Home ახალი ამბები მსოფლიო სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსულ არმიას მასშტაბურად აძლიერებს

სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსულ არმიას მასშტაბურად აძლიერებს

137

თავდაცვის სამინისტროს დასკვნითი კოლეგია ვლადიმერ პუტინისა და სერგეი შოიგუს მონაწილეობით რევოლუციური აღმოჩნდა. ცნობილი შეიქნა, რომ არმიაში გასაწვევთა ასაკი და გაწვევის ზედა ზღვარი სამი წლით გაიზარდა. შეთავაზებულია არმიაში სამხედრო მოსამსახურეთა 1,5 მლნმდე გაზრდა და 2010 წელს გაუქმებული მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების ხელახლა შექმნა. კიდევ რა სიახლეები ელის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უახლოეს მომავალში? ამის შესახებ  vz.ru წერს.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას ჯარში გასაწვევთა ასაკის 18-დან 21 წლამდე გაზრდისა და არმიაში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის 1,5 მილიონამდე (რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამჟამად დაახლოებით მილიონი ადამიანი მსახურობს) მომატების შესახებ. ეს იყო ერთ-ერთი შედეგი თავდაცვის უწყების შემაჯამებელი კოლეგიისა, რომელიც მიმდინარე წლის 21 დეკემბერს გაიმართა უმაღლესი მთავარსარდლის მონაწილეობით. წინადადება გასაწვევთა ასაკის 21 წლამდე, ხოლო გასაწვევებისთვის ზედა ზღვის 27-დან 30 წლამდე გაზრდის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ წამოაყენა. ამასთანავე, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, მოქალაქეს ჯარში შესვლის პირველ დღესვე უნდა მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს, როგორ იმსახუროს _ გაწვევის თუ კონტრაქტის მიხედვით

„გასაწვევთა ასაკის 21 წლამდე აწევა ლოგიკურია. ეს იდეა შემუშავებულია  თავდაცვის სამინისტროს ანალიზისა და რუსეთის არმიის სარდლობის პირადი დაკვირვებების საფუძველზე”, _ განუცხადა შავი ზღვის ფლოტის ყოფილმა მეთაურმა, ადმირალმა ვლადიმერ კომოიედოვმა vz.ru -ს. „ცხადია, 21 წლის ახალგაზრდები უკეთ ითვისებენ ქვეყნის დასაცავად აუცილებელ სამხედრო სპეციალობას, ვიდრე 18 წლისანი. შესაბამისად, მოიმატებს ჩვენი წვევამდელების კვალიფიკაციის დონე“, _ მიაჩნია ადმირალს.

კონტრაქტორების რაოდენობა თითქმის გაორმაგდება

“რუსეთის შეიარაღებული ძალების 1,5 მილიონ მებრძოლამდე მომატების ფარგლებში, წამოყენებული იყო წინადადება, კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცების წილის 695 ათას კაცამდე გაზრდის შესახებ”, _ თქვა შოიგუმ. ეს აუცილებელია “სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების გარანტირებულად გადასაწყვეტად”, _ აღნიშნა მინისტრმა. შესადარებლად: მონაცემების მიხედვით, რომლებზეც შოიგუმ გასულ გაზაფხულს ილაპარაკა, ჯარში კონტრაქტით 380 ათასი ადამიანი მსახურობს.

მომავალი წლის ბოლომდე პროფესიონალი სამხედროების რაოდენობამ ნახევარ მილიონს (521 000) უნდა გადააჭარბოს. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შტატიანი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 1,15 მილიონ ადამიანს უნდა მიაღწიოს.  „რაც შეეხება შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის, მათ შორის კონტრაქტიანი ჯარისკაცების, თითქმის 700 000-მდე მომატების მიზეზებს, შემიძლია ვთქვა ერთი რამ: მისი შემცირება საჭირო არ იყო“, _ განაცხადა  ადმირალმა კომოიედოვმა. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ნატოს მიერ გასაფართოებლად გადადგმული პირველი ნაბიჯების შემდეგ უნდა შეგვეგრძნო ტენდენცია. ახალი წლიდან შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა უნდა მიუახლოვდეს 2008 წლისრეფორმამდელდონეს, როდესაც ის 1,2 მილიონი იყო. შემდეგ კი მოხდა მასშტაბური შემცირება, რომელიც, უწინარესად, შეეხო ოფიცერთა კორპუსს (განახევრდა). სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძლიერ სამხედრო ბლოკებთან (როგორიცაა, მაგალითად, ნატო) დასაპირისპირებლად რუსეთს სჭირდება უფრო მრავალრიცხოვანი და პროფესიონალურად მომზადებული არმია”, _ განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე ბარტოშმა.  „ეს იქნება ძლიერების, საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მატება და ჩვენი შეიარაღებული ძალების დონის ხარისხობრივი ზრდა”, _ ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა. სხვა ექსპერტების აზრით კი, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმირებული არმიის ბირთვს შეადგეგენ ადამიანები, რომლებმაც ახლახან მიიღეს ან იღებენ საბრძოლო გამოცდილებას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში. პერსპექტივაში, კონტრაქტორები ჩაანაცვლებენ მოქალაქეებს, რომლებიც ჯარში გაიწვიეს ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში”, _ ციტირებს შოიგუს სიტყვებს “როსიისკაია გაზეტა”. დავძენთ: როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ახლა 300 000 მობილიზებულიდან 150 000 სპეციალური სამხედრო ოპერაციისNზონაშია.

 ახალმა გამოწვევებმა დედაქალაქის ოლქების აღორძინება მოითხოვა

“გასაწვევთა ასაკის სამი წლით გაზრდისა და 1,5-მილიონიანი ჯარის შექმნის პერსპექტივის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ცვლილება. ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე ნატოს გაფართოების მიმართ საპასუხო ზომებს შორის საჭირო იქნება ორი ახალი სახეობათაშორისი სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანების _ მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების _ შექმნა”, _ განაცხადა შოიგუმ. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმირებები ტერიტორიული პრინციპის მიხედვით ამჟამად დაყოფილია ხუთ ოლქად: დასავლეთის (შტაბბინით პეტერბურგში), ცენტრალურ (ეკატერინბურგი), სამხრეთის (დონის როსტოვი), აღმოსავლეთისა (ხაბაროვსკი) და, როგორც ცალკე ოლქიჩრდილოეთის ფლოტი, უფრო ზუსტად, მისი ერთიანი სტრატეგიული სარდლობა. მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქები უკვე არსებობდა რუსეთის არმიის სტრუქტურაში 2010 წლამდე. ეს ოლქები საბჭოთა არმიაშიც იყო. მოსკოვის სამხედრო ოლქის არსებობის საჭიროება, როგორც იმხანად, ასევე ახლა, განპირობებულია მოსკოვის სამრეწველო რეგიონის დაცვის აუცილებლობით“, _ მიუთითა ადმირალმა კომოედოვმა.  მისი აზრით, ლენინგრადის სამხედრო ოლქის მნიშვნელობა, რომელიც იცავს ჩრდილოეთ დედაქალაქს, იზრდება საბჭოთა პერიოდთან შედარებით; ბოლოს და ბოლოს, იმხანად შვედეთი და ფინეთი ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდნენ, ახლა კი ეს ქვეყნები ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგი ხდება. „საბჭოთა მოდელზე ნაწილობრივი დაბრუნება, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ ვაღიაროთ, იმხანად სამხედრო ოლქი ძალიან ბევრიც კი იყო. ვფიქრობ, ჩვენმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა შეაფასოს მოწინააღმდეგის პოტენციალი ნატოს სახით და, აქედან გამომდინარე, შექმნას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები. ჯარი საჭიროზე მეტი არ უნდა იყოს _ ჩვენ ეს უკვე გავიარეთ სსრკ-ში”, _ აღნიშნა კომოედოვმა.

ჯარში ათობით ახალი ნაწილი და შენაერთი გაჩნდება

ცვლილებები მხოლოდ არმიის  ტერიტორიულ სტრუქტურას არ უნდა შეეხოს. ორი ახალი სამხედრო ოლქის შექმნის (უფრო ზუსტად, ხელახლა შექმნის) გარდა, შოიგუმ წამოაყენა ათი ახალი დივიზიის შექმნის წინადადებაც. ეს დივიზიებია: ხუთი საარტილერიო, ორი სადესანტომოიერიშე და სამი მოტორიზებული. “შვიდი მოტომსროლელი ბრიგადა, რომლებიც განლაგებულია ამჟამინდელ სამხედრო ოლქებში, უნდა გადაფორმატდეს დივიზიებად”, _ თქვა შოიგუმ. მისი აზრით, საჰაერო-სადესანტო ჯარების შემადგენლობაში უნდა გაჩნდეს ხუთი დამატებითი სადესანტო-მოიერიშე დივიზია. დივიზიები უფრო დიდი და ავტონომიური სამხედრო ფორმირებებია, ვიდრე ბრიგადები. შეუძლებელია, ყურადღება არ მივაპყროთ ახალი შენაერთების დისლოკაციის შემოთავაზებულ გეოგრაფიას. “შემოთავაზებულია სამიდან ორი მოტომსროლელი დივიზიის განლაგება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში”, _ აღნიშნავს საინფორმაციო სააგენტო “ტასსი”. ფინეთის მოსაზღვრე კარელიაში, რომელიც, როგორც ჩანს, ლენინგრადის ახალი სამხედრო ოლქის იურისდიქციაში მოექცევა, იგეგმება არმიის კორპუსის განლაგება. შოიგუ გამოვიდა საჰაერო-კოსმოსურ ძალებში კიდევ სამი საჰაერო დივიზიის, ერთი გამანადგურებელი, რვა ბომბდამშენი საჰაერო პოლკისა და ექვსი საავიაციო ბრიგადის შექმნის წინადადებით. სტრატეგიულ მიმართულებებში არტილერია უნდა გაძლიერდეს ხუთი ახალი საარტილერიო დივიზიითა და დიდი სიმძლავრის საარტილერიო ბრიგადებით. „აუცილებელია ასევე, აღინიშნოს გადაწყვეტილება არსებული ბრიგადების საფუძველზე საზღვაო ქვეითთა ხუთი ბრიგადის შექმნის შესახებ სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარებში, _ აღნიშნა შავი ზღვის ფლოტის ყოფილმა მეთაურმა კომოედოვმა. _ ეს მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ორივე ჩეჩნური კამპანიისა და სხვა სამხედრო ოპერაციების, აგრეთვე, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებამ აჩვენა ამ კონკრეტული ტიპის ჯარების უდიდესი ეფექტიანობა თანამედროვე საბრძოლო პირობებში”.

„ჩვენ გვაქვს გრძელი საზღვაო საზღვრები, ასევე, არცთუ კარგად დაცული ჩრდილოეთი ფლანგი. საერთოდ, ვფიქრობ, საზღვაო ქვეითთა ხუთი დივიზიის ჩამოყალიბება მიმართული იქნება რუსეთის გაძლიერებისკენ არქტიკაში, ასევე ბალტიისა და შავ ზღვებზე“, _ აღნიშნა, თავის მხრივ, სამხედრო ექსპერტმა ბარტოშმა. „მათი საქმიანობისთვის საჭიროა ვერტმფრენების პარკის გაზრდა _ როგორც სადესანტო და დამრტყმელის, ასევე, დამხმარე ძალებში არსებულის. სხვათა შორის, შოიგუმ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ვერტმფრენებს _ თითოეულ სატანკო არმიას ჰყავს ავიაცია და იქ იგეგმება 80-100 მანქანის მუდმივად შენარჩუნება”, _ თქვა კომოედოვმა. საუბარია თავდაცვის სამინისტროს წინადადებაზე, შეიცვალოს დიდი სამხედრო დანაყოფების შემადგენლობები. შოიგუს გეგმების მიხედვით, თითოეულ სატანკო და კომბინირებულ არმიაში უნდა იყოს შერეული საავიაციო დივიზია და საავიაციო ბრიგადა, რომლის განკარგულებაშიც იქნება აღნიშნული 80-100 საბრძოლო ვერტმფრენი. „ვერტმფრენებმა უკრაინაში სპეცოპერაციისას თავი წარმოიაჩინეს მტრის ტანკებსა და სახმელეთო ქვედანაყოფებთან საბრძოლო აუცილებელ და ეფექტიან საშუალებად“, _ ამბობს ბარტოში. ამასთანავე, ექსპერტების თქმით, სახმელეთო დანაყოფების თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ეკიპაჟებით გაძლიერება ორ ამოცანას წამოჭრის:

პირველ რიგში, საჭირო იქნება დამატებითი კადრების მომზადება არმიის ავიაციისთვის, საჰაერო-კოსმოსური ძალების კადრების გარდა, არსებული საფრენოსნო სკოლებისა და, შესაძლოა, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებების საფუძველზე;

მეორე _ ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორი იქნება მართვის სტრუქტურა რეფორმირებულ კომბინირებულ და სატანკო არმიებში – როგორი უნდა იყოს პილოტებისა და „სახმელეთოების“ ურთიერთქმედება.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://vz.ru/politics/2022/12/21/1192053.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here