Home ახალი ამბები საქართველო დღეს, 22:00 საათზე „უცნობი“ სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს

დღეს, 22:00 საათზე „უცნობი“ სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს

193

დღეს, 22:00 საათზე „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „უცნობის კიდობანში“ გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

„ერთ-ერთი კრიტიკული მედიის ჟურნალისტი დამხვდა ე.წ. შლაგბაუმთან და რაღაც ინფორმაცია გადმომცა. საღამოს ეთერისთვის ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ, თუ საერთოდ რა ხდება, როგორ ვრცელდება საზოგადოებაში ეს „კანალიზაცია“, რასაც ვითომ „კრიტიკული“ მედია ჰქვია. ძალიან ბევრ რამეს მოვისმენთ ერთად, ყველაფერს ფარდა აეხდება, გამომჟღავნდება ყველა და ყველაფერი, ვინც დგას ამ ყველაფრის წინ, უკან და თუნდაც შუაში. მეც ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი რაღაც დღეს მოხდებოდა, ზუსტად მაშინ, როცა ჩვენ სარჩელი შევიტანეთ იმ ტელეგადაცემისთვის, რაც ნოდარ მელაძემ გააკეთა „ტვ პირველზე“ და ამ დროს ვიღაცას ეყო ნამუსი, სინდისი, კიდევ არ აქვს გაწყვეტილი შუბლის ძარღვი ბოლომდე და ყველაფერს ერთად ავხდით ფარდას. საღამოს ეთერში ძალიან დიდი სიურპრიზები გველის ყველას ერთად“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

https://imedinews.ge/ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here