Home ახალი ამბები მსოფლიო ტაქტიკა “ათასი ჭრა”: 1 სექტემბერს უკრაინელები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შეჭრას 700 სპეცრაზმელით...

ტაქტიკა “ათასი ჭრა”: 1 სექტემბერს უკრაინელები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შეჭრას 700 სპეცრაზმელით შეეცადნენ. ახლა ისინი აღარ არიან

214

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კომისიის ჩასვლის დღეს ენერგოდარზე უკრაინიელი სამხედროების თავდასხმის შოკისმომგვრელი დეტალები

მას შემდეგ, რაც ხერსონის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების შეტევის ორი ტალღა захисникიв незалежостი-ს (უკრ._ დამოუკიდებლობის დამცველების) სისხლში ჩაიხრჩო, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა პოდოლიაკმა დაიწყო იმის ახსნა, “რა იყო ეს”, _ წერს svpressa.ru.

პოდოლიაკის თქმით, “კონტრშეტევა, უკრაინული გაგებით, ომის სხვა ტიპია… ჩვენ აქტიურად ვიყენებთ HIMARS-ებისა და MLRS-ების სისტემებს რუსეთის ჯარების ზურგის დასანგრევად”. ამ ბლა-ბლა-ბლას გადმოცემას აზრი არ აქვს, თუმცა აღსანიშნავია ფრაზა “ჩვენ ვიყენებთ ათასი ჭრის ტაქტიკას. მათ (რუსებმა) პანიკურად უნდა გადაადგილონ თავიანთი რეზერვები ფრონტის ხაზზე. დაე, იფიქრონ, სად შეუტევს უკრაინა დღეს”.

სახელდობრ, ტაქტიკა “ათასი ჭრის” ჩარჩოებში იყო 1 სექტემბერს, დილით, ენერგოდარში ატომური ელექტროსადგურის დაპყრობის მცდელობა. დიახ, ეს არ იყო რიგითი დივერსია, ეს იყო ზაპოროჟიეს აეს-ის შტურმით აღებით მცდელობა. რუსეთის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დაგეგმილი იყო 700-მდე სპეცრაზმელის, ტაქტიკური ჯგუფის შეტევა. ზაპოროჟიეს აეს-ზე თავდასხმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) მისიის ვიზიტის დღეს შემთხვევით არ იგეგმებოდა.

სადგურის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ, ის ოპერატიულად დაენაღმათ და რუს ჯარისკაცებს ძალიან გაუჭირდებოდათ მისი დაბრუნება.

აღსანიშნავია, რომ აესს-ის ყოფილმა მთავარმა ინსპექტორმა ოლი ჰეინონენმა 31 აგვისტოს, უკრაინელთა მხრიდან დესანტის გადმოსხმის მცდელობამდე 1 დღით ადრე, “ბი-ბი-სის” განუცხადა, რისთვის მიდიოდა აესს-ის კომისია ენერგოდარში. როგორც გაირკვა, სხვა საკითხებთან ერთად, ინსპექტორებს სურდათ, გაერკვიათ, წნეხში ხომ არ ჰყავდათ მოქცეული რუსებს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები.

“იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროსადგური რუს სამხედროებს უკავიათ, იქ მომუშავე უკრაინელები თავიანთი და ოჯახების უსაფრთხოების რისკის გამო ისე ღიად ვერ ისაუბრებენ, როგორც გვსურს”, _ განაცხადა ჰეინონენმა. ანუ ყველას მიანიშნა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური “თავისუფალი” რომ იყოს, დასავლეთი იმ სადგურის პერსონალზე საშინელი ანგარიშსწორების დეტალებს შეიტყობდაო.

ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველი დესანტი გასაბერი ნავებით გადავიდა ივანოვკასთან, ენერგოდარიდან დაახლოებით 5 კმ-ის დაშორებით მდებარე დასასვენებელი ბაზების რაიონში. როგორც ჩანს, მათი ამოცანა იყო რუსი სამხედროების ძირითადი ნაწილის ყურადღების მიპყრობა. ერთი მხრივ, აქედან ელექტროსადგურამდე საკმაო მანძილია, მაგრამ გაწმენდას ამ ტყიანი ადგილისა, რომელშიც გაფანტულია უამრავი პატარა სახლი, ატომური ელექტროსადგურის დამცველი რუსი სამხედროები მოკლე ხანში ვერ შეძლებდნენ. ზონის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლებოდა, რადგან არ იყო გამორიცხული, უკრაინელებს ქალაქში შეეღწიათ. ეს ოპერაცია დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ რუსი სამხედროები წასულიყვნენ ივანოვკისკენ, აეს-ში კი მცირერიცხოვანი გარნიზონი დაეტოვებინათ, ამ მომენტში უკრაინის სპეცრაზმის დესანტი 2 ბარჟით პირდაპირ სადგურთან უნდა გადამსხდარიყო და შეჭრილიყო ატომურელექტროსადგურში. მათთვის მხარი უნდა დაეჭირა ენერგოდარში “დაძინებულ” 7 დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფს (ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი რუსმა სამხედროებმა გამოავლინეს და გაანადგურეს). ექსპერტთა აზრით, ზაპოროჟიეს აეს-ის დაპყრობის ოპერაციას ბრიტანული სპეცსამსახურ “მი-6”-ის თანამშრომლები ამზადებდნენ, რომლებმაც შავ ზღვაში კუნძული ზმეინი “აიღეს”. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ კუნძულის გადასვლას “პერემოგა” (“გამარჯვება”) ძნელად შეიძლება ეწოდოს, ინგლისელები მაინც ამაყობენ თავიანთი ბრწყინვალე ოპერაციით.

შეგახსენებთ, რომ რუსები ზმეინიდან წავიდნენ თურქების “დიდი თხოვნის” შემდეგ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ჩარჩოებში, მაგრამ ეს სხვა თემაა.

ინგლისელები 1 სექტემბერს “ნეზალეჟნაიაში”  გეგმავდნენ ხმაურიან შოუს, რათა, პირველ რიგში, გადაეფარათ ზელენსკის წარუმატებლობა ხერსონში, და მეორე _ რამენაირად მოეპოვებინათ ზამთრისთვის ენერგომომარაგების რესურსი, მაგრამ, როცა მათი “ჭრები” ყველგან სამარცხვინოდ დასრულდა, კიევში “ზრადა”-ზე (უკრ. _ ღალატი) აყვირდნენ.

როგორც გაირკვა, “ჟოვტო-ბლაკიტნი” (უკრ. _ ყვითელ-ცისფერი) დესანტის გადასხმის წინ დნეპროვკაში, ენერგოდარის გარეუბანში, რუსებმა გაგზავნეს 2 ვერტმფრენი. ბრიტები და ინკები, აგრეთვე, მათ მიერ მხარდაჭერილი ზელენსკის ბიჭები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ვერტმფრენები ზალპური ცეცხლის ამერიკული რეაქტიული სისტემა HIMARS-ით გაანადგურეს აგვისტოს ბოლოს. მაგრამ რუსებმა ხრახნიანი მანქანებით რამდენიმე საათში გაასუფთავეს მდინარე დნეპრის ნაპირი უკრაინელთა პირველი დესანტისგან. ახლა კიევში დარწმუნებულნი არიან, რომ რუსებმა იცოდნენ ზაპოროჟიეს აეს-ის დაპყრობის ოპერაციის შესახებ, ამიტომ მედესანტეებს გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. ამბობენ, რომ ამას შეიძლება უკრაინის არმიის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნიც კი შეიწიროს, ამერიკული “კრიშის” მიუხედავად, რადგან ეჭვობენ, რომ ინფორმაციამ გენშტაბიდან გაჟონა.

ქაღალდზე გეგმა იდეალური იყო, ისმი-6”-ის სპეციალისტებმა შეადგინეს, რეალიზება კი რთული აღმოჩნდა. გასარკვევია, ვინ გაიტანა ინფორმაცია, რომელიც იცოდა მხოლოდ გენშტაბმა და პრეზიდენტის ოფისმა?” _ წერენ უკრაინელი ჟურნალისტები.

ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა: რა მოხდება?  ზელენსკის გუნდს ზალუჟნის გათავისუფლება რომ უნდოდეს, ამას უკვე გააკეთებდა. სამაგიეროდ, ახლა პრეზიდენტის ოფისის თავზე მოიქუფრა ცა. ვაშინგტონში გაიხსენეს ამერიკელი კონგრესმენი ქალის, ვიქტორია სპარტცის, განცხადება, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ფაქტობრივად, პუტინის აგენტობაში დაადანაშაულა.

ეს მარცხი მძიმე შედეგების მომტანი იქნება კიევის რეჟიმისთვის, კონტრშეტევა ჩაფლავდა, მაგრამ მის გაგრძელებას მაინც ცდილობენ, ანუ ხორცსაკეპი მანქანა კვლავ მუშაობს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://svpressa.ru/war21/article/344792/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here