Home ახალი ამბები მსოფლიო სლოვენია და იტალია “ბალკანურ მარშრუტზე” არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ერთობლივ ოპერაციას იწყებენ

სლოვენია და იტალია “ბალკანურ მარშრუტზე” არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ერთობლივ ოპერაციას იწყებენ

492

ორი ქვეყნის სასაზღვრო ძალები საზღვრის გასწვრივ ტერიტორიებზე პატრულირებას განახორციელებენ. პატრულირება მოხდება კვირაში ოთხჯერ: სამჯერ _ სლოვენიის მხარეს და ერთხელ _ იტალიის. 

“ერთობლივი პატრულირება სასაზღვრო კონტროლის აღდგენას არ ნიშნავს. ეს ზომა მოწოდებულია, გაამარტივოს ოპერატიული ვითარება, დააჩქაროს გაქცევის მსურველთა და სატრანსპორტო საშუალებათა დაკავება, გააუმჯობესოს კონტროლი საზღვრის ორივე მხარეს”, _ განმარტეს სლოვენიის სასაზღვრო პოლიციაში.

იტალიის სასაზღვრო სამსახურში კი იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მიგრანტაბთან მუშაობის დონის ამაღლებასა და კონტრაბანდისტთა წინააღმდეგ ზომების გაუმჯობესებას.

რომში გამოაცხადეს, აგრეთვე, რომ, თუ დასახელებული ზომები შედეგს არ მოიტანს, იტალია-სლოვენიის საზღვარზე დამცავ ბარიერებს აღმართავენ.

მოამზადა გიორგი გავაშელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here