Home ახალი ამბები საქართველო სწორედ ახლაა იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთს, როგორც თანასწორს, ისე ვესაუბროთ და ელემენტარული...

სწორედ ახლაა იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთს, როგორც თანასწორს, ისე ვესაუბროთ და ელემენტარული გარანტიები მოვითხოვოთ

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დღე-დღეზე დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთთან, ზუსტად ისე, როგორც ეს თურქეთმა გააკეთა

199

ივლისში ევროზონაში ინფლაციის დონემ 8,9%- მიაღწია. ეს რეკორდული მაჩვენებელია. “ევროსტატისგანმარტებით, ინფლაციის დონის მატების ძირითადი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ითა და სურსათის 10%-ით გაძვირებაა. რეკორდული ინფლაციის საპასუხოდ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმაა ბოლო ათწლეულში პირველად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდაამასთანავე, გერმანიის ქალაქების უმრავლესობამ სახელმწიფო დაწესებულებებში ცხელი წყლის მიწოდება შეწყვიტა, რათა ადამიანებმა შხაპი აღარ მიიღონ და ამით ენერგია დაზოგონ. ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა მინისტრებსა და ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ჰალსტუხებით არ იარონ, ასე ნაკლებად დასცხებათ და კონდიციონერის ჩართვის საჭიროებაც აღარ იქნება. ის, რომ ევროპის დიდ ქვეყნებში მოუწოდებენ, ზამთარში გამათბობელი 2 გრადუსით ნაკლები დატვირთვით ამუშაონ, არახალია

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის ფონზე თურქეთის ეკონომიკამ განვითარების მაღალი სიჩქარე აკრიფა. მიზეზი ერთადერთია _ რაზეც უარი თქვა ევროპამ, მშვიდად მიიღო თურქეთმა. საუბარი რუსეთთან ურთიერთობაზეა. დავიწყოთ იმით, რომ თურქეთმა ყველა სანქცირებულ რუს ბიზნესმენს კარი ფართოდ გაუღო და უთხრა, რომ თურქეთში ინვესტიციებს ჩადებენ, სახელმწიფო მათ მხარს მაქსიმალურად დაუჭერს. ამასთანავე, თურქეთმა შეძლო ის, რასაც ჩვენ, უკვე წლებია, გავიძახით _ ევროპაამერიკის მიერ სანქცირებულ რუსეთთან სასაუბროდ დაჯდა და ახლა მთავარი საკვები პროდუქტი _ მარცვლეული, მსოფლიოში სწორედ თურქეთის გავლით გადის.  თურქეთი ყიდის როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მარცვლეულს და, პრაქტიკულად, მსოფლიოში ყველაზე დიდ მიმწოდებლად იქცა. არ დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ნატოს წევრია და, ორ ათეულ წელზე მეტია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. სწორედ ახლა გამოჩნდა, რომ თურქეთს ევროკავშირის წევრობა არაფერში სჭირდება, ის აცხადებს, რომ არ ღალატობს თავის ღირებულებებს და სწორედ ამიტომ აჭიანურებენ ევროკავშირში მის მიღებას. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ დიდი ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს, ეს იმპერია კი ევროპის უდიდეს ნაწილსაც მოიცავდა, მაგრამ ერდოღანს ამ აბიციის გამო არ აკრიტიკებენ.  რა გამოდის? თურქეთს აქვს ამ ყველაფრის უფლება და ჩვენ არა? და რატომ? იმიტომ, რომ თურქეთის ჯარი ნატოს წევრ ქვეყნებში მეორეა ამერიკის შემდეგ? თუ იმიტომ, რომ იმდენი თურქია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რამე რომ გაუბედონ, თავზე დაამხობენ ყველაფერს? ანუ, ეს ის შემთხვევაა, როცა ძალა აღმართს ხნავს და თურქეთს ვერ ერევიან, ჩვენ კი გვერევიან და პატარა ერის გადაყლაპვას ცდილობენ. თანაც ისე, თვითონ არ გაისვარონ და სურთ, მეზობელს, მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოსა და ერთმორწმუნე რუსეთს წავეკიდოთ. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით ჰყოფნის ჭკუა და ამ ავანტიურაში არ ერევა, მაგრამ…

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დღედღეზე (და არა თვეების ან წლების შემდეგ) დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთთან, ზუსტად ისე, როგორც ეს თურქეთმა გააკეთა, და ესაუბროს ყველაფერზე _ სავაჭრო ურთიერთობებით დაწყებული, უვიზო მიმისვლის აღდგენითა და ეკონომიკური ურთიერთობების მოგვარებით დასრულებული. ჰო, ყველაფერზე, რადგან სწორედ ეს გააკეთა თურქეთმა და, ევროპელებისგან განსხვავებით, არც ზამთრის ეშინია, არც ფასების მატების და სულ არ აინტერესებს, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული სამხედრო დაპირისპირება რამდენ ხანს გაგრძელდება. ისე, როგორ არ ვახსენოთ თურქეთის პრეზიდენტის განცხადება, ომი მხოლოდ ამერიკას აძლევს ხელს, ევროპას კი დაანგრევსო. მაშინაც ვერავინ გაბედა შეწინააღმდეგებოდა. ჩვენდა სამწუხაროდ, თურქეთი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ჩამოყალიბდა ერთ-ერთ გავლენიან მოთამაშედ და სამწუხაროდ იმიტომ, რომ იმავე ერდოღანმა ერთერთ მიღებაზე ლექსი წაიკითხა და ღიად მიანიშნა, რომ მესხეთს თურქეთის განუყოფელ ნაწილად თვლის და მისი დაბრუნების დროც მოვაო

1 აგვისტოდან რუსეთიდან შემოტანილი მზესუმზირის ზეთი გაძვირდა და გაძვირდა იმიტომ, რომ რუსეთმა საბაჟო გადასახადი გაზარდა. ეს გადასახადი არ გაზრდილა, მაგალითად, ბელარუსისთვის, მოლდოვისთვის… იმ მოლდოვისთვის, რომელსაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი უფეშქაშა და მერე რა, რომ მოლდოველები რუსების წინააღმდეგ არ მიდიან, არც მეორე ფრონტს უხსნიან და, საზოგადოდ, კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ. მოლდოვას ამის უფლება მისცეს, საქართველოს კი არა, რადგან, როგორც ამერიკის ელჩმა განმარტა, თურმე შტატებს 6 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში დახარჯული და, საქართველომ მეზობელთან ურთიერთობა რომ მოაგვაროს, ეს ფული წყალში გადაყრილი გამოვა.

იმავე 1 აგვისტოს უკრაინის პორტები უკვე დატოვა მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა და ისინი თურქეთისკენ მიემართება. ჰოდა, ახლა თურქეთი უკარნახებს მსოფლიოს მთავარი საკვები პროდუქტის ღირებულებას დაზუსტად იგივე შეეძლო გაეკეთებინა საქართველოს, მიეღო როგორც უკრაინული, ასევე რუსული ხორბალი და მსოფლიოში გაენაწილებინა, თავადაც სარგებელი ენახა და, რაც მთავარია, სადაც ამხელა თურქეთის ეკონომიკა წამოსწია, ხომ ხვდებით, ეს ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკას რას უზამდა?! მაგრამ არა, უფლება არ მოგვცეს, ამოგვესუნთქა, რადგან გამართული ეკონომიკა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ნიშნავს,  დამოუკიდებელი და წელში გამართული ქვეყანა კი დასავლეთს არაფერში სჭირდება. დასავლეთს სწორედ ისეთი ქვეყანა უნდა, რომელსაც მუდმივად წამოაძახებენ, რომ მასზე 6 მილიარდი აქვს დახარჯული, რომ აქ სხვა გეგმები აქვს და კულუარებში მოსთხოვენ მეორე ფრონტის გახსნას. რა მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლება ხმამაღლა იტყვის, რომ მზად არის რუსეთთან სასაუბროდ? _ პირველ რიგში, ოპოზიცია წამოყოფს თავს, მაგრამ, მის სიტყვას ფასი რომ არ აქვს, კარგად მოგეხსენებათ. მერე უკვე დასავლეთი ჩართავს თავის შესაძლებლობებს, ეს ურთიერთობა რომ არ შედგეს და არაფრის დიდებით არ მოხერხდეს ერთ მაგიდასთან დასხდომა. არადა, ახლა სწორედ ის დროა, როცა რუსეთსაც ძალიან სჭირდება საქართველო, სწორედ ახლაა იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთს, არა როგორც მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას, არამედ, როგორც თანასწორს, ისე ვესაუბროთ, ელემენტარული გარანტიები მოვითხოვოთ და, რაც მთავარია, გარანტიები გავცეთ. ორმხრივი შეთანხმებისთვის იდეალური გარემო გვაქვს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდის, იმიტომ, რომ სიტყვის თქმას გამბედაობა უნდა და მზადყოფნა იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე დასავლეთის შემოტევა მოვიგერიოთ. მხოლოდ თურქეთი არ არის მაგალითი, აქვეა უნგრეთი, სერბეთი, ევროპის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვეს, არც რუსული ბუნებრივი აირის მიღებაზე ყარეს ქოშები და შედეგად მიიღეს ის, რომ ხელისუფლებებს მოსახლეობაც მხარს უჭერს და ზამთრისაც არავის ეშინია. დასავლეთმა სცადა უნგრეთის დაყოლიება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, აი სერბეთი კი… მას ვერაფერი გაუბედეს, რადგან სერბებს ახსოვთ ამერიკელთა მიერ გადამწვარი ქვეყანა და ათასობით მოკლული ბავშვი თუ მოზარდი, ქალი თუ კაცი… მაშინაც უზარმაზარი  ფული “ჩაასხა” ამერიკამ სერბეთის „დემოკრატიის განვითარებისთვის“, მაგრამ სერბებმა ბოლომდე იბრძოლეს და… მიიღეს გადამწვარი ქვეყანა და წვალებით ფეხზე დამდგარი სახელმწიფო, რომელიც ამერიკას აღარ ემონება. სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ დასავლეთი აუცილებლად შეეცდება, საქართველო ისეთ პროვოკაციაზე წამოაგოს, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს კონკრეტულად რუსეთის მიმართ. იქ კარგად ხვდებიან, რომ ვითარება ნელნელა, მაგრამ მტკიცედ მიდის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის რეგულირებისკენ და ზუსტად იციან, რომ ერთ მაგიდასთან დასხდომის შემხვევაში საქართველოში დასავლური ამბიციები და გეგმები, უბრალოდ, დასრულდება. სწორედ ამ მიმართულებით გვმართებს სიფრთხილე, თორემ ოპოზიციას რა შეუძლია, უკვე ვნახეთ და მასზე ხელი არა მხოლოდ ქართველმა ამომრჩეველმა, არამედ დასავლეთმაც ჩაიქნია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ რუსეთთან სასაუბროდ მზად არის და მზად არის სწორედ ახლა. ამის შემდეგ დასავლეთის ნებისმიერი ქმედება ოფიციალურად შეფასდება პროვოკაციად, თორემ, თუ დაველოდებით, რას იზამს ევროპა და ამერიკა, შესაძლოა, გათვლა ვერ მოვახერხოთ. მითუმეტეს, ბებერი ევროპა შავ დღეშია, უკვე 12-მა დიდმა სახელმწიფომ აღიარა, რომ ზამთარში ძალიან დიდი პრობლემა ექნება და არ იცის, ამ პრობლემას ადგილობრივი მოსახლეობა როგორ გაუმკლავდება. ის მოსახლეობა, რომელიც უკვე ხმამაღლა წუწუნებს როგორც კომუნალურების, ისე სურსათზე ფასების მომატების გამო. ვისაც ევროპული აქციები ახსოვს, გადამწვარი პარიზი და ბერლინიც ემახსოვრება, იქ არ იციან მშვიდობიანი აქციები, იქ რადიკალური ზომების მიღებას ითხოვენ. ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში არ გვიღებენ, ვიყოთ ევროპელები და რადიკალური გადაწყვეტილება მივიღოთ _ რუსეთთან ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და მერე გამოჩნდება, რეალურად ვის რა სურს და რა ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here