Home ახალი ამბები საქართველო სუროვიკინის გეგმა: განადგურდეს უკრაინის შეიარაღებული ძალები 60 დღეში

სუროვიკინის გეგმა: განადგურდეს უკრაინის შეიარაღებული ძალები 60 დღეში

710
სერგეი სუროვიკინი

ამერიკელთა გათვლებით, უკრაინულ ვერმახტს ორი თვე რჩებაპერემოგისთვის” (უკრაინულად პერემოგა ნიშნავს გამარჯვებას). ამის შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, კიევი მოსკოვთანმირნიაკ”- (სამშვიდობო მოლაპარაკებებს) დათანხმდება, _ წერს svpressa.ru.

„უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმების გაგრძელება უზარმაზარ გავლენას მოახდენს კიევსა და მის მხარდამჭერებზე დასავლეთში. ზამთარში მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, დიდი ალბათობით, საჭირო იქნება დახმარების დიდი ნაკადი, ამასთანავე, გაგრძელდება ლტოლვილების დიდი გადინება ევროპაში“, _ მიაჩნია ამერიკულ ანალიტიკური გამოცემა Military Watch-ს.

MW-ის ანალიტიკოსის აზრით, დასავლელი და უკრაინელი საზოგადოებების დაღლილობა მკვეთრად მოიმატებს, თუ ფრონტები დასტაბილურდება და არ იქნება ახალი „პერემოგები“. უკრაინული ვერმახტის ხარკოვისა და ხერსონის ოპერაციები კი უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფული დანაკარგებისა და ზურგში გამყინვარების აპოკალიფსის ფონზე მეათე გეგმად გადავა. ანალოგიურ თვალსაზრისზეა კიდევ ერთი გამოცემა Eurasia Review-ი. ნიშანდობლივია, რომ ექსპერტ მაიკ უიტნის მიერ ER-ში გამოქვეყნებული ანალიტიკური წერილი გადაბეჭდა პენტაგონის აგრეგატორმა Real Clear Defense-მ, რომელიც პროუკრაინულ პოზიციებზეა. ექსპერტს მიაჩნია, რომ სერგეი სუროვიკინმა გააკეთა არაპოპულარული, მაგრამ ერთადერთი სწორი არჩევანი, როდესაც ჯარები გაიყვანა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან. რა თქმა უნდა, მის ადგილას ზალუჟნი ხერსონს მარიუპოლივით დაიცავდა და ქალაქს ნანგრევებად აქცევდა, რაც მთავარია, 25 ათასი ჯარისკაცს დაკარგავდა. არსებობს მოსაზრება, რომ წარმატებული ბრძოლების გარეშე შეუძლებელია სამხედრო კამპანიის მოგება. ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ისტორიამ იცის ბევრი მაგალითი, როდესაც გარდამტეხი მომენტი დადგა მოტივირებული და კარგად გაწვრთნილი სამხედრო კადრების დაკარგვის გამო. ამასთანავე, არაპირდაპირი მაჩვენებლების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე, სულ ცოტა, ორჯერ განახლდა, ხოლო რუსული ჯარები კვლავ უმცირესობაში იბრძვიან, პრაქტიკულად, თავდაპირველი შემადგენლობით.  გარედან, რა თქმა უნდა, ცუდად ჩანს რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლა ხერსონიდან და ხარკოვის მიმართულებიდან, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ უკრაინულ ვერმახტს შტურმით არ აუღია არც ერთი დიდი ქალაქი, როგორიცაა, მაგალითად, მარიუპოლი, ლისიჩანსკი ან სევეროდონეცკი, ამიტომ ძნელი სათქმელია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პროფესიონალურად მოქმედებენ.

რუსეთის უახლოესი მიზანია, დაასრულოს დონბასის გათავისუფლება, ამოცანა, რომელიც ჯერ არ არის მიღწეული და რომელიც საჭიროებს იმაზე მეტ ჯარისკაცს, ვიდრე შებოჭილნი იყვნენ ხერსონში და, დიდი ალბათობით, დაიღუპებოდნენ”, _ მიაჩნია მაიკ უიტნის. ამას გარდა, ნებისმიერი სამხედრო კამპანია ასევე არის საზოგადოებრივი მხარდაჭერა ზურგში, რომელიც არ შერყეულა რუსეთის ფედერაციის მიერ დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვების შემდეგ.

თუ გავიხსენებთ ამერიკული არმიის დამარცხებას ვიეტნამში, აგრეთვე, ავღანეთში, იმხანად საიგონიდან და ქაბულიდან იანკების სამარცხვინო გაქცევის ტრიგერი იყო შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივ აზრთან შექმნილი დიდი პრობლემები დიდი დანაკარგების ფონზე.   დიახ, ერთი მხრივ, ხერსონი უბრძოლველად ჩაბარდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ღვთისგან მივიწყებული პატარა სოფელი სუხოი სტავოკი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საოლქო ცენტრის თავდაცვის წინა იყო, მსოფლიოში უდიდეს სამხედრო სასაფლაოდ იქცა 21- საუკუნეში. უკრაინელმა ექსპერტებმა ყურადღება მიაპყრეს იმას, რომ ზეგუნდმა ახალი მობილიზაცია გამოაცხადა. ისინი წერენ, რომ ძლიერი და მოტივირებული მამაკაცების ნაცვლად დაიწყეს ზაზუნების მასის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თითქოსდა ნებაყოფლობით გაწვევა. ყველამ, ვინც იცის, როგორ მუშაობს “ნენკას” (უკრ. დედიკოს) რეკრუტირების სისტემა, იტყვის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნებაყოფლობითობის პრინციპს ცვლიან იძულებით _ „კოლაბორაციონიზმში“ დადანაშაულების მუქარით. მაგალითად, თუ არ გსურთ, იყოთ “ნეზალეჟნაიას ზახისნიკი” (დამოუკიდებლობის დამცველი _ გ.გ.), მაშინ თქვენ ხართ “რუსნია, სოვოკი და ვატნიკი” (სლენგზე: რუსი, ცუდი საბჭოელი და რუსეთის რეჟიმის მომხრე _ გ.გ.). 

 „რუსეთი კვლავაც ყველა სტრატეგიული მიზნის მიღწევის გზაზეა, მიუხედავად წყალქვეშა რიფებისა, რომლებსაც ამ გზაზე წააწყდა“, _ დარწმუნებულია Eurasia Review-ის ექსპერტი. ჩნდება კითხვა: რა იქნება შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, სუროვიკინის შტაბში ცხრაკლიტულში დევს. რა თქმა უნდა, შეიძლება, შევეცადოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემდგომი ტაქტიკისა და სტრატეგიის პროგნოზირებას, რასაც ახლა ნატოს ყველა შტაბი აკეთებს. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გადამწყვეტი ბრძოლა არ დაიწყება მანამ, სანამ უკრაინის ვერმახტი და მაიდნური საზოგადოება დემორალიზებული არ იქნება: პირველი _ უზარმაზარი დანაკარგებითა და ჯარისკაცის ცუდი რესურსით, რომელმაც შეცვალა მოტივირებული მოკლული ნაცისტები; მეორე კი _ ურთულესი ცხოვრების პირობების გამო.

„ახალი მეთაურის [სუროვიკინის] დროს სამხედრო ოპერაციების მთავარი მიმართულება არის ყველა ძალისა და საშუალების განადგურება, რომელიც მტერს საშუალებას აძლევს, განაგრძოს ომი“, _ განაცხადა აშშ-ის არმიის პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა. რა თქმა უნდა, იქნება ლოკალური ოპერაციები დონბასში, როგორიცაა ბრძოლები ავდეევკის, არტიომოვსკის (ბახმუტის), უგლედარისთვის, მაგრამ მხოლოდ ისეთი, როგორიც დააკმაყოფილებს დონეცკის უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახლა დასავლეთი ზელენსკის მიიჩნევს “ძაღლად, რომელმაც სადავიდან აიწყვიტა”. სხვათა შორის, არაერთი დასავლელი ექსპერტი, რომელიც ღვთის საჩუქარს ერბოკვერცხში ურევს, ამბობს, რომ “ნენკოს” რადიკალიზაცია გამოწვეულია ფრონტზე  მიღწეული “პერემოგებით” და მაიდნურ საზოგადოებაში მომწიფდა მთლიანად სამხედრო კამპანიაში გამარჯვების მძლავრი მოთხოვნა. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლომდე უნდა იბრძოლონ. სხვათა შორის, გერმანელი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც 1945 წლის გაზაფხულის დასაწყისში ასევე ოცნებობდა წითელი არმიის დამარცხებაზე, რომელიც უკვე შესული იყო მესამე რაიხის ტერიტორიაზე. საკითხავი ის კი არ არის, ვის რა უნდა, არამედ ის, ვის რა შეუძლია. ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო სულისკვეთება ამაღლებულია და იქ ეიფორია სუფევს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თუნდაც წარმოვიდგინოთ, რომ “ნეზალეჟნაიას ზახისნიკები” სადღაც წინ წაიწევენ, მაინც კატასტროფული ზარალი ექნებათ.  მაიკ უიტნი მიიჩნევს, რომ საიდუმლო კომუნიკაციები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ ჯეიკ სალივანს, რუსეთის ყოფილ ელჩს ვაშინგტონში იური უშაკოვსა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილ უფროს ნიკოლაი პატრუშევს შორის არ მიმდინარეობდა რეგულირების რაღაც ფორმულაზე. მხარეებმა, სავარაუდოდ, “საათების ისრები  ერთ დროზე გაასწორეს” და, შესაძლოა, გავლენის ზონებიც გაიყვეს.

შესაძლებელია, რომ სალივანმა გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგები, რომ აშშ არ დაუშვებს, რუსეთის მიერ კონფლიქტის თავისი პირობებით მოგვარებას და გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის გადამწყვეტი გამარჯვება“, _ ნათქვამია Eurasia Review-ში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ წერილში. მაგალითად, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტი დაიშლება, მაშინ ამერიკელები თავიანთ ჯარებს უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე გაგზავნიან. ეს, მაკგრეგორის შეფასებით, ნიშნავს ერთ რამეს: შეერთებულ შტატებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვების არ სჯერა. ნატომ პოლონეთსა და რუმინეთში საექსპედიციო ჯარი შექმნა 90 ათასი მეომრით, მათ შორის 40 ათასი ამერიკელია, 30 ათასი _ პოლონელი და 20 ათასი _ რუმინელი. ინსაიდერის ცნობით, მოსკოვმა, თავის მხრივ, სალივანის მეშვეობით გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ “ნენკაში” ამერიკულ-პოლონურ-რუმინული კონტინგენტის შესვლა ნიშნავს ნატოს ჩართვას რუსებისა და ბანდერელების  კონფლიქტში. მართალია თუ არა ეს, არავინ იცის, გარდა ადამიანების ვიწრო წრისა. მეორე მხრივ, ამერიკელთა გათვლებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორი თვე აქვთ, რომ სამხედრო კამპანია დაასრულონ ბანდერშტატისთვის (გალიცია, მხარე  დასავლეთ უკრაინაში, სადაც დიდ პატივს სცემენ უკრაინელ ნაციონალისტ სტეპან ბანდერასა და მის თანამებრძოლებს _ ..) მაქსიმალურად უკეთესი პირობებით. “აშშ ძალიან შეშფოთებულია უკრაინის კოლაფსით. ექსპერტთა გათვლებით, უკრაინის მთელი ეკონომიკა, სოციალური და სამხედრო ინფრასტრუქტურა 60 დღეში დაინგრევა. ხალხი შეძლებისდაგვარად განაგრძობს ქვეყნის დატოვებას. ვითარება საშინელია“, _ წერს მაიკ უიტნი ანალიტიკურ ანგარიშში.  ამ დროისთვის მიწა გაიყინება და შეიქმნება პირობები რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმატებული შეტევისთვის. აქ უპრიანია Eurasia Review-ს ერთ-ერთი მკითხველის აზრის ციტირება: ყველა ერს აქვს გამარჯვებებისა და დამარცხებების ისტორია. რუსები და უკრაინელები ისტორიულად და გეოგრაფიულად ერთი ერია, მათ შორის განსხვავება უფრო ნაკლებია, ვიდრე მსგავსება. წარსულში რუსებმა დაამარცხეს გაცილებით ძლიერი სახელმწიფოები და, სავარაუდოდ, ახლაც ასე მოხდება“.                                 

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here