Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: 1941-1945 წლებში საქართველო აქტიური იყო ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, 300 ათასი...

თამარ კიკნაძე: 1941-1945 წლებში საქართველო აქტიური იყო ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, 300 ათასი ქართველი დაიღუპა და… ბოლოს და ბოლოს, სტალინი ქართველი იყო!

“საქართველო არ არის კარგ მდგომარეობაში. ის, ერთი მხრივ, დასავლეთის; მეორე მხრივ, ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალების წნეხშია მოქცეული”

382

16 დეკემბერს რუსეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეასნაციზმის ჰეროიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისრეზოლუციის პროექტი წარუდგინა. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 120-მა ქვეყანამ, 10-მა თავი შეიკავა, 50 კი წინააღმდეგი იყო, მათ შორის საქართველოც. ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას მხარი არ დაუჭირა ჩვენმა ქვეყანამ, რომლის 300 ათასმა წარმომადგენელმა სწორედ ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირა თავი; ქვეყანამ, რომელსაც დიდი სამამულო ომის 161 გმირი ჰყავს

 “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე:

_ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი “ასოცირების” ხელშეკრულებაზე. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა დასავლური თანამეგობრობის წევრად განიხილება და იძულებული იყო, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. არავინ იცის, რა ხდება კულისებს მიღმა, რას ფიქრობენ; არც ის ვიცით, რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ ფაშიზმის აღკვეთის წინააღმდეგ ხმის მიცემა… თუმცა, აქვე ვიტყვი იმას, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური ქვეყანა იყო 1941-1945 წლებში ნაციზმის წინააღმდე ბრძოლაში, დიდ სამამულო ომში 300 ათასი ქართველი დაიღუპა და… ბოლოს და ბოლოს, სტალინი ქართველი იყო!

_ ამბობთ, რომასოცირებისხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, “დასავლური თანამეგობრობისწევრები ვართ, მაგრამ ნუთუ რეზოლუციაზეთავის შეკავებისუფლებაც არ აქვს საქართველოს? კენჭისყრისას 10-მა ქვეყანამ თავი შეიკავა

 _ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველო “დასავლურ თანამეგობრობაშია” და გადაწყვეტილებები იქ თანხმდება. შესაბამისად, საქართველოს, როგორც ჩანს, სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ ჰქონდა… ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო იძულებულია, ამ ყველაფერში აქტიურად მონაწილეობდეს, რადგან ყველამ ვიცით, რომ  დღეს მსოფლიოში რუსეთის დემონიზება მიმდინარეობს; ცდილობენ, ჰიტლერის პოლიტიკა სტალინის პოლიტიკას გაუთანაბრონ. ყველამ ვიცით ნიურნბერგის სასამართლოს შესახებ, მაგრამ დღეს პროცესები ისე მიდის, რომ დასავლეთი ცდილობს, ერთმანეთს გაუთანაბროს ფაშიზმი და კომუნიზმი. ეს ძალიან სამწუხაროა…

_ რა პროცესებიც მიმდინარეობს მსოფლიოში, ყველა ხედავს, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ამჟამინდელი ხელისუფლების ერთერთი გავლენიანი პირი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ იმ ომში (დიდ სამამულო ომში _ ..) ქართველები ძალით გაყარესო.…

_ ქართველები საბრძოლველად ძალით არავის არსად გაუყრია… საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ფაშიზმი აღირებულია, როგორც საშინელი, არაადამიანური იდეოლოგია და რეჟიმი, 1941-1945 წლების ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სისხლისმღვრელი ომია, ამიტომ პროგრესულმა საზოგადოებამ დაგმო ფაშისტური გერმანიის ქმედებები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებობს ტენდენცია, რომ ფაშიზმი კომუნიზმს გაუთანაბრონ…

_ საქართველის ხელისუფლება აქტიურად არ ებმება უკრაინაში მიმდინარე პროცესებში, არ გზავნის ოფიციალურად სამხედროებს საბრძოლველად, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, ფაშიზმის წინააღმდეგ რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირა, აგრეთვე, გიორგი ვოლსკის განცხადება, რომ დიდ სამამულო ომში ქართველები ძალით გაყარეს, ხომ არ იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ საქართველო, აქტიურად თუ არა, ჩუმად მაინც მხარს უჭერს უკრაინულ ფაშიზმს ….

_ საქართველოს ხელისუფლება ვერ დაუჭერს მხარს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტიურად უნდა ჩავერთოთ ბრძოლაში, ეს კი ხელს არ გვაძლევს… ასე რომ, საქართველო არ არის კარგ მდგომარეობაში, ის, ერთი მხრივ, დასავლეთის და, მეორე მხრივ, ჩვენივე ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალების წნეხშია მოქცეული.

_ საქართველოს ხელისუფლების საქციელი ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს აღიზიანებს. ხელისუფლებას ხომ შეეძლო, შეერთებოდა იმ ათ ქვეყანას, რომლებმაც თავი შეიკავეს რუსეთის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეისთვის წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერაზე?

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველო განიხილება დასავლურ თანამეგობრობაში. მას შესასრულებელი აქვს 12 პუნქტი, რომლებიც კანდიდატის სტატუსს მისცემს. აქედან გამომდინარე, იძულებულია, მოიქცეს ისე, როგორც ეტყვიან…

_ ამიტომ არის ვალდებული საქართველო, ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას მხარი არ დაუჭიროს?

_  ვგრძნობ თქვენ გაღიზიანებას, მაგრამ ვიტყვი: საქართველოს მმართველი ძალა ემოციურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან ახლა, ამ ეტაპზე არ სურს ე.წ. დასავლური თანამეგობრობის გაღიზიანება.

_ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში 300 ათასი ქართველი დაიღუპა და, სულ რაღაც, 75 წლის თავზე საქართველოს მმართველები ფაშიზმს მხარს უჭრენ, ეს საშინელებაა

_ მესმის… ბაბუაჩემიც დიდ სამამულო ომში დაიღუპა… მაგრამ, იმ პროცესების ფონზე, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს, როცა პატარა ქვეყანას პირობებს გიყენებენ, იძულებული ხარ, ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტოლოგი ვარ, ხალხის ხმაც მესმის და პოლიტიკოსებისაც… ეს ხელისუფლება, რომელიც მართლა ცდილობს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს; რასაც ახერხებს, ისიც საკვირველია, რადგან მემკვიდრეობაც ცუდი ერგოთ და აწმყო _ კიდევ უარესი…

ხისტად მოქმედება საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია. 12 პუნქტი შესასრულებელი აქვს. “ასოცირების ხელშეკრულებაზე” ხელი მოწერილია, ეს ბევრს რამეს ავალდებულებს ხელისუფლებას. ამ ყველაფრის ნიველირებით შეიძლება კოლაფსში აღმოვჩნდეთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რადგან ასე მოვდივათ ამდენი წელიწადი _ ჩვენ სხვაზე დამოკიდებული გავხდით.Kკოლაფსი ჯერ აქ გვაქვს, ხელისუფლება ახერხებს, თავიდან აირიდოს ბევრი რამ, რაც დამღუპველი იქნება საქართველოსთვის, ვგულისხმობ ომში ჩართვას და ა.შ.

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გააფორმა ხელშეკრულებები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის _ აშენდება ანაკლიის პორტი, რომელიც ეკონომიკას გააძლიერებს… უცბად ვერ და არ მოვა ყველაფერი. მთავარია, იყოს მშვიდობა, რომლის უზრუნველყოფასაც ცდილობს საქართველოს მთავრობა.

_ თუ რუსეთი ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს და ჩვენი ხელისუფლება ამის წინააღმდეგი იქნება, მშვიდობას უნდა ველოდოთ?

_ რუსეთი საქართველოს თავს არ დაესხმება. რუსეთი დადებითად აფასებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მცდელობას, შეინარჩუნოს მშვიდობა. რუსეთის პრეზიდენტი საუბრებში საჯაროდ არ აცხადებს, მაგრამ მის სიტყვებში გამოსჭვივის ჩვენი ქვეყნისადმი დადებითი განწყობა.

ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან ის წინა ხელისუფლებებზე უკეთ მოქმედებს. თავისუფლები რომ არ არიან, ყველამ იცის; რუსეთი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ერთ ქვაბში რომ ხარშავს, ესეც ვიცით; მაგრამ ჩვენი ქვეყანა გონს მოვიდა და მოდი, ყველამ რაღაც ფორმით შევუძახოთ, დავინდოთ, ნუ გავკიცხავთ, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები ვერ და არ არიან…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here