Home ახალი ამბები სვანეთში მამას 8 შვილი, სახლში წლებია დამწყვდეული ყავს – სახელმწიფო კი უძლურია

სვანეთში მამას 8 შვილი, სახლში წლებია დამწყვდეული ყავს – სახელმწიფო კი უძლურია

1878
სვანეთში ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი წლებია უკვე სახლში ჰყავს გამოკეტილი.მათგან ყველაზე უფროსი – გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი – 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ.

ბავშვების მამა “კურიერთან” საუბარში ამბობს, რომ ის ამით შვილებს საზოგადოებისგან იცავს და აცხადებს რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

“კურიერის” ინფორმაციით დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ და თვეში ერთხელ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ.

ამირან დევნოზაშვილი აღიარებს, რომ ამის გამო სამართალდამცველებთან პრობლემები ჰქონდა. შინაპატიმრობა და განათლების შეზღუდვა კანონით ისჯება, თუმცა საბოლოოდ ვერც მისი დარწმუნება შეძლეს და ვერც ბავშვებს უშველეს.

მეზობლები შეშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ ბავშვების შინაპატიმრობიდან დახსნა არაერთხელ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

მეზობლების მოთხოვნისა და მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამირან დევნოზაშვილმა შვილებს მხოლოდ ტელევიზორის ყურების უფლება მისცა, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით.

მას შემდეგ, რაც ვერც პოლიციამ და ვერც სოციალურმა მუშაკებმა მამა ვერ დაარწმუნეს, რომ შვილები შინაპატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, საქმეში მეუფე ჩაერთო, თუმცა სასულიერო პირიც უძლური აღმოჩნდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here