Home ახალი ამბები მსოფლიო სკანდალი დიდ ბრიტანეთში: ლგბტ ლობი მოითხოვს, 2 წლის ბავშვებს სქესის არჩევის უფლება...

სკანდალი დიდ ბრიტანეთში: ლგბტ ლობი მოითხოვს, 2 წლის ბავშვებს სქესის არჩევის უფლება მისცენ

94

დიდ ბრიტანეთში ახალი სკანდალი აგორდა ტრანსგენდერული თვითშეგნების ბაგაბაღის ჯგუფამდე გაახალგაზრდავების მოთხოვნის გამო: ლგბტქ+ საქველმოქმედო ორგანიზაცია Stonewallმა თავისი კვლევების საფუძველზე განაცხადა, რომ ბავშვებს უკვე 2 წლიდან შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი სქესობრივი კუთვნილება.

“სკანდალი მაშინ აგორდა, როცა საქველმოქმედო ორგანიზაცია Stonewall-მა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ჩემი 4 წლის შვილი არ შეესაბამება გენდერულ ნორმებს, მაგრამ საბავშვო ბაღი ამას პატივს არ სცემს”, _ იუწყება გამოცემა MailOnline.

სტატია დაწერილი იყო ანონიმი ტრანსგენდერი მამაკაცის მიერ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი გოგონა თავს ბიჭად მიიჩნევს.

“კვლევები აჩვენებს, რომ 2 წლის ბავშვები უკვე აღიარებენ თავიანთ ტრანსიდენტობას. მიუხედავად ამისა, ბევრ საბავშვო ბაღსა და სკოლაში ასწავლიან თავიდანვე მიცემული სქესის ბინარულ გაგებას. ლგბტქ+ და მასში შემავალ სხვა თემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ყველა ახალგაზრდის კეთილდღეობაში”, _ წერს MailOnline.

კომპანია Transgender Trend-ის დირექტორი სტეფანი დევისარაი აღნიშნავს: “საგანგაშოა უკიდურესი იდეოლოგიური მტკიცებულება, რომ ბიოლოგიურ სქესს მნიშვნელობა არ აქვს, იმ დროს, როდესაც ის, თუ როგორ გრძნობთ თავს, განსაზღვრავს თქვენს გენდერს. _ აი რას ვასწავლით ბავშვებს. სინამდვილეში, რასაც ისინი აკეთებენ _ ეს არის ბავშვებთან სასტიკად მოპყრობის პროპაგანდა, რომლის ქვეშაც ვგულისხმობ იმას, რომ ისინი მოუწოდებენ ზრდასრულებს. ტყუილი უთხრან ბავშვებს მათი სქესის ყველაზე ფუნდამენტურ რეალობაზე”.

სკანდალი გამოიწვია ინფორმაციამ, რომ იანვარში გაირკვა, როგორ მისცეს Stonewall -მა სახელმწიფო ორგანოებმა 1.25 მლნ გირვანქა სტერლინგი გრანტის სახით.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here