Home ახალი ამბები მსოფლიო თანამედროვე ფაშიზმის გამანადგურებლის მისიას საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია შეასრულებს

თანამედროვე ფაშიზმის გამანადგურებლის მისიას საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია შეასრულებს

127

გაეროს გენერალური ასამბლეის 77- სესიაზე დასავლეთის ბოსები თითქოს შეთანხმდნენ, კონკურსი გამოეცხადებინათ ყველაზე დიდი სისულელის თქმაზე.

კონკურენცია მწვავე იყო, მაგრამ ყველა დაჩრდილა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის გამოსვლამ, რომელმაც წამოაყენა წინადადება, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის (სულ 5 მუდმივი წევრია) სტატუსი ჩამოერთმიათ რუსეთისთვის და მის ნაცვლად საბჭოში გერმანია შეეყვანათ.

შეგახსენებთ: გაერო _ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ურჩხულის, გერმანული ფაშიზმის, დამარცხების შედეგად. შოლცი კი მოითხოვს, უშიშროების საბჭოდან გააძევონ გამარჯვებული რუსეთი და მის ნაცვლად შეიყვანონ დამარცხებული ფაშისტური რაიხი ამჟამინდელი გერმანიის სახით.

ამტკიცებენ, ოლაფ შოლცის ბაბუა ფაშისტი იყოო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო ბაბუა, თუ მისი შვილიშვილი პირწავარდნილი ფაშისტია, რომელიც ფაშისტური ენთუზიაზმით აიარაღებს და აფინანსებს უკრაინელ ნეოფაშისტებს, აღრმავებს რუსოფობიას და ყველაფერს აკეთებს, რათა თავისი ბაბუის გამო შური იძიოს რუსეთზე, ე.ი.,  შური იძიოს ფაშისტური გერმანიის დამარცხებისა და სამაგალითო დასჯისთვის.

ძალიან სამწუხაროა, რომ თითქმის საუკუნის გასვლის შემდეგ დასავლეთმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და კვლავ ფაშიზმის გზას დაადგა. იმედი ვიქონიოთ, რომ 21- საუკუნის ფაშისტები მე-20 საუკუნის თავიანთი წინამორბედის ბედს გაიზიარებენამ მისიას კი შეასრულებს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე  რუსეთის ფედერაცია.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here