Home ახალი ამბები მსოფლიო “თავში ყველაფერი გადამიტრიალდა: პუტინმა მოსწავლეებს უამბო სან სანიჩზე, რომელმაც მისი ბედი განსაზღვრა”

“თავში ყველაფერი გადამიტრიალდა: პუტინმა მოსწავლეებს უამბო სან სანიჩზე, რომელმაც მისი ბედი განსაზღვრა”

153

რუსეთის განათლების სამინისტროს გეგმის მიხედვით, 5 სექტემბრიდან რუსეთის სკოლებში ჩატარდება თემატური გაკვეთილებისაუბრები მნიშვნელოვანზე”, რომლებზეც მოსწავლეებთან ისაუბრებენ პატრიოტულ თემებზე, აგრეთვე, გამოამზეურებენ ფეიკებს, _ წერს topnew.ru.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 სექტემბერს კალინინგრადში ყოფნისას ჩაატარა ასეთი გაკვეთილი წარჩინებულ მოსწავლეებთან. საუბრის მიმდინარეობისას  პუტინმა ილაპარაკა განათლების მნიშვნელობაზე, რომლის მთავარი მიზანი არის “საკუთარი თავის პოვნა და ცხოვრებით კმაყოფილება”. ეს, პუტინის აზრით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსათვისაც.

მოსწავლეები პრეზიდენტს კითხვებს არ უსვამდნენ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო სპეცოპერაციის შესახებ, მაგრამ ეს თემა პუტინმა წამოსწია და განმარტა, რომ დღეს სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობა ძალიან მნიშვნელოვანია; მაგალითად მოიყვანა ინფორმაცია, რომელიც მისთვის განსაცვიფრებელი იყო.

როგორც გაირკვა, დონბასში და უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც, რომლებიც ახლა რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა, მოსახლეობამ არ იცოდა, რომ უკრაინას სსრკის შექმნამდე სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდა და რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. რესპუბლიკა კი შეიქმნა ბევრი ხალხის ნების წინააღმდეგ, განსაკუთრებით დონბასის მოსახლეობის _ ეს გადაწყვეტილება ლენინმა მიიღო კომუნისტური პარტიის ყრილობაზე, არც ეს იცოდნენ უკრაინელებმა. ამას გარდა, ბევრმა არ იცოდა ყირიმის ხიდის არსებობის შესახებაც. პუტინმა აღიარა, რომ, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, პირი დააღო.

არა მხოლოდ ბავშვებმა, ზრდასრულებმაც კი არ იციან, რომ უკრაინას არ ჰქონდა სახელმწიფოებრიობა საბჭოთა კავშირის შექმნამდე”, _ თქვა პუტინმა.

2014 წელს უკრაინაში ადამიანები გამოვიდნენ სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ. ამან გამოიწვია ომი კიევსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას შორის. ამასთანავე, ომის ინიციატორი კიევი იყო.

ჩვენი მისია ამ ომის შეწყვეტაა. ადამიანებისა და თვით რუსეთის დაცვაა”, _ აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყეს ანტირუსული ანკლავისშექმნა და ამ შემთხვევაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია სამართლიანია”.

პუტინმა უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. მათ რჩევებიც მისცა. რუსეთის ლიდერმა პიროვნებებად მოიხსენია თავისი მასწავლებლები და ძიუდოს მწვრთნელი. გამოჩენილთა შორის პუტინმა დაასახელა თავისი კოლეგა “კა-გე-ბე”-დან სან სანიჩი, რომელიც 25 წლის განმავლობაში არალეგალურად მუშაობდა, მაგრამ ამის გამო სამშობლოსგან მადლობები არ მოუთხოვია”.

“როცა ეს მოვისმინე, თავში ყველაფერი გადამიტრიალდა”, _ აღნიშნა პუტინმა და განმარტა, რომ ამის შემდეგ მის კრედოდაც იქცა ძველი მზვერავის კრედო.

დასასრულ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მადლობელია რუსეთის მოქალაქეების მიერ მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის და ამიტომ უფრო მეტად კმაყოფილია იმით, როგორც აეწყო მისი ცხოვრება.

გიორგი გაჩეჩილაძე

topnew.ru.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here