Home ახალი ამბები მსოფლიო Foreign Affairs: სი ძინპინი ჩინეთს დიდი ომისთვის ამზადებს

Foreign Affairs: სი ძინპინი ჩინეთს დიდი ომისთვის ამზადებს

82
Foreign Affairs: სი ძინპინი ჩინეთს დიდი ომისთვის ამზადებს

სი ძინპინი ჩინეთს ომისთვის ამზადებს! ეს დასკვნა ამერიკულმა გამოცემა Foreign Affairs-მა ჩინეთის პრეზიდენტის საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით გააკეთა.

„მარტში ჩინეთის პარლამენტისა და მისი უმაღლესი პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოს ყოველწლიურ შეხვედრაზე სი ძინპინი ოთხ ცალკეულ გამოსვლაში შეეხო ომისთვის მზადყოფნის თემას“, – აცხადებს Foreign Affairs.

გამოცემა კიდევ რამდენიმე მიზეზს აღნიშნავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩინეთი სერიოზულად ემზადება სამხედრო კონფლიქტისთვის.

პირველი მიზეზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდაა. ჩინეთის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ ის ერთბაშად 7.2%-ით გაზარდა. ბოლო თვეებში კი პეკინმა სამხედრო მზადყოფნის შესახებ ახალი კანონები გამოაქვეყნა.

ჩინეთის ქალაქებში დაბომბვის საწინააღმდეგო ახალი თავშესაფრები გამოჩნდა. ეს არის მეორე მიზეზი იმისა, რათა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ომისთვის ემზადება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის ახალი ოფისები უკვე მთელ ჩინეთში გამოჩნდა, სხვაგვარად ფიქრი შეუძლებელია.

„ჯერ ადრეა დანამდვილებით იმის თქმა, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. კონფლიქტი არ არის გარკვეული ან გარდაუვალი. მაგრამ პეკინში რაღაც შეიცვალა, რისი იგნორირებაც პოლიტიკოსებსა და ბიზნეს ლიდერებს არ შეუძლიათ. თუ სი ძინპინი ამბობს, რომ ომისთვის ემზადება, უგუნური იქნება, არ დაუჯერო მის სიტყვებს“, – ასკვნის გამოცემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here