Home ახალი ამბები საქართველო თამთა მეგრელიშვილი ტვ „პირველზე“: ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა ისჯება კანონით, მაგრამ აქ ცალსახად...

თამთა მეგრელიშვილი ტვ „პირველზე“: ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა ისჯება კანონით, მაგრამ აქ ცალსახად არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები

55

„ოპერატორი ურტყამს მასთან მისულ და მოსაუბრე ადამიანს. გამომდინარე იქიდან, რომ უცნობია საუბრის შინაარსი, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ოპერატორს საუბრის მიღმა შეურაცხყოფენ. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური არხების პოლიტიკა თავდასხმა, ფეიკები და პროვოკაციებია მაქვს ეჭვი, რომ ამ შემთხვევაშიც – აი, გვირტყამენ! შეგნებულად აგორებული თემაა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „პოსტივის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ოპერატორისა და მოქალაქეების დაპირისპირებას ასახავს.

„ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა ისჯება კანონით, მაგრამ აქ ცალსახად არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

ადამიანთა ჯგუფი ესაუბრება კონკრეტული ტელევიზიის ოპერატორს, ოპერატორი გადადის შეტევაზე და ურტყამს კონკრეტულ პიროვნებას.(კადრში ყველაფერი ჩანს). ოპერატორი ურტყამს მასთან მისულ და მოსაუბრე ადამიანს.

გამომდინარე იქიდან, რომ უცნობია საუბრის შინაარსი დაზუსტებით ვერ ვიტყვით რომ ოპერატორს საუბრის მიღმა შეურაცხყოფენ. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური არხების პოლიტიკა თავდასხმა, ფეიკები და პროვოკაციებია მაქვს ეჭვი, რომ ამ შემთხვევაშიც – აი გვირტყამენ! შეგნებულად აგორებული თემაა. შეგნებული პროვოკაციაა!

პროვოკაცია რომელიც ემსახურება მიზანს – ოპოზიციური მედია საფრთხის ქვეშაა, გვირტყამენ, გვცემენ!  ქვეყანა სავსეა მოძალადე ჯგუფებით! შეგნებული პროვოკაცია ყველა თქვენს სხვა მიზანთან ერთად ადვილად იშიფრება და არ გინდათ, არა“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here