Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი უკვე დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში –...

კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი უკვე დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში – თამთა მეგრელიშვილი

150

„მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია. სამწუხაროა, რომ პროცესის მიმართ დამახინჯებული მიდგომები გახდა აშშ-სა და ევროპარლამენტის ხელწერა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. 

მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი პრინციპებითა და მიდგომებით. ასევე არც ერთი ქვეყნის ელჩი, მათ შორის არც ა.შ.შ.-ს ელჩი არ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უფროსი.

„აშშ-ის წარმომადგენელი ქალბატონი კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი უკვე დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში. მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიას საქმეზე გამოცხადდა განაჩენი, აშშ-ის ელჩის დავალებით საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს შეხვდა აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი (აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკი), რომელმაც საუბრისას გამოიკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოითხოვა განმარტება – თუ რატომ იქნა ნიკა გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლისგან მისთვის არასასურველი პასუხების მოსმენის შემდეგ კი მან მოსამართლეს მოახსენა, რომ ის ჩახსნილი იყო აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამიდან რომლითაც (მოსამართლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ამერიკელი მოსამართლეების საქმიანობის პრაქტიკას, საქმის წარმოების წესსა და პრაქტიკას).

ამის პარალელურად ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია. სამწუხაროა, რომ პროცესის მიმართ დამახინჯებული მიდგომები გახდა აშშ-სა და ევროპარლამენტის ხელწერა. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი პრინციპებითა და მიდგომებით. ასევე არც ერთი ქვეყნის ელჩი, მათ შორის არც აშშ-ის ელჩი არ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უფროსი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრივი გამოცდილება, მყარი ინსტიტუციები. კი, ღია ვართ საჭირო რეფორმებისათვის თუმცა ეს კონკრეტულ საკითხებში პირდაპირ ჩარევასა და „ძალადობით პოლიტიკას“ გამორიცხავს“, – წერს მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here