Home ახალი ამბები მსოფლიო ტაკერ კარლსონი: ტრანსგენდერული მოძრაობა  ქრისტიანების წინააღმდეგ არის მიმართული

ტაკერ კარლსონი: ტრანსგენდერული მოძრაობა  ქრისტიანების წინააღმდეგ არის მიმართული

215

Fox News-ის მიმომხილველი ტაკერ კარლსონი დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენი ტრანსგენდერებს  აქეზებს. მისი „გიჟური“ იდეოლოგიის გამო ქვეყანა გაივსო არაბინარული პირებით, რომლებიც ყველაფერში თავიანთი უფლებების დარღვევას ხედავენ. ისინი მზად არიან, „გამოასწორონ“ ვითარება და იბრძოლონ „თანასწორობისთვის“  ძალადობრივი  გზით, – წერს  გეოპოლიტიკის  ექსპერტი, ბელარუსის პრეზიდენტთან არსებული მართვის აკადემიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის  სინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი იური ბარანჩიკი თავის  ტელეგრამ-არხЮрий Баранчик“ -ში.

„გასულ კვირას შევამჩნიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრანსგენდერულ მოძრაობაში გავრცელდა მებრძოლი, თითქმის საშიში განწყობები. ეროვნული საზოგადოებრივი რადიო მოუწოდებს ტრანსგენდერ ადამიანებს, იყიდონ იარაღი – რაც შეიძლება მეტი  – და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ. „მსოფლიო საშიში გახდა, – განმარტა იარაღის მქონე ერთმა არაბინარულმა პირმა, – და საპასუხოდ შენც  უნდა გახდე საშიში”. ეს ჩვენ  უცნაურად გვეჩვენება. არის თუ არა აშშ მართლაც საშიში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის? ნუ, ვთქვათ, დასავლეთ ბალტიმორი საშიშია. იქ ადვილად შეიძლება მოგკლან. დიახ, რა თქმა უნდა, თუ ამ ქვეყანაში ტრანსგენდერი ხარ, მაშინ ცხადია, ამას ბევრი მინუსი აქვს, მაგრამ არის გარკვეული პლიუსებიც. მაგალითად, თქვენთვის გაცილებით ადვილია ჰარვარდში მოხვედრა. უფრო იოლია  მუშაობის დაწყება „სიტიბანკში“ ან თეთრ სახლში ბაიდენის ხელმძღვანელობით. თუ ტრანსგენდერი ხართ და შეგიძლიათ,  ფრანი  ააფრინოთ, პენტაგონი სიამოვნებით მოგამზადებთ F-35-ის პილოტად, რათა  ჰოლივუდმა ამ ამბავზე  ფილმი გადაიღოს. ტრანსგენდერად იდენტიფიკაცია, რამდენი  უარყოფითი მხარეც უნდა ჰქონდეს ამას, რეალურად გაძლევთ გარკვეულ სტატუსს აშშ-ში, ამიტომ ბევრი ახალგაზრდა იქცევა ასე.  დღეს არც ისე ბევრი 19  წლის ახალგაზრდა  თანხმდება ავტომექანიკოსად ან ტექნიკოსად მუშაობას აღმოსავლეთ ოჰაიოში მდებარე რეგიონულ ენერგეტიკულ კომპანიაში, მაგრამ კოლეჯის პირველკურსელები თავს ხშირად წარმოაჩენენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებად. რატომაც არა? ყველა რანგის ხელმძღვანელებს ეზიზღებათ მუშათა კლასის წარმომადგენელი თეთრკანიანები, მაგრამ პატივს სცემენ ტრანს-საზოგადოებას. ადამიანები, უბრალოდ, რეაგირებენ გარკვეულ სტიმულებზე. რაღაც თვალსაზრისით ეს რაციონალურია, მაგრამ ეს არ ხსნის იმ რისხვას, რომელიც მოვისმინეთ, როდესაც მიმდინარეობდა ის NPR პროგრამა. რატომ არის ზოგიერთი ტრანსგენდერი ასე გააფთრებული და რატომ არიან ისინი გაბრაზებული, სახელდობრ, ტრადიციულ ქრისტიანებზე? ჩვენ ვერ გავიხსენებთ პასტორის მიერ მოკლულ ვერც ერთი ტრანსგენდერს. როგორც ვიცით, ეს არასდროს მომხდარა. ასე რომ, ეს არ არის ქრისტიანული ძალადობის რეალური საფრთხე, რომელიც შთააგონებს ზოგიერთ ტრანსგენდერს, იყიდოს AR-15  შაშხანები. არა, ეს რაღაც უფრო ღრმა უნდა იყოს. ტრანსმოძრაობა არის ქრისტიანობის საპირისპირო სარკისებური გამოსახულება და, შესაბამისად, მისი ბუნებრივი მტერი.

ქრისტიანობაში შესვლის საფასური არის იმის აღიარება, რომ ღმერთი არ ხარ. ქრისტიანები საჯაროდ  აღიარებენ, რომ მათ არაფერზე არ აქვთ  რეალური ძალაუფლება და ამიტომ უკიდურესად მოკრძალებულნი არიან თავიანთი პიროვნული სათნოებების მიმართ. ისინი პირდაპირ გეტყვიან, რომ  არიან ცოდვილები, უმწეოები და არსებითად არარაობები. მათ არ რცხვენიათ ამის. ისინი ამაყობენ ამით. „მხოლოდ რწმენამ გადაარჩინა ჩემნაირი ნაძირალა“ (That Saved A Wretch Like Me), – ნათქვამია ყველაზე ცნობილ ქრისტიანული ჰიმნში, რომელიც ოდესმე დაწერილა ინგლისურად. ტრანსმოძრაობას საპირისპირო თვალსაზრისი აქვს. ტრანსიდეოლოგია პრეტენზიას აცხადებს თვით ბუნების ბატონობაზე. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანის ბუნება, ის, რითაც   დავიბადეთ, – გეტყვიან ისინი ველური თვითდაჯერებით. ქრისტიანები არასოდეს დაეთანხმებიან ასეთ მტკიცებას, რადგან თვლიან, რომ მხოლოდ ღმერთს აქვს ასეთი ძალა. დაუთანხმებლობა, ბუნებაზე ტრანსგენდერის გაბატონების აღიარებაზე უარის თქმა აბრაზებს  ტრანსსაზოგადოების ზოგიერთ წევრს. ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ  თვითონ არიან  ღმერთები, ვერ იტანენ შეხსენებას, რომ ეს ასე  არ არის. ქრისტიანობა და ტრანსგენდერული ორთოდოქსია სრულიად შეუთავსებელი თეოლოგიებია. ისინი ვერასოდეს შეძლებენ შერიგებას. ისინი ერთმანეთთან კოლიზიის  გზაზე არიან.  ამ მხარეებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, მეორეზე ადრე დაღვრის სისხლს. აი, რა მივიღეთ გასულ კვირას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/9137

                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here