღნიშნა. დიდი და პატარა ერთმანეთს ულოცავდადიდ გამარჯვებას”, მადლობელნი იყვნენ მთავრობის და ქვეყნის წინსვლის შესახებ აღტაცებით საუბრობდნენ

რას მოგვიტანს ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ _ ევროკავშირის წევრობა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:

_ არ ვიცი, რა სასიხარულო ამბებს ელოდება ქართველი ხალხი ევროკავშირისგან, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი კარგი არ არის. ჩვენ დაგვიწესებენ კვოტას ლტოლვილების მიღებაზე, რაც ძალიან სერიოზული დარტყმაა პატარა საქართველოსთვის, საიდანაც ადგილობრივი მოსახლეობა გარბის. ეკონომიკურ საკითხს რაც შეეხება, გეტყვით, რომ არავინ იზრუნებს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაზე, საქართველოს შესაძლებლობებს კი კარგად გამოიყენებენ სათავისოდ. თურქეთს ევროკავშირის წევრობაზე უარს ეუბნებიან და ამის მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში თურქეთი ბევრ ქვეყანას თავზე დააჯდება, ჩვენ შემთხვევაში კი სხვაგვარად იქნება _ ევროპის ყველა სახელმწიფო დაგვაჯდება თავზე. ძლიერისა და სუსტის პრინციპი არ მოშლილა, დათვი და კურდღელი ერთი ძალისანი ვერ იქნებიან, მე და ბილ გეითსი ერთნაირად ვერ ვიცხოვრებთ, თანაბარი უფლებები ვერ გვექნება.

გასული საუკუნის 90-იანი წლების აღტაცებას მაგონებს დღევანდელობა. იმხანად აღტაცებულები ვიყავით, რადგან თავისუფლება მოვიპოვეთ, მაგრამ ამას მოჰყვა ნგრევა, მსხვრევა, გავყიდეთ საქართველო და გახარებული ვყვიროდით “გაუმარჯოს!”.

ახალგაზრდებმა არ იციან, რა არის ეკონომიკა. 90-იანებშიც ამბობდნენ: ეკონომიკას ეკონომისტებმა მიხედონ და პოლიტიკას ჩვენ მივხედავთ, ჩაი და წყალიც გვეყოფაო… ეკონომიკა და პოლიტიკა ცალ-ცალკე ვერ იქნება. ეკონომიკა მონეტის ერთი მხარეა, პოლიტიკა _ მეორე და მონეტის სისქე სამართალია… სანამ ამ ყველაფერს კარგად ვერ გავაცნობიერებთ, სულ ასე ვიქნებით, წყალწაღებულნი.

200 წლის წინათ ქართველები, მიუხედავად აღმავალი თუ დაღმავალი გზისა, ვცხოვრობდით, ამერიკის შეერთებული შტატები კი ახალშექმნილი სახელმწიფო იყო. ევროკავშირის სახელმწიფოები ცალ-ცალკე ყველა პატივსაცემია, მაგრამ ევროკავშირს მართავენ ნეოლიბერალი მმართველები, რომელთათვისაც სამშობლო, ეროვნება, კულტურა არაფერს ნიშნავს. ეს ჩემთვის მიუღებელია, მიუღებელია ევროკავშირი, ამიტომ სიხარულს არ განვიცდი. საქართველო მონობის ახალ სტადიაში შევიდა, ჩვენ ევროკავშირში კი არ შევდივართ, ევროპის კოლონია ვხდებით.

_ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრებლად მოგვანიჭეს, მაგრამ იქვე გვითხრეს, რომ ძალიან ბევრი რამ გვექნება შესასრულებელი, რათა ევროპის დიდი ოჯახის ღირსეული წევრები გავხდეთ. შეიძლება საქართველოს მართლაც ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ აქ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ, ეს ევროპამ რომ არ გვითხრას, თვითონ არ შეგვიძლია გამოვასწოროთ ხარვეზები და სხვისი მითითებების გარეშე ვიცხოვროთ კარგად?

_ კარგად ცხოვრების შესაძლებლობა საქართველოს ნამდვილად აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ხელს უშლის ჩვენი ხელისუფლებების უთავმოყვარეობა. სასამართლოსა და სამართლიანობას გვიწუნებენ ევროპელები, არადა, როცა საქართველოში სამართალი იყო, ევროპაში მისი მისხალიც არ არსებობდა. საქართველოში მონათმფლობელური წყობილება არ გვქონია, ისინი კი ადამიანებს ექსპლუატაციას უწევდნენ, ქვეყნებს იპყრობდნენ, ძარცვადნენ, ყვლეფდნენ და ასე მდიდრდებოდნენ. ევროპა სხვა ქვეყნების ძარცვის ხარჯზე აშენდა… გონზე თუ მოვალთ, მივხვდებით, რომ სხვისგან სასწავლი არაფერი გვჭირს. შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა კარგად მოვარგოთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და ისეთი სამართალი, ეკონომიკა და პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომ ჰარმონიაში ვიცხოვროთ. შინევროპაში”-, _ გაიძახიან და როგორი მდაბიო ლოზუნგია?! ქართველები ევროპელები არასოდეს ვყოფილვართ. საქართველო აზიაა ტერიტორიულად, რელიგიურად _ ევროპა, მაგრამ ევროპაში ის რელიგიაც აღარ არსებობს. მენტალურად ენდემური ერი ვართ, ჩვენთან შერწყმულია ევროპული და აზიური კულტურა. ევროპასა და აზიაშიც არის ქართული კულტურის ნაწილი. ეს ყველაფერი იციან, მაგრამ მაინც ზარ-ზეიმს მართავენ იმისთვის, რომ ევროპის მონები ხდებიან. ასე მანქურთიზმში გადავდივართ. ეს  სიხარულს კი არა, მღელვარებასა და მწუხარებას იწვევს.

საბჭოთა კავშირიდან გამოვედით თავისუფლებისთვის, ვითომ ფეხზე წამოვდექით და შევდივართ ჩვენი ტრადიციებისთვის მიუღებელ კავშირში, გამოდის, ხელახლა ვიდგამთ უღელს.

_ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვშორდებით

_ ჩვენი “ევროპული გზა” წინააღმდეგობაშია ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან. ამ ზარ-ზეიმით, რომელსაც ვუყურებთ, ვხვდები, რომ, თუ ევროპა მოგვთხოვს მის რიგებში გაწევრებისთვის ტერიტორიებზე უარის თქმას, ჩვენი მთავრობა ამასაც დათანხმდება. ეს ჩემთვის მიუღებელია და ამას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ.

_ გამოდის, არაფერში გვარგია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირიქით, დამღუპველიც კი შეიძლება აღმოჩნდესამ სტატუსით რუსეთს ხომ არ გავაღიზიანებთ?

_ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეში “სტატუსი”, ალბათ, ხელს შეგვიშლის. ამ სტატუსით სუვერენიტეტს ვკარგავთ. საქართველოს შეეძლო, ყველა ქვეყანასთან ერთნაირი ურთიერთობა ჰქონოდა ევროკავშირში შესვლის გარეშეც. ვინმე გვიშლის საგანმანათლებლო ურთიერთობა გვქონდეს, მაგალითად, გერმანიასთან? _ არავინ. ჩინეთი არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ…

 ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი, მათ შორის ეს ზეიმიც, დიდხანს არ გაგრძელდება, გეოპოლიტიკა ყველაფერს დაალაგებს და, სანამ ევროკავშირის წევრები გავხდებით, ეგ კავშირი აღარ იარსებებს.

ტვინის გამორეცხვაც არის და გამორეცხვაც…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here