Home ახალი ამბები მსოფლიო სნეულებო, თქვენ დიდი სისტემის პატრონები იყავით!

სნეულებო, თქვენ დიდი სისტემის პატრონები იყავით!

242

დაბალი ფენების სოციალური ტრიუმფი ისტორიაში უიშვიათესი რამ არის. სსრკ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იყო უბრალო ხალხის ტრიუმფი, მაგრამ 1950-იანების შუა წლებიდან სტალინური ეპოქის სოციალიზმმა დაიწყო გარდაქმნანომენკლატურულ სოციალიზმად.. მაგიდის მაღალჩინოსნებისა, რომლებსაც უკვე 1960-იანი წლების ბოლოდან სურდათ მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაში ინტეგრაცია. ის, რომ მსოფლიო სოციალისტური სისტემის პატრონები იყვნენ, მათ არ აღაფრთოვანებდათ, _ წერს რუსი ისტორიკოსი და პუბლიცისტი ანდრია ფურსოვი ვებგვერდ dzen.ruზე.

მსოფლიო კაპიტალის სისტემა ბევრი ამ ადამიანისთვის, ისევე, როგორც მათი პოსტპერესტროიკელი მემკვიდრეებისთვის, ტკბილ და ლამაზ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა _ ხშირად მის ყველაზე ვულგარულ ვარიანტთან. ეს ძალიან ჰგავს ფილმ “მაკენას ოქროს” პერსონაჟის, ბანდიტ ჯონ კოლორადოს ოცნებას, რომელიც სათუთად ინახავდა გაცვეთილ გაზეთ “პარიზულ ცხოვრებას”. ამ გაზეთის ფურცლებზე გამოსახული იყო კანკანის მოცეკვავე გოგონები, მდიდრული სამიკიტნოები და მათი მუდმივი სტუმრები. „პარიზული ცხოვრება” კოლორადოს ქცევის დომინანტაა. ისინი, ვინც მსოფლიო სოციალისტური სისტემა კაპიტალიზმზე გაცვალეს, განაწყენებულები არიან, რომ ადგილი არ შეუნახეს კაპიტალისტური სისტემის ცენტრში. სნეულებო, თქვენ დიდი სისტემის პატრონები იყავით; „ბურჟუაზიაში ჩაწერაზე”, ანუ სხვა დიდ სისტემაში მის ელემენტად ჩართვაზე თანხმობით თქვენ დათანხმდით პატარა სისტემის პატარა პატრონის მდგომარეობას. მთელს განსაზღვრავს ელემენტი და არა პირიქით. პატარა პატრონი ვერ შეძლებს, დაჯდეს ნამდვილი პატრონის გვერდით, რომლისთვისაც ის მხოლოდ მოურავია. ეს სსრკ-ის დიდი სისტემის პატრონთან იყვნენ დასავლეთის პატრონები თანაბარ პირობებში, ახლა კი excuzes nous (ჩვენ გვაპატიეთ). თემურ კიბიროვის მიხედვით გამოვიდა: „ჩვენ თვითონ ვარწყიეთ ტამბურში და აი, გვაძევებენ, გავყავართ”. მარაზმში ჩავარდნილ ბრეჟნევთანაც კი ვერც ერთი დასავლელი ლიდერი ვერ გაბედავდა ისე ლაპარაკს, როგორც გორბაჩოვს ან ელცინს ელაპარაკებოდნენ.

 მოამზადა  ლუკა მაისურაძემ

https://dzen.ru/media/govoritfursov/socialnyi-triumf-nizov–redchaishaia-vesc-v-istorii-sssr-byl-v-techenie-63fdaa8272051e06a122ce27?&utm_referer=www.google.com                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here