Home ახალი ამბები მსოფლიო “სკეფსისის საგანგაშო დონე” _ დემოკრატებსაც კი არ სურთ ბაიდენის მეორე ვადით არჩევა

“სკეფსისის საგანგაშო დონე” _ დემოკრატებსაც კი არ სურთ ბაიდენის მეორე ვადით არჩევა

114

თეთრი სახლის მეთაური ჯო ბაიდენი თითქმის ყოველდღე კარგავს ამერიკელთა ნდობას. ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დემოკრატების მხარდამჭერი ამომრჩევლების 64%- პრეზიდენტის პოსტზე სხვა კანდიდატი სურს, _ იუწყება The New York Times.

ჯო ბაიდენი თავისი პარტიის მხარდამჭერებში სკეფსისის საგანგაშო დონეს შეეჯახა. დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი ამომრჩევლის 64 პროცენტს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატის ხილვა სურს. რეგისტრირებული ამომრჩევლების სამი მეოთხედის აზრით, აშშ არასწორი მიმართულებით მოძრაობს, “პესიმიზმით განიმსჭვალა ქვეყნის თითოეული კუთხე, ყველა ასაკობრივი თუ რასობრივი ჯგუფი, ქალაქი, გარეუბანი,  პოლიტიკური მხარე”, _ წერს გამოცემა და ხაზს უსვამს, რომ ამერიკელთა შორის ბაიდენისადმი ნდობის რეიტინგი სახიფათო ნიშნულამდე დაეცა. ბაიდენისადმი უარყოფითი დამოკიდებულება განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეინიშნება.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here