Home ახალი ამბები მსოფლიო შოლცი: გერმანიის ენერგოუსაფრთხოებას მრავალწლიანი პრობლემა შეექმნა

შოლცი: გერმანიის ენერგოუსაფრთხოებას მრავალწლიანი პრობლემა შეექმნა

123

ენერგოუსაფრთხოების პრობლემას გერმანია მრავალი წლის განმავლობაში ვერ მოაგვარებს, _ განაცხადა ქვეყნის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვიდეომიმართვაში, რომელიც გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“შეშფოთებული ვარ ჩვენი ენერგომომსახურების უსაფრთხოებით. ასე იქნება რამდენიმე კვირის, თვისა და წლის განმავლობაში”, _ თქვა კანცლერმა. მან აღნიშნა, რომ ფედერალურმა მთავრობამ უკვე მიიღო ზომები გერმანიის მოსამზადებლად, მაგალითად, ბუნებრივი აირის დეფიციტისთვის.

“ჩვენ ვაშენებთ ბუნებრივი აირის მილსადენებს, თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებს. და ჩვენ უზრუნველვყოფთ ქვანახშირის ელექტროსადგურების გამოყენებას ბუნებრივი აირის ეკონომიისთვის”, _ დასძინა შოლცმა. მისი თქმით, ხელისუფლება მიისწრაფვის იმისკენ, რომ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ქვეყანა დამოკიდებული არ იყოს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის ექსპორტზე. მარტში გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა  საშუალებით ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ივნისის დასაწყისში სანქციების მეექვსე პაკეტში შევიდა ნავთობის ნაწილობრივი ემბარგო. აკრძალვა ვრცელდება საზღვაო მიწოდებაზე და ეხება არა მხოლოდ სუფთა ნავთობს, არამედ მინარევებიანსაც. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ რეკორდულ 8,6%-ს მიაღწია. ყველაზე ძალიან კი ენერგია გაძვირდა _ 41%-ით.

გერმანიის ხელისუფლებამ კრიზისის ფონზე არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ენერგიის ეკონომიისკენ. ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეკანცლერმა განაცხადა, რომ ქვეყანა ამ ზამთარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანს, თუ ენერგიის მნიშვნელოვან ეკონომიას მოახერხებს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here