Home რუბრიკები პოლიტიკა SIC TRANSIT GLORIA MUNDI – ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება

SIC TRANSIT GLORIA MUNDI – ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება

ბატონი ბიძინა იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი”, _ განაცხადა გასულ კვირასტვ პირველისეთერში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ცნობილია, რომ ივანიშვილი კენჭს არ იყრის, მაგრამ ეს და სხვა მსგავსი ფრაზები, რომლებიც ახლა გაისმის, კარგი საბაბია იმის დასადგენად, როგორ იცვლებოდა ბოლო წლებში მმართველი პარტიისა და საზოგადოების დამოკიდებულებასრულიად საქართველოს ოლიგარქისმიმართ

“გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი პოლიტიკისგან დისტანცირება იყო, ის, ბუნებრივია, თავად არ განიხილავს საკუთარ თავს ამ პოსტზე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო კანდიდატი, გამომდინარე ჩვენი საარჩევნო ამოცანებიდან”, _ ამბობს ირაკლი კობახიძე. ამ “დისტანცირებას” არგუმენტად საქართველოში თითქმის არავინ იღებს _ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი მთავრობის პოლიტიკის ფორმირებაზე განმსაზღვრელ გავლენას ახდენს. ისევე, როგორც ყველა კონსპიროლოგიური სქემის ფარგლებში, სადაც მთავარი მოქმედი პირი არ ჩანს, ხოლო მისი მოტივები ბუნდოვანია, ივანიშვილს მიაწერენ აქტიურ ჩარევას მიკრომენეჯმენტში და მის “ხელს” მთავრობის ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო ნაბიჯის უკანაც ხედავენ. მაგრამ ინფორმირებული წყაროები ირწმუნებიან, რომ მას მხოლოდ ზოგადი პრიორიტეტები და საკადრო საკითხები აინტერესებს, ხოლო კონკრეტულ საქმეებს იშვიათად უღრმავდება, მხოლოდ მაშინ, როდესაც მის ინტერესებს უშუალოდ ეხება. ჭეშმარიტების დადგენა ამ ცნობებზე დაყრდნობით შეუძლებელია, მაგრამ მეორე ვარიანტი, პირველთან შედარებით, ლოგიკური ჩანს და მენეჯმენტის თვალსაზრისით უფრო გამართლებულია.

როდესაც უცნობია, რა ფორმითა და დოზითაა ჩართული ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაში, გაუგებარია, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის პასუხისმგებელია აბსოლუტურად ყველაფერზე; მეორე ნაწილს კი, რომლის ბირთვსქართული ოცნებისთანმიმდევრული მხარდამჭერები შეადგენენ, ურჩევნია, მარადიული სქემისკეთილი მეფე _ ბოროტი ვეზირებიფარგლებში იმსჯელოს. ბრალდებები ივანიშვილის მიმართ კვლავინდებურად გაისმის, მაგრამ ბოლო ხანს, მას შემდეგ, რაც მან პრაქტიკულად შეწყვიტა ურთიერთობა მასმედიასთან, მათ ნაწილობრივ დაკარგეს სიმწვავე. მთელ რიგ შემთხვევებში სამიზნე მთავრობა ან რომელიმე კონკრეტული მაღალჩინოსანი ხდება, ივანიშვილს კი გაკვრით ახსენებენ. ეს ბუნებრივიცაა: ძნელია, კრიტიკის მთავარ ობიექტად აქციო ადამიანი, რომლის რეალური სტატუსისა და მოქმედების შესახებ ასე ცოტა იცი.

ინფორმაციის ნაკლებობის გამო წარმოქმნილ “შავ ლაქებს” ფანტაზია ავსებს და ხშირად ივანიშვილს ძალიან დიდ, ლამის ზებუნებრივ გავლენას მიაწერს. შედარებით იშვიათად გვხდება სხვა ვერსია, რომლის თანახმად მან პროცესები თვითდინებაზე მიუშვა. მოკლედ, საზოგადოებამ ვერა და ვერ დაადგინა, ჰყავს თუ არა ქვეყანას პატრონი და ჯერჯერობით არ არის მზად, რომ ასეთ პატრონად საკუთარი თავი ჩათვალოს.

ივანიშვილის ჰიპოთეტური დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში, ალბათ, შეიძლება შევადაროთ მდინარეში მეორედ შესვლას, რომლის პერსპექტივები ჰერაკლიტემ ესოდენ პესიმისტურად შეაფასა. ეს ნაბიჯი დაამსხვრევდა არსებულ სისტემას და მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს უჩინარ და უაღრესად გავლენიან მმართველზე. ამასთანავე, ივანიშვილს მოუწევდა პასუხის გაცემა ყველა კითხვაზე, რომლებიც მის მიმართ ბოლო წლებში დაგროვდა. მის ნებისმიერ განცხადებას, სავარაუდოდ, ახლა გაცილებით კრიტიკულად მიუდგებიან, ვიდრე 2011-12-ში ან თუნდაც 2013-14-ში. აშკარაა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ შეიცვალა და, ალბათ, საინტერესოა იმის დადგენა _ როგორ და რატომ. პრობლემა, ალბათ, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და მთავრობის უნიათობაში როდია, სირთულეები ივანიშვილისა და საზოგადოების ურთიერთობაშიც არსებობს.

ძველისძველი სიუჟეტის თანახმად, რომელსაც უმრავლესობა ევგენი შვარცის პიესიდან იცნობს, გმირი ამარცხებს ურჩხულს, შემდეგ კი ურჩხულად გადაიქცევა. სააკაშვილი თავს ყოველთვის ურჩხულებთან მებრძოლად წარმოაჩენდა, თუმცა საბოლოოდ ისეთ მონსტრად ჩამოყალიბდა, რომლის მოშორებას ლამის საერთო-ეროვნული მობილიზაცია დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის იმიჯი ნაკლებად შეესაბამებოდა საზოგადოების წარმოდგენას იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს ნამდვილი გმირი, მისმა დიდმა ნაწილმა ეს როლი დაუთმო, ვინაიდან უკეთესი ვარიანტი ვერ მოძებნა, ხოლო დრო ზედმეტი ყოყმანისთვის არ ჰქონდა. რეჟიმი და მისი მეთაური იმ პერიოდში მართლაც შეშლილ ურჩხულად გადაიქცა.

როდესაც ნაციონალები ხელისუფლებას ემშვიდობებოდნენ, არაერთმა მათგანმა ოპონენტებს უთხრა (ზუსტად ამ სიტყვებით არა, მაგრამ შინაარსი ეს იყო): აი ნახავთ, როგორ გადაიქცევა ურჩხულად ეს თქვენი გმირიო. გარკვეული დროის შემდეგ საზოგადოებაში მართლაც გაჩნდა განცდა, რომ ის ახალი (მორიგი) ურჩხულის ჩამოყალიბების პროცესს ხედავს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ივანიშვილი ავანსცენიდან გაქრა და ძველმა სიუჟეტმა უცნაური განვითარება ჰპოვა. ვინ იმალებაშუშის სასახლეში”? გმირი? ურჩხული? ან იქნებ, უბრალოდ, გადაღლილი ადამიანი, რომელიც მის გარშემო დატრიალებული მოვლენების მასშტაბმა შეაშინა?

ძნელი სათქმელია, ხიბლავდა თუ არა ივანიშვილს ეს როლი. ერთი მხრივ, მას აშკარად სიამოვნებდა, როდესაც ერის მხსნელად წარმოაჩნდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, უბრალოდ, აუკრძალავდა გარემოცვის წარმომადგენლებს, გაეკეთებინათ ეს ასეთი მოსაწყენი, გამაღიზიანებელი სიხშირით; მეორე მხრივ, ის საუბრობდა პოლიტიკური მესიანიზმის მანკიერებაზე, აკრიტიკებდა და დასცინოდა სააკაშვილს და მის გუნდს, რომლებიც ამ ტრადიციის კალაპოტში მოქმედებდნენ. ამასთანავე, აშკარა იყო, რომ მას ხიბლავს მასწავლებლის, ინტელექტუალური ავტორიტეტის როლი, რომელსაც სწორი ანალიზის უნარი შესწევს (“ანალიზისხსენების გამო ხშირად დასცინოდნენ); შეუძლია აღზარდოს საზოგადოება და სწორი გზით წაიყვანოს, მაგრამ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ასეთი ივანიშვილი არ მიიღო; ირონიული, ხშირად კი ცინიკური ღიმილით პასუხობდაჩაანალიზებისნებისმიერ მცდელობას და ძალიან გულგრილად შეხვდა სატელევიზიო შოუს, რომელშიც ივანიშვილსეროვნული გურუსროლი უნდა შეესრულებინა. საინტერესოა, რატომ _ ნუთუ საზოგადოება პოლიტიკაში, გმირისა და ურჩხულის გარდა, სხვა როლებს ვერ ხედავს? ან იქნებ საქმე ისაა, რომ ივანიშვილს არ აქვს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომახალი ილიაგახდეს?

სააკაშვილი ვერ იტანდა განსხვავებულ აზრს და ეს ყველამ იცოდა. ივანიშვილი თანამოსაუბრეებს თითქოს პატივისცემით ეპყრობოდა, სხვადასხვა ტიპის განხილვებსა და დისკუსიებს აწყობდა, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ამ თავყრილობებიდან ჟონავდა და ზოგიერთი დეტალი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ის სარგებლობდა თავისი მდგომარეობით და ბოლო სიტყვას თავისთვის იტოვებდა. შესაბამისად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დისკუსია ერთპიროვნული გადაწყვეტილებისთვის დემოკრატიული შეფუთვის როლს ასრულებდა. ნამდვილი ინტელექტუალი არასოდეს მიიღებს თამაშის ასეთ წესებს და არ ჩაერთვება დისკუსიაში, რომელშიც უგულებელყოფილია მხარეთა თანასწორობის პრინციპი. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ივანიშვილი თანამოსაუბრეებსა და სრულიად საზოგადოებას მოსაზრებებს კი არ უზიარებს, არამედ თავს ახვევს და ერთობ დამამცირებლად ჭკუას არიგებს. ასეთი ფორმით მოწოდებულ იდეებს ქართველი საზოგადოება ილია ჭავჭავაძისგანაც არ მიიღებდა.

ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილმა არასწორად შეარჩია როლი (ეს მისი ნებაა), მაგრამ მისი შესრულება აშკარად ვერ მოახერხა, შემდეგ კი კულისებს მიღმა გაუჩინარდა და ირონიული კითხვა “რა იყო ეს?” პასუხგაუცემელი დატოვა. თუ წასვლა პოლიტიკიდან შეიძლება შეფუთო ისე, რომ გაქცევად არ აღიქვან, ესოდენ მოულოდნელი უარი დისკუსიის გაგრძელებაზე, როგორც წესი, განიხილება, როგორც მძიმე მარცხი. თუ ამდენი სათქმელი გქონდა, რატომ დადუმდი?! და თუ არ გქონდა, რატომ დაიწყე საუბარი?!

ყველაფერი დანარჩენი _ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სამართლიანობის არღადგენა, პერვერსიული კოაბიტაცია, ნეპოტიზმი, კორუფცია და ა.შ., რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ, შესაძლოა, სწორედ საზოგადოებასთან კომუნიკაციის უცნაურმა გაწყვეტამ მას შემდეგ, რაც ფიგურანტმა გამოთქვა პრეტენზია ინტელექტუალური ლიდერის როლზე, მოახდინა დამანგრეველი გავლენა მის მიმართ დამოკიდებულებაზე. წარმოვიდგინოთ, რომ ძალოსანმა, რომელმაც უკვე მოიგო ასპარეზობა, მესამე ცდაზე რეკორდული წონა მოითხოვა, შემდეგ კი დახედა შტანგას და დარბაზი ისე დატოვა, რომ მისი აწევა არ უცდია, გაუჩინარდა და ჟურნალისტებს ტელეფონი გაუთიშა. ის, ცხადია, დარჩება ჩემპიონად, მაგრამ საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ მთავარ ასპარეზობაში საკუთარ თავთან მან მძიმე მარცხი განიცადა.

დისტანცირება თუ გაქცევა? ზუსტ პასუხს ამ კითხვაზე, ალბათ, წლების შემდეგ მივიღებთ, თუმცა გამორიცხული არაა, მან დროთა განმავლობაში აქტუალობა დაკარგოს, იმის გამო, რომ საზოგადოების ინტერესი ივანიშვილის მიმართ შემცირდება _ მრავალწლიანი დამალვა ამომრჩევლებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან სხვა შედეგს ვერ გამოიღებს. ხანდახან ასეც ხდება: მმართველი ტახტს ინარჩუნებს, მაგრამ, გაუბედაობის გამო, ისტორიაში სათანადო ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებს და მას მალევე ივიწყებენ, ხოლო მისი ეპოქა აღიქმება, როგორც ერთი დიდი ნაცრისფერი ლაქა, ერთობ გაწელილი გარდამავალი პერიოდი. თუ მხოლოდ ამის პრეტენზია ჰქონდა, ალბათ, ჯობდა თავიდანვე ეთქვა.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ნეტა არ დაიწყებდნენ , ჰო ყველაფერი წარმავალია. მერე? რასაც მე ვბობოქრობ, აქაოდა გაღლეტილი ვარ უფლის ანგელოზი პირდაპირ სამოთხეში გამაქანებს? მაშ ესაა ყოფა და ცხოვრება? მისცა შანსი. ჭკუა, ალღო უფალმა და გამოიყენა. რამდენმა იშვა ფული მერე ზოგმა ვენებში გაუშვა, ზოგმა კაზინოში დატოვა. იტყვის ვინმე ივანიშვილმა საქართველოში იშოვა? ყველა ადამიანი იმას იმსახურებს რისი ღირსიც არის.ასევე ყველა ერი ისეთ ხელისუფლებას იმსახურებს რისი ღირსიც არის. მე მომცა უფალმა იმდენი მაშოვინა , რომ ახლა ამ ასაკში უნდა ფეხი ფეხზე გადამედო და ჩემი მქონოდა ყველაფერი. ყველას მამიდად ვიქეცი, ვიგოდნიკები დავიხვიე და ვზივარ ახლა ნესტიან ერთ ოთახში და ვის ვახსოვარ. მადლობა უფალს ყველას ნიღაბი ჩამოეხსნა, რაღა დროს ანდაზისა არ იყოს ” ბებერი მოკლეს და კარები გამოუხურესო” ცხოვრების შემოდგომაზე მაინც ველოდები კარგ გაზახულს, მზეს. დღეს კურიერში ვუყურე საფლავების დანგრევაზე რუისში დომინოს აწკაპუნებდნენ, მარტში სოფლის მაცხოვრებელს თუ წვიმა არ არის და თქეში დომინოსთვის უნდა ეცალოს? იქ ბალახი გასაგლეჯი ათასი საქმეა. გამოვლენ შიათ წყურიათ. ჯანმრთელ ადამიანს არ უნდა მოშივდეს , ყველა მილიონერი ვერ იქნება. გახედეთ რა ხდება აბირჟავებენ, რომ უთხრა წამო მომეხმარე გადამატანინე, ვერ შეკადრებ,” არა ტოო’ ვაჭრობა არ ეკადრებათ , ტეხავს, მუშად ყოფნა ტეხავს. . ერთადერთი არ მომწონს ამდენი ხეების გადარგვა და ერთი ხის გამო ამდენი ხის მოჭრა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here